ალისიას და ჯონგუკის ურთიერთობა ქაოსურად გრძელდებოდა რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ორი მებრძოლი სული რომელთა შორის არც ერთი იყო დამთმობი ურთიერთობას უფრო ამძაფრებდა, ერთ მხრივ ალისია რომელსაც როგორც შეეძლო ისე უწევდა წინააღმდეგობას ჯეონის დიქტატურას, მეორე მხრივ კი არაპროგნოზირებადი ჯონგუკი რომელსაც ყველაფერზე ბატონობა სჩვეოდა, ალისიას თავნება ქცევები კი ისედაც ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდის ჯებირებს უნგრევდა.
-ბატონო ჯეონ...
-რა ჯანდაბა გინდა
-ქალბატონ ალისიას გასვლა სურს.
-ხომ გავაბრთხილე არსად წახვიდე ჩემს გარეშე თქო!
-კი მაგრამ....
-ფეხი არსად გაადგას, მოვდივარ!
----------
-ხომ გითხარი არ დაურეკო თქო._წყენით უთხრა გოგომ დაცვას.
-ქალბატონო პრობლემები არ მჭირდება, ბატონი ჯეონი ყველაფერზეა წამსვლელი თუ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოვიქცევით.
-თქვენც ხომ გევალებათ ჩემი მომსახურება!
-ჩვენ მხოლოდ პერიმეტრის დაცვა გვევალება, ბატონი ჯუნკის გადაწყვეტილებით კი ჩვენი უფროსი ჯეონია, ამიტომ ვალდებული ვართ მას დავემორჩილოთ.
-ღმერთო ეს ვის ხელში ჩამაგდე_ერთი ამოიხვნეშა და მოთმინებით დაელოდა ჯონგუკის გამოჩენას, რომელიც მალევე იქ გაჩნდა, მოწყვეტით გააჩერა ავტომობილი და მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა ალისიას.
-შენს საქმეს მიხედე_ისე უთხრა იქვე მდგარ კაცს რომ გოგოსთვის მბურღველი მზერა არ მოუცილებია.
-რის მიღწევას ცდილობ?
-შენ უნდა შეგითანხმდე როდესაც სადმე წასვლა მომინდება?
-ამ დროს სადღაც მიდიხარ თან მარტო, ხომ გითხარი ჩემს გარეშე არსად გასულიყავი
-და როდის მერე გიჯერებ?
-ალისია! ნუ მაიძულებ ისეთი რაღაც გავაკეთო რაც არ მინდა.
YOU ARE READING
რევანში(IN REVENGE)🔞|J.JK|
Fanficძნელია როდესაც გრძნობებს ვერ ეწინააღმდეგები და გიყვარდება ისეთი მესაკუთრე და ცივი ადამიანი, როგორიც შენი პირადი მცველი ჯეონ ჯონგუკია. 🔞🔞🔞🔞🔞 ფიქცია შეიცავს ძალიან ბევრ 18+ მომენტებს, ამიტომ ვისთვისაც ასეთი სცენები არაკომფორტულია ეს ფიკი მათთვის...