{ 7 }

1.8K 125 77
                                    

ავტორის Pov.

მორიგი მოსაბეზრებელი დღე გათენდა, გოგონა ისევ ზარმაცობით დგება საწოლიდან, ამ უკანასკნელს ასწორებ, წესრიგდება, ზედაპირულად საუზმობს და თან ძალიან ჩქარობს, რადგან დღეს შეიძლება ავტობუსმა გაასწროს

ყველაფერს რომ ამთავრებს, სახლიდან გადის, კარებს კეტავს, როცა ბრუნდება წინ უცებ პაკ ჯიმინი ხვდება

მინა: აიჰ გული გამისკდა - ხელი გულზე მიიდო - ჩემი სახლის კარებთან რა დაგრჩენია?

ჯიმინი: შენ გელოდებოდი - ტუჩებზე ენა გადაისვა

მინა: და რატომ? - წარბი ასწია

ჯიმინი: დაგავიწყდა?! ხომ დამპირდი კაფეში დაგპატიჟებო მადლობოს სანაცვლოდ - თითქოს შეიცხადია

მინა: აა გასაგებია, მაგრამ არ მცალია, მაგვიანდება, როცა მეცლება მოგწერ, ახლა კი გამატარე - გავლა სცადა, მაგრამ წინ ისევ ბიჭი გადაუდა

ჯიმინი: ერთად წავიდეთ

მინა: რატომ დამსდევ? - ხმაში გაღოზიანება დაეტყო

ჯიმინი: ადრე გითხარი რომ უხეში გოგონები მომწონდა, შენ კი საშინლად უხეში ხარ, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ - აღარ დაამთავრა, მინას თმები ყურის უკან გადაუწია, ფლირტნარევი სახე მიიღო და გოგონას ჩასჩურჩულა - წავედით ერთადერთო, თორემ დაგვაგვიანდება

დაბნეულმა მინამ უბრალოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ბიჭს უკან გაჰყვა

ჯიმინი: მის უხეშობავ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბარათი თან გაქვთ თუ არა, რადგან თუ არ გაქვთ მომიწევს ორის გადავიხადო - მაცდურად ჩაიცინა, მინამ კი თვალები გადაატრიალა და მსუბუქად დაარტყა მხარზე

მინა: ნუ დამცინი, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, თან უკვე ბევრჯერ გითხარი რომ სიჩქარეში დამრჩა საერთოდ ეს არ მემართება, ძალიან მაგვიანდებოდა და - უცებ გარემოს თვალი მოავლო, მიხვდა რომ ხმამაღლა საუბრობდა, დაინახა როგორ უყურებდა ავტობუსში მსხდომი ხალხი მას

🔞PLAYBOY🔞 || ✔️Where stories live. Discover now