{ 19 }

1.5K 128 132
                                    

მინას pov.

3 თვის შემდეგ:

ჯონქუქი: ზარმაცო ადგომის დროა, უკვე 12 საათია - ქვაბების ბრახუნით მივარდება ოთახში

მე: გადი თორემ მაგ ქვაბში ჩაგტენი - ვცდილობ დავემუქრო ის კი იცინის

ჯონქუქი: ვკანკალებ ისე შემეშინდა - ფარდები გადასწია, მზის სხივები კი პირდაპირ თვალებში შემეჩეხა, ამაზე იმდენად გავმწარდი ბალიში ვესროლე ამ პარაზიტს - ამცდა ინდაურო - ენა გამომიყო და ოთახიდან გავიდა.

უკვე 3 თვეა ქალაქ გარეთ ვარ ჯონქუქის სახლში, ბუსანში, ყველაფერს ონლაინ ვაკეთებთ ონლაინ ვსწავლობთ.

აქ წამოსვლა ჯონქუქის იდეა იყო, ნამდვილად კარგი ვქენი, რომ დავუჯერე. ცოტახნით მოვწყდი ყველაფერს, მაგრამ არ მოვიტყუები და ბევრი რამ მომენატრა, პირველ რიგში კი ჰანა. ნუ მართალია ყოველდღე ვესაუბრები, მაგრამ მაინც მენატრება.

აქ ჩამოსვლით ძალიან შევიცვალე. ამ ცვლილებებს კი ბევრი ამჩნევს, ქუქიც, დეიდა სარაც, ნუ კიდევ არიან ნაცნობები, მაგრამ არ წავალ შორს

ჰო მართლა, ახალი მეგობარი შევიძინე, ბიჭია, ჰო ბიჭი მეგობარი, ალბათ როგორც ყველას თქვენც გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ბიჭი არ გავს სხვებს, ის საერთოდ სხვაა.

აღარ გავწელავ და მის სახელს გეტყვით, როკი ჰქვია უზომოდ პატიოსანი, ერთგული, კეთილი, სიმპათიური და სექსუალურია. ჩვენი გაცნობის ისტორია ცოტა უცნაურია

<< ერთმანეთი პარკში გავიცანით მე ყოველ დილით ადრე ვდგები, მხოლოდ დღეს არ ავდექი და ამის გამო მივიღე კიდეც, ვდგებოდი ვემზადებოდი და სუფთა ჰაერზე დავრბოდი, ვვარჯიშობდი, ამას ყოველთვის ერთი და იგივე ადგილას ვაკეთებდი, ტრენაჟორებთან, ყოველ დილით იქ მივდიოდი და ვარჯის გარდა სხვა რაღაცასაც ვაკვირდებოდი...

როცა ვვარჯიშობდი ვამჩნევდი ერთ ბიჭს, რომელიც ამას ყოველ დღე ჩემთან ერთად აკეთებდა. თავიდან შემეშინდა, მეგონა მითვალთვალებდა, მაგრამ მერე დავაკვირდი, რომ ამ ბიჭს მე სულ ვეკიდე, რადგან მის კუბიკებს უფრო უყურებდა, ვიდრე მე. ყოველი ვარჯიშის მერე ფოტოებს იღებდა და პოზიორობდა. სიცილს ძლივს ვიკავებდი.

🔞PLAYBOY🔞 || ✔️Where stories live. Discover now