🌎💫‼️

213 22 30
                                    

ოთახის კუთხეში მჯდომი ბიჭი ნერვიულად ქანაობდა წინ და უკან. არიცოდა როგორ დაღწეულიყო ამ წყეული ადგილიდან. ადგილიდან რომელიც მას ბოჭავდა, სუნთქვას უკრავდა, აკავებდა, თავისუფლებას უკარგავდა. ადგილი რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთი გაუხადა. არიცოდა რადააშავა, რისგამო, რატომ, რისთვის, ვისთვის, რამიზეზით ხდებოდა ეს და რამიზეზით უწყობდა ცხოვრება იმას რისი ღირსიც არიყო. არაფერი არიცოდა. ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდა იმ აზრს რომ მისი სიკვდილი აქ იყო დაწერილი და აქვე უნდა ასრულებულიყო. ვერ ეგუებოდა რომ სიცოცხლე რომელიც ასე უხაროდა დღეს დღეობით განადგურების პირასაა. ვერ ეჩვევა იმ ფიქრებს, იმ აზრებს რომელიც ხვალ, თუნდაც ზეგ შეიძლება ასრულდეს. სიცოცხლე ბოჭავდა. სუთქვა სძულდა, გულის ფეთქვა ეზიზღებოდა, სისხლის მიმოქცევა რომელიც მის ძარღვებში ხდებოდა სხეულის დაცლის სურვილისკენ უბიძგებდა. ვერ იტანდა. ვერ იტანდა იმ ცხოვრებას რომელიც მას ქონდა. ოთხ კედელში გამოკეტილი გიჟს გავდა. კი ის გიჟი იყო. გიჟი რომელიც სიყვარულის დასავიწყებლად რისკზე წავიდა და ასე შეეწირა ამას. ფიქრობთ რომ მან არიცოდა? როგორ თუ არ იცოდა? მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა მას რომ პიროვნების გაორება ჭამდა მის ტვინს და სხეულს შიგნიდან? საიდან უნდა სცოდნოდა მის ბავშვურ მხარეს რომ მისი მეორე მე ესეთი შეშლილი იყო? საიდან? მეორე მე რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გამოჩენილიყო წარმოდგენასაც კი ვერ უქმნიდა მის ბავშვურ მხარეს თუ რა შეეძლო გაეკეთებინა მას. ბავშვურ მხარეს რომელიც რადიკალურად სხვანაირი იყო. გგონიათ იყო გიჟი ამ სტატუსთან შეგუება  მარტივია? ან მკვლელის? თუნდაც მეძავის? თუნდაც ფსიქოპატის? გგონიათ ადვილია? იყო მკვლელი შეშლილი, დაავადებული პიროვნების გაორებით, რომლის არსებობის წარმოდგენაც არ გაქვს არაფრის ხარჯზე არ არის მარტივი ამ აზრებთან შეგუება. უყურო მკვდარ სხეულებს როცა შენი მეორე მკვლელი მე დაასრულებს თავის საქმელს და დამშვიდდება, ფსიოლოგიურად დიდი დარტყმაა. მიიღო ის რეალობა რომლის თვითონაც არ გჯერა ტანჯვაა. გაიაზრო ის რომ ეს შენ ჩაიდინე და შენი ბრალია მათი სიცოცხლის დასრულება საკუთარი თავის ზიზღია. გაანალიზო ის რომ შენ დღეს შეიწირე ათობით და ასობით სიცოცხლე ესიქნება ცხოველის თუ ადამიანის, შინაგანი სიკვდილია. გაიაზრო ის რომ ამის შემდეგ შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს და სიკვდილისთვის ხარ განწირული ცხოვრების დასასრულია. მკვდარი სხეულები, ნაწამები ცხოველები, სისხლის გუბეები, ადამიანების ორგანოები და გამაყრუებელი ადამიანების კივილი რომელსაც პაკის სიცილი ერთოდა. აპრეხილი ტუჩები და პაკის სიცილი იყო ის რეაქცია როცა ამ სანახაობას თვალით ხედავდა. დიახ თვალით და არა თვალებით. პაკმა ჯერ კლასელების და შემდეგ  ექიმების დაუნდობლობის ხარჯზე, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა,  რასაც შემდეგ შესაძლოა გამოეწვია ასევე მეორე თვალის სიბრმავე, რისი თავის აცილების მიზნით პაკის მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ოპერაცია გაეკეთებინათ. ჯიმინს ოპერაცია გაუკეთდა 14 წლის ასაკში. სხეული რომელიც კუთხეში მჯდარიყო ეხლა უკვე ფეხზე იდგა  და პატარა ფანჯარას უყურებდა საიდანაც მთვარის შუქი აღწევდა. პაკი ტანჯვით უყურებდა მის სხეულს არ სჯეროდა რომ ეს იყო. არიცოდა ეს იყო თუ ვინმე სხვა. ფიქრებს მოეცვა მისი გონება. ფიქრი, ფიქრი, ფიქრი.... ისევ და ისევ ფიქრი. ფიქრი ზოგისთვის კარგი, ზოგისთვის ცუდი,  ზოგისთვის მიუღებელი, მისაღები, არასწორი, სწორი, მტკივნეული, დამანგრეველი, სამუდამო, დროებითი, დასასრული და ასე შემდეგ დაუსრულებლად. პაკისთვის ეს იყო ალბათ სიტყვა ,,მორჩა''? ალბათ. ფიქრებში გაფანტული ვერც მიხვდა როდის გახსნეს მისი ციხის კარი და როგორ შემოუშვეს უცხო სხეული შიგნით. ჯიმინს ყურადღება არ მიუქცევია უბრალოდ ძეგლივით ერთადგილას იდგა და უმოქმედოდ უყურებდა საკუთარ ანარეკლს. სულ არ აინტერესებდა ადამიანი რომელიც კარებთან იდგა და მას მიშტერებოდა.
რამდენი რამ გაწირა. რამდენი? რამდენი გაწირა მისთვის მაგრამ მან არარაობად ჩააგდო. ცხოველად რომელსაც პატრონები არინდობენ, ქუჩაში ყრიან და მარტოდ მარტოდ ტოვებენ. სიყვარულისთვის რომელიც იცოდა რომ არ გამართლდებოდა, ურთიერთობა რომელიც არ გასტანდა სიცოცხლის ბოლომდე ამ ყველაფრის ცოდნის მიუხედავად მაინც არ დაუხევია უკან. მაგრამ ბოლოს რა მიიღო? სიგიჟე. სიგიჟე რომელმაც ორივე მისი მხარე შეშალა და სიკვდილი უსურვა.

ᗪIEWhere stories live. Discover now