3.home

98 12 1
                                    

გოგონები უკვე შენობის თავზე ასულიყვნენ,შენობის კიდეს უახლოვდებოდნენ, რა დროსაც ლისა გონს მოვიდა, თავიდან გაუკვირდა, გოგონების ასეთ უცნაური ქცევების დანახვა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ისინი არ ხუმრობდნენ და მართლა გადახტომას აპირებდნენ, სამივე მოაშორა შენობის კიდეს, ცოტახანში გოგონებიც გამოფხიზლდნენ, და სახლში დაბრუნდნენ, ასე გრძელდებოდა დღეები,კვირები,თვეები,და უკვე წლებიც. ერთ ბნელ და არაფრით გამორჩეულ დღეს, გოგონებმა უკან დაბრუნების დროს მიტოვებული სახლი შეამჩნიეს, სახლი იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ გოგონების ყურადღება და გაოცება მალევე შეძლო, გოგონებმა მანქანები იქვე ახლოს მყოფ მაღაზიასთან შეაჩერეს, რომელიც სახლივით მიტოვებულ და საშინლად მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ გოგონებმა მაინც სახლში შესვლა ამჯობინეს, კარებზე ჯისუმ ნაზად დააკაკუნა, კარი გაიღო, მაგრამ არავინ ჩანდა გოგონები შიგნით შევიდნენ, მათ წინ ჯენი მიუძღვოდა, მალევე მათ იპოვეს, დიდი და მტვრიანი ოთახი, სადაც ბევრი საინტერესო ნივთები და წიგნები იყო, როუზმა მაგიდაზე მიგდებული წიგნი აიღო და ფურცვლა დაიწყო, მაგრამ წიგნში უცნაური ნახატების და ასოების გარდა სხვა ვერაფერი ვერ აღმოაჩინა, გარდა ერთი სიტყვისა, რომელიც ბოლო გვერდზე წითლად იყო დაწერილი "სიკვდილი" ამან გოგონაში უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია, ამ დროის მანძილზე, ლისა და ჯენი თავისთვის საუბრობდნენ, მაგრამ ამას საუბარი არა სიმღერა უფრო ერქვა, გოგონები სიკვდილზე მღეროდნენ, და თან ყოველი სიტყვის ბოლოს ჯისუს გაჰყურებდნენ, შემდეგ ერთმანეთს შეხედავდნენ, და უცნაურად იცინოდნენ, თითქოს ეს ორი რაღაცამ შეიპყრო, რაღაც ისეთმა, რამაც შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს, გოგონებმა ბოლოჯერ გადაიხარხარეს, რა დროსაც უცნაური ხმა მოესმათ, ამან ოთხივე ძალიან დააინტერესა, ბევრი მსჯელობის შემდეგ კი გადაწყვიტეს რომ ამ ხმას გაჰყოლოდნენ

Kill or be killed/დასრულებული/Where stories live. Discover now