8.Bloody corpses

49 10 1
                                    

Jennie pov:
მე ჯისუ და ლისა მშვიდად მივირთმევდით, მაგრამ როუზი არსად ჩანდა, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ტყეში გავსულიყავით და მოგვეძებნა. ტყის შუა გულში ვიყავით, ჩვენს გარშემო კი სამი გზა იყო ამიტომ დავიშალეთ, უკვე ერთი საათი მაინც იქნებოდა გასული. შუა გზაში ვიყავი როდესაც ხმაური მომესმა, ამიტომ ხმისკენ წავედი და იქ მისულს ჯისუ ლისა და როუზი დამხვდნენ. ისინი შავებში იყვნენ გამოწყობილი, წრეზე იყვნენ განლაგებული და შუაში მყოფს უცნაური ღიმილით უყურებდნენ. თვალები კი მთლიანად გაშავებოდათ, წინ კი მარცხენა ხელს იშვერდნენ, გადავწყვიტე რომ მენახა ის თუ რას უყურებდნენ ასე. ამიტომ მათ მივუახლოვდი და ისეთი რამ დავინახე რამაც ძალიან შემაშინა, ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი შიში. იქ ცეცხლი იყო, ხოლო ცეცხლში ვიღაც იჯდა, ქალი იყო თუ კაცი კარგად ვერ გავარჩიე. რადგან თავზე ცხოველის ძვლებისგან გაკეთებული ნიღაბი ჰქონდა მორგებული, ხოლო მისი ხელები მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი. ის მხოლოდ ერთი და იგივეს გაიძახოდა
_სისხლი სისხლი სისხლი_
ახლაღა დავაკვირდი გოგონების ხელებს, მათ ხელები დასერილი ქონდათ, მათი სისხლი კი ერთ დიდ ჭურჭელში ჩანჩქერივით მიედინებოდა. ისინი ისე იყვნენ ამ არსების ყურებით შეპყრობილები რომ ვერც კი შეამამჩნიეს. ამიტომ დრო ვიხელთე და გავიქეცი, მთელი სისწრაფით მივრბოდი უკვე ბნელდებოდა, მე კი აზრზე არ ვიყავი სად გავრბოდი ყველაზე დიდი საშინელება კი ის იყო რომ რამდენჯერაც ვიფიქრე ამ საშინელებას თავი დავაღწიე თქო იმდენჯერ იგივე ადგილას ვბრუნდებოდი. ისინი კიდევ სისხლისგან იცლებოდნენ, მაგრამ არ ვნებდებოდი მაინც გავრბოდი, მთელი საღამო ასე გრძელდებოდა. ჩემი საათი კი უკვე 12 საათს უჩვენებდა, ეს კი ცუდის მომასწავებელია ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ იქ აღარ მოვხვდე! რადგან წესით თუ ის რასაც გოგონები და ის არსება აკეთებდნენ რაიმე სახის შელოცვა იყო მაშინ ისინი უკვე მორჩებოდნენ, ეს კი იმას ნიშნავს რომ თუ იქ მოვხვდები შემდეგი მე ვიქნები. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ჩვენი სახლი შევამჩნიე, გულზე მომეშვა თითქოს ამდენი ხნის დაგროვებული შიში ერთიანად გაქრა, მაგრამ როდესაც სახლში შევედი სრულიად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. სახლში გოგონები და ის შვიდი უცნაური ბიჭი ერთად დამხვდნენ, ერთმანეთს ისე ეპყრობოდნენ თითქოს წლების ნაცნობები ყოფილიყვნენ. გამიკვირდა და ეს ემოცია ჩემს სახეზე ცხადად იყო ასახული, როდესაც გოგონებმა შემამჩნიეს როუზმა ფსიქოპატური ღიმილით გამომხედა და ტკბილი ხმით მითხრა_ჯენი, გაიცანი ჩვენი ახალი ოჯახის წევრები._რა ჯანდაბაა ოჯახის წევრები?! ეს უკვე ზედმეტია! მათ აშკარად რაღაც ჭირთ, როგორც წესი ერთმანეთის გარდა სხვისთვის არასდროს დაგვიძახებია ოჯახის წევრი._მობეზრებულმა ყველას გადავხედე და უხმოდ ჩემს ოთახში შემოვიკეტე და ისევ დავიწყე იმაზე ფიქრი თუ რა ჯანდაბა დაემართა მათ. ან ის ვინ იყო? რად უნდოდა სისხლი? იქნებ ამშვიდი ბიჭისგან რომელიმე იყო? თუ ასეა მაშინ სერიოზულ საფრთხეში ვყოფილვართ, წიგნების თაროსთან მოვედი და ყველა ისეთი წიგნი ავიღე რომელშიც შეიძლებოდა საჭირო ინფორმაცია ყოფილიყო და აი ვიპოვე, ეს არსება იმაზე ძლევამოსილი ყოფილა ვიდრე მე ვფიქრობდი. გოგონებს თუ ვერა მაშინ ჩემს თავს მაინც უნდა მივხედო და აქედან სასწრაფოდ გავიქცე, მაგრამ იქამდე უნდა დავადგინოთ ამ შვიდიდან რომელია, თითქოს შვიდივე საეჭვოდ გამოიყურება ამაში დახმარება დამჭირდება. სანა და თზუი ისინი უნდა ვიპოვო! მაგრამ ამ დროს გარეთ გასვლა სახიფათოა... აჯობებს გათენებამდე მოვიცადო. კარები და ფანჯრები გადავრაზე და პატარა ჩანთის ჩალაგება დავიწყე, ყველაფერი ჩავდე რითაც ადამიანის მოკვლა შეიძლება თუ მინდა რომ ჩემი მეგობრები გადავარჩინო მაშინ ყველას დახოცვა მომიწევს ვინც გზად გადამეღობება._თქვენი სიკვდილის ანგელოზი უკვე მზადაა ბიჭებო!_ჩუმად ჩავილაპარაკე და გარეთ გავედი, წასვლას ვაპირებდი როდესაც გზად ის ქერათმიანი ბიჭი გადამეღობა, ლისას რომ ეჩხუბებოდა ხოლმე_ვერ გახვალ
_მითხრა მშვიდად. ამიტომ დაუფიქრებლად ჯიბიდან პატარა დანა ამოვაცურე ისე რომ ვერ დაენახა და ჩავეხუტე, თავიდან არაფერს აკეთებდა ხოლო შემდეგ ხელები მომხვია. რა საყვარლობაა! დანა ზურგიდან გავუყარე_სიმპატიური ხარ, მაგრამ იმდენად მაინც არა რომ მეგობრების გადარჩენაში ხელი შემიშალო ქერა._მის ჯიბეში გასაღების ძებნა დავიწყე და როგორც კი ვიპოვე კარი გავაღეამ ბიჭის სხეული მხარზე მოვიკიდე_თუ გადარჩენა მინდა მაშინ შენც თან უნდა წაგიყვანო_ მათი მეგობრის სხეული, ჩემი სიცოცხლის სანაცვლოდ მმმ მშვენიერია._ჰეი, არ გინდა რომ შენი სახელი შემახსენო პატარა ბიჭო!_შეიძლება დავჭერი, მაგრამ ისე ნამდვილად არა რომ ვეღარ ელაპარაკა._ჯიმინი_ანუ ჯიმინი... მმმ იქნებ მას ვკითხო ბიჭებში რაიმე უცნაური ხომ არ შეუმჩნევია?_ჯიმინ შენი მეგობრებიდან ყველაზე სახიფათო რომელია?_მშვიდად ველოდებოდი მის პასუხს, მაგრამ მოსმენილმა შოკში ჩამაგდო._მე ვარ!_ეს სიტყვები? ღმერთო ჩემო ამას აქამდე როგორ ვერ მივხვდი!_არ გინდა რომ დამსვა თავს მშვენივრად ვგრძნობ._დამერხა. ოო ღმერთო გაქცევას ვერ მოვასწრებ, ჯანდაბა რატომ არ მოვკალი მაშინ როცა ამის შანსი მქონდა._ჰეი ჯენუკა, არ ჩამომსვავ პატარა._ჯენუკა ამას სიკვდილი ხომ არ უნდა? მშვიდად ჩამოვსვი და სიტყვის თქმაც კი არ ვაცადე ისე გავუყარე დანა._თუ შენ ხარ მაშინ ასე მარტივად მოსაკლავი რატომ ხარ? მმმ საინტერესოა..._იმიტომ რომ ის კი არა მე ვარ ის ადამიანი რომელსაც ასე შემართებით გაურბიხარ!_გარშემო მხოლოდ ხმები ისმოდა მაგრამ არავინ ჩანდა. ჯიმინის სხეული ისევ ისე ზურგზე მოვიგდე, როგორც წეღან მქონდა და სწრაფად გავაგრძელე გზა, დიდხნიანი სიარულის შემდეგ ვიპოვე სანას და თზუის სახლი. სწრაფად მივირბინე კარებთან და ბრახუნი და ყვირილი დავიწყე, კარი როგორც იქნა თზუიმ გამიღო თავიდან გაკვირვებული მიყურებდა მაგრამ მას ყურადღება აღარ მივაქციე და სახლში შევედი, ჯიმინის სხეული იქ მივაგდე სადაც შეშას ინახავენ._გოგონებს საშინელება დაემართათ, ისინი ვიღაცასთან ერთად დავინახე როგორ ასრულებდნენ რიტუალს, მათ იმ არსებას თავიანთი სისხლი მისცეს._სანამ როგორც კი ეს გაიგო ეგრევე პირზე ხელი ამაფარა და მანიშნა რომ ჩუმად ვყოფილიყავი, ამასობაში კი თზუიმ კარები და ფანჯრები გადაკეტა. გოგონებმა მაგიდისკენ მიანიშნეს, მეც რათქმაუნდა სკამი გამოვწიე და კომფორტულად მოვკალათდი და მათ ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა._თუ მან გადაწყვიტა რომ ლისა ჯისუ და როუზი უნდა ანუ მათ ვერაფრით დავეხმარებით! მაგრამ ერთს გეტყვი მაგ არსების წყალობით, ამ ტყის თითოეულ კუთხეში სხვადასხვა ადამიანების გვამებია დამარხული, აქედან გამომდინარე ან მოკლავ ან მოგკლავს.
____________________________________________

თქვენი აზრით ჯენი შეძლებს მისი მეგობრების გადარჩენას? ან ბიჭების შვიდეულს რა ბედი ეწევა? რომელი მათგანია მონსტრი?ოო იქნებ ეს თეჰიონია?

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

თქვენი აზრით ჯენი შეძლებს მისი მეგობრების გადარჩენას? ან ბიჭების შვიდეულს რა ბედი ეწევა? რომელი მათგანია მონსტრი?
ოო იქნებ ეს თეჰიონია?

თქვენი აზრით ჯენი შეძლებს მისი მეგობრების გადარჩენას? ან ბიჭების შვიდეულს რა ბედი ეწევა? რომელი მათგანია მონსტრი?ოო იქნებ ეს თეჰიონია?

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ან იქნებ ჯონგქუქი

ან იქნებ ჯენი შეცდა და მისი მასწავლებლების სახლში თავისივე ფეხით მიიყვანა მონსტრი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ან იქნებ ჯენი შეცდა და მისი მასწავლებლების სახლში თავისივე ფეხით მიიყვანა მონსტრი

ან იქნებ ჯენი შეცდა და მისი მასწავლებლების სახლში თავისივე ფეხით მიიყვანა მონსტრი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Kill or be killed/დასრულებული/Where stories live. Discover now