ახალი შეხვედრა

659 60 19
                                    

-ნუ მიყვირიხართ ბატონო ჯეონ!! შარვალ კოსტუმში ჩაცმულმა მამაკაცმა ძლივს ამოღო ხმა და შეეწინაღმდეგა აცოფებულ უფროსს.
-შენი განთავისუფლება აქამდეც მინდოდა, მაგრამ ახლა მაქვს საშუალება , რომ ცხოვრება თავიდან ბოლომდე ამოგიტრიალო! დაიყვირა ბიჭმა და მამაკაცს ჭიქა ესროლა
-უბრალოდ ერთი შეცდომის გამო რატომ მინგრევთ ცხოვრებას? ცრემლები წამოუვიდა კაცს.
-უბრალოდ ერთი შეცდომის გამო რომელიც არაფერს უზავს თქვენ კომპანიას.. ქვითინებდა იგი
-არა..არაფერს..უზზავს? ჩაიცინა ჯონქუქმა და აქვითინებულ კაცთან მივიდა.
-ყველანაირი შეცდომა აზარალებს ჩემს კომპანიას და შემდეგ მის სახელს.. დაა...ჰაჰ..
-გგონია შენ მოგცემ მაგის უფლებას, რომ ჩემი პრესტიჟი დააკნინო? უზრდელოო!! დაიყვირა მამაკაცმა და ხელი ჰკრა მომუშავეს.
-ჩემს თვალს მოერიდე.. თორემ ხელებში შემომაკვდები!!! დაიღრიალა და უკან მიუბრუნდა თავის სავარძელს.
მამაკაცი ყვირილით გაიყვანეს ოთახიდან, ჯონუქუი კი იჯდა და ჭერს უყურებდა გაფართოებული თვალებით.
მალევე უჯრა გამოაღო და მომწვანო ტაბლეტები ჩაიყარა პირში.
თავი უკან გადასწია და ნელ ნელა დაიწყო სუნთქვის დარეგულირება.
ჯონქუქი..
ის ამ დროის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა, მამაკაცი , რომელსაც აქმდე იცნობდნენ თითქოს იმ დროს დაიღუპა როცა იშიკავას სახლი სრულიად გადამწვარი ნახა.
ყველა მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იქ დაიღუპა , როგორც პარაზიტი..
ამაში ზოგჯერ თავის თავსაც ადანაშაულევდა, იქ რომ ყოფილიყო იქნებ ვინმეს მაინც დახმარებოდა.. მაგრამ ახლა მხოლოდ თვითონ იყო ცოცხალი.
ის გართობის მოყვარული მამაკაცი , რომელიც დღეებს კლუბებში მეგობრებთან ერთად ატარებდა და ზოგჯერ ქალებს ტრასაზეც კი დაატყნავდა ხოლმე, მოკვდა იმ დღეს და დაიწვა , როგორც მისი საყვარელი ადამიანები.
დაიბადა ბოროტი და მგრძნობიარე მამაკაცი   რომელსაც გარშემო ყველა სძულდა, ყველას ადანაშაულებდა ტკივილში რომელსაც განიცდიდა,  მისი აზრით მსოფლიოს მისი ჩაძირვა უნდოდა, ამას კი არაფრის ძალით არ დასთმობდა, თავის ძალაუფლებას.
ლიზა სძულდა.. სძულდა როგორც ადამინი , რადგან მისი მშობლების სიკვდილში მას ადანაშაულებდა.
"ის რომ არ მოეყვანა იშიკავას კავკასიელები სახლს არ გადაწვავდნენ!"
ასე ფიქრობდა , მაგრამ პასუხს ვერ უძებნიდა იმ ფაქტს რომ ისიც წესით იქ მოკვდა, იმ ცეცხლში.. კაცკასიელები კი თავის კაცს არ მოკლავდნენ.
***
-მძულს ადამიანი.. მინდა რომ ვნახო და ჩემი ხელით გამოვასალმო სიცოცხლეს , იმისდა მიუხედავად რომ ვიცი მკვდარია! ხმადაბლა ეუბნებოდა ფსიქოლოგს ჯონქუქი აკანკალებული ხმით.
-მაგრამ.. თუ დავინახე ოდესმე ის სახე.. ის სხეული.. ის ხმა,  რომელიც მისგან ამოდის ალბათ მომენტალურად დავმუნჯდები ქალბატონო სულა.. ეს რომ ოდესმე კიდევ გავიგო.. მისი წკრიალა და მშვიდი ხმა.. შეიძლება იქვე მოვკვდე. ცრემლი მოიწმინდა მამაკაცმა და წყალი მოსვა მალევე.
-შენს თავს ადანაშაულებ მის სიკვდილში.. და ყველს სიკვდილში ჩემო ბიჭო.
ეს შენი ბრალი არ არის ,როგორც ლიზასი ან თუნდაც ვინმე იქ მყოფის... ეს მინდა გაიაზრო და მიხვდები თუ რატომ უნდა შეწყვიტო ლიზას სიძულვილი, როცა შინაგანად ვიცი რომ მასთან გრძნობები გქონდა.
-მის გამო დაიღუპნენ ჩემი მშობლები.. ეს მისი ბრალია.. ჩაილაპარაკა ხმადაბლა
-არა .. არა ჩემო ბიჭო! ვისაც შენი მშობლების მკვლელობა ადევს კისერზე ეს ის ხალხია ვინც სახლი დაწვეს.
ლიზაც იქ მოხვდა, იქ მოხვდა და გარდაიცვალა შენ კი არ გაქვს უფლება გარდაცვლილი ადამიანი ასე არასწორად მოიხსენიო.
-გარდაცვლილი.. ჩაიცინა ბიჭმა
-ეს სიტყვები ისე არასწორად მხვდება გულზე ქალბატონო.. ის ისეთი ლამაზი და კეთილი იყო! ასე ადრე არ უნდა მომკვდარიყო. ჩაილაპარაკა ხმადაბლა, ჯიბიდან იგივე ტაბლეტები ამოიღო და პირში გაიქანა
-ისევ სვავ? ხომ გთხოვე თავი დაგენებებინა?!
-შევეცადე.. ერთი კვირა არ ვსვავდი, მაგრამ იცით რა მომივიდა? ჰალუცინაციები დამეწყო. გაღიმებულმა თქვა ბიჭმა და ქალს გახედა.
-ჰალუცინაცია? ჩაიღიმა ქალმა.
-შეუძლებელია.. ეს წამალი ნარკოტიკის შემცვრლი არ არის. უბრალოდ გაწყნარებს ჯონქუქ!
ბიჭი შეჩერდა და სახეზე ხელი მოისვა.
-ვინ დაინახე? რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ შეეკითხა ქალი
-ლლლიზა.. ჩაილაპარაკა ბიჭმა და ქალის სახეს დააკვირდა.
-იშიკავას ძველ სახლთან ვიყავი მისული რამდენიმე დღის წინ, როდესაც წამოსვლა დავაპირე.. მმმანქანიდან დამწვარი სახლის წინ გოგო დავინახე, ლიზა იყო, მის პროფილს ყველგან ვიცნობ! როდესაც გავაჩერე და ჭიშკარი გამოვაღე იმ ადგილას აღარავინ აღარ იყო.
ქალი ცოტა ხნით გაოცებული იჯდა და ბიჭის სახეს უყურებდა.
-შეიძლება ეს არ მომლანდებოდა? ჩაილაპრაკა ჯონქუქმა.
-არ ვიცი ჯონქუქ.. ეს შეუძლებელია ლიზა თუ მკვდარია იქ არ უნდა ყოფილიყო! ბიჭს კოლოფი მოსთხოვა და სურათი გადაუღო .
-გადავამოწმებ.. და დავრწმუნდები, რომ ეს რაიმე ჰალუცინოგენს ან ნარკოტიკს არ შეიცავს.
-შესაძლოა მართლაც მოგელანდა უბრალოდ მონატრების ფონზე.. შენ.. როგორც არ უნდა გაიგო ყველაზე მეტად მასზე გიყვარს ჩემთან ლაპარაკი, ალბათ..
უნდა გაეგრძელებინა მან რომ შეაწყვეტინა
-შეამოწმეთ.. ალბათ მართლაც რაღაც მომელანდა. ჩაიღიმა და თავისი ქეისი მშვიდად აიღო.
-ხვალ შევხვდებით! გაიღიმა როგორც სჩვევია, ოთახი კი ნელა და სახეუცვლელად დატოვა.
მანქანამდე ბორძიკით მივიდა, ფიქრი ბოლოს უღებდა.
იმ გოგოს პროფილი ახსენდებოდა, ნუთუ ლიზა იყო? ის იყო? იქნებ სხვა გოგო იყო? ან იქნებ მართლა მომელანდა?
საჭეს თავი ფრთხილად დაადო და ის მომენტი გაიხსენა მანქანიდან გრძელი ხვეული თმა რომ დაინახა, სწორი ცხვირი და წამობურცული ტუჩები, შავი გრძელი შარვალი და მომდგარი მაისური ეცვა გოგონას.. და უცრბ ბინგო!
ეს სამოსი რაც გოგონას ტანზე დაინახა ჯონქუქნს არასდროს უნახავს ლიზას ტანზე აქამდე.. ეს კი იმას ნიშნავდა რომ იქ მართლაც დაინახა ვიღაც იმ სამოსში, იყო თუ არა ეს ლიზა შემდეგ კითხვებს ეს სვამდა.
***
ლიზა.. კორეაში ჩამოსვლისთანავე იშიკავას სახლს ესტუმრა, აქამდე გამბედაობა ამის უფლებას ვერ აძლევდა.. მისი სიკვდილი ლიზას აზრით გოგონას მხრებზე იყო, ეს კაცი ლიზას დაცვაში გარდაიცვალა, როგორც სხვა უდანაშაულო ხალხი იქ..
მისვლისთანავე, ორი წუთის შემდეგ გოგონა იმ ადგილიდან გაუჩინარდა , როგორც ფოთლები ქარი რომ აყრის ხოლმე ზეცაში.
ძალა,  რომელიც იმ ადგილის აღქმას სჭირდებოდა გოგონას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოგროვილი.
იშიკავას მკვდარი სხეული, რომელიც იმ დღეს დაინახა კიდევ აგონდებოდა ლიზას, ეს ყველაფერი კი.. ეს საშინელი მკვლელობებია დასი კი მხოლოდ იმის გამო მოხდა რომ იშიკავა ცდილობდა კარგი საქმის კეთებას.
ხალხის დახმარებას.
მათ გადარჩენას.
ახლა კი ლიზას ჰქონდა გადაწყვეტილი მისი საქმის გაგრძელება და ამას იმაზე კარგად აკეთებდა ვიდრე წარმოიდგინა. დაჯგუფებამ , რომელმაც "ყვავების" სახელი მიიღო, ხალხს როგორც კეთილი მკვლელები ისე გაეცნო.
და მართლაც ასე იყო.. ლიზას დაჯგუფება ხალხს , რომელიც სხვების წამებით, გაუპატიურებით და ფულის წართმევით იღებდა სიამოვნებას კლავდა და მათ კვალს არ უტოვებდა მსოფლიოს.
ხალხის სიყვარულით, თავდადებით და დაუნდობლობით ხელშეუხებლობა მოიპოვეს მსოფლიოში , რაც მათ უფრო ანიჭებდა ძალაუფლებას, მაგრამ ვინ რა იცოდა თუ რა იმალებოდა ამ დაჯგუფების უკან?
პატარა გოგონა დიდი ტკივილით.. ბიჭი რომელიც მამამისს გარიყული ჰყავდა თავისი ორიენტაციის გამო.. და მამაკაცი რომელსაც გოგონა გადარჩენის წამიდანვე შეუყვარდა.
***
-დღეს აზიური შტოს შეკრებაზე დაგვპატიჟეს.. ჭამის დროს ჩააკვეხა კირილმა და ლიზას აცეცხლებულ თვალებზე ცოტა ჩაიღიმა.
-და რატომ გგონია რომ წავალთ? ჩანგალი პირში მოითავსა და ახმახ მამაკაცს დააკვირდა
-არ მგონია.. უბრალოდ გითხარი რომ დაგვპატიჟეს! იქ ყველას არ პატიჟებენ..  ბოლო ბოლო კავკასიელი ქალი ხარ.
ამოილაპარაკა კირილმა და ნელა მიაყოლა წყალი საჭმელს
-კაცკასიელი ქალი.. ჩაიცინა ლიზამ და კირილის გაღიმებულ სახეს გახედა.
-წავიდეთ? იკითხა რამდენიმე წამში
-იქ წასვლა რამეს შეცვლის? კითხვით უპასუხა ლიზამ
-კი.. დაგვეხმარება ის ბოლო ორი მკვლელი ვიპოვოთ რომელსაც ორი თვეა რაც ვეძებთ! ღვინის ჭიქა მოიყუდა კირილმა და გოგონას სახეს გახედა.
-როგორ გავეცნოთ? ჩაილაპარაკა ლიზამ
-როგორც გვიცნობენ ჩემო საყვარლებო.. ფულის გამთეთრებელი ხალხი ვართ! ჩაიცინა ბიჭმა
-მეტი ვერ მოგცეს? ფულის გათეთრება?
-პრობელმა გაქვს? რომ გაიგონ ვინები ვართ იქ ამოგვხოცავენ სამივეს. გადაიკისკისა კირილმა
-ამოგვხოცავენ.. ჰაჰა.. იმდენი არ შეტოპონ ჩემთან ერთად იქ ყველა არ ამოიხოცოს! ჩაიღიმა და მალევე გააგრძელა
-მაშინ.. გზა ხსნილია! წავიდეთ.. ჩაიცინა მან და ღვინით მოსვრილი ტუჩები მოიწმინდა
***
-არ ვაპირებ.. არც ამოუხედა დოკუმენტებიდან ისე თქვა უარი ბიჭმა
-მამაშენი დადიოდა იქ ჯონქუქ! ხმადაბლა უთხრა კიმმა და ბიჭის სახეს გახედა
-და მე მამაჩემი ვარ ბიძია? ის რაც გარდაიცვალა იმის შემდეგ.. ვცდილობ მის საქმეებს მე მივყო ხელი, მაგრამ მაგ სატანისტურ ადგილას წამოსვლა არ მინდა. ჩაილაპარაკა ხმადაბლა
-ეს თხოვნა კი არა მოთხოვნაა ჯონქუქ! შენ გამგრძელებელი ხარ. ეს კი მოვალეობად მოგყვა, იქ წამოსვლა მოგიწევს! ადგა მამაკაცი თავისი მოსაცმელი მოირგო და კარისკენ წავიდა.
-შეხვედრა 8 ზე დაიწყება.. პარკების სასახლეში. მხოლოდ ესღა თქვა და ოთახი დატოვა.
ბიჭი ორი წუთის განმავლობაში ჩუმად იჯდა, შემდეგ კი დაიწყო გარშემო ყველაფრის მტვრევა.. რადგან ზოგჯერ ერთადერთი რამ რაც შველოდა რაღაცის დაზიანება იყო..
***
-მადლობას გიხდით მოსვლისათვის!! ჩვენთვის თქვენი დასწრება დიდი პატივია.
გპირდებით თქვენი ანონიმურობა დაცულია..
-ჯონქუქ.. ძმაო! მაღალი ბიჭმი მივარდა შამპანიურით ხელში მდგარ ჯონქუქს და მოეხვია
-ჯიმინ.. ამდენი ხანია არ მინახიხარ! მოეხვია ბიჭს და ძლივს მოირგო ღიმილი სახეზე.
-როგორ შეცვლილხარ.. უკვე დაკაცდი.. ჩაიცინა ბიჭმა და თავისი მაგიდისკენ წაიყვანა მეგობარი.
ჯონქუქს ძველი სამეგობრო საკმაოდ დიდი სიყვარულით შეხვდა, განსაკუთრებით თეჰიონი,  რომელიც ამ დრომდე ცდილობდა მამამისის მეშვეობით ეზრუნა მარტო დარჩენილი ბიჭისთვის.
-თავს უკეთესად გრძნობ ტყიურო? იკითხა თეჰიონმა
-კი.. ნორმალურად.. ჩაიღიმა მან და ხალხს მოვავლო თვალი
ასე აცეცებდა თვალებს იქამდე,  სანამ არ გაჩერდა და გაღებულ კარს არ დაუწყო თვალიერება , საიდანაც გოგონა და ორი ბიჭი შემოვიდა.
ჯონქუქის მზერა ცოტა ხნიტ გაიყინა გოგონას სახის დანახვისას.
ბიჭი გაშეშდა, თითქოს ერთ ადგილას მოარტყეს ტყვია და გამოძრავებას ვერ ახერხებდა.
თვალები..
ტუჩები..
სახე..
ეს ლიზა იყო.
ბიჭს ხელიდან უეცრად გაუარდა ის შამპანიურის ჭიქა, ადგილიდან არ განძრეულა და ამ ხროვაში ნელა უყურებდა ლიზას გრძელ მომდგარ კაბას და სუფთა ზურგს რომელიც არაჩვეულებრივად მოჩანდა
-ჯონქუქ კარგად ხარ? მივარდა ჯიმინი ბიჭს
-არრა.. მე.... ბბბოდიში.. ჯონქქუქი სკამიდან წამოდგა და შეეცადა ხალხის ხროვას შერეოდა , გოგონამდე რომ მიეღწია
ცდილობდა , მაგრამ ხალხი მაინც უშლიდა მასთან მისვლას ხელს.
-ლლლიზაააა! უცებ ბიჭის ყვირილმა ხალხის მოძრობა შეაჩერა,  როგორც ლიზასი და მისი მეგობრების.
სამივე  ერთად შემობრუნდნენ და დაინახეს ჯონქუქი , რომელიც გაფართოებული თავლებით უყურებდა გოგოს სახეს.
ის თვალები..
ის გამომეტყველება..
მის წინ ლიზა იდგა!
ცრემლის ჩამოგდების შემდეგ, ჯონქუქი ნელა მიუახლოვდა გოგოს და ახლოს დაუდგა წინ
-ლიზა.. ცოცხალი ხარ? შშშეენ.. ცოცხალი ხარ?
გოგონა უკან დაიწია ისე რომ სახის ერთი მიმიკაც კი არ იცვალა
-დახმარება გჭირდებათ? წინ დაუდგა კირილი ჯონქუქს და ლიზას გამომეტყველებას მალევე მიხვდა
-გაიწიე მეგობარო.. მასთან ლაპარაკი მინდა! შეეცადა კირილისგან თავის დაღწევას მაგრამ ლიზასთან მაინც ვერ მიაღწია.
-გამატარებ თუ ამოვიღო და აქვე ტვინი გაგასხმევინო? ბანიჭვარო .. უკვე იარაღს წვდებოდა ჯონქუქი
-აბა გაბედე.. სიცილით უთხრა კირილმა
-ჯონქუქ რა ხდება აქ? მალევე ამ კოფლიქტს ბატონი კიმი ჩაერთო.
-არაფერი უბრალოდ.. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ეს სამი ადამიანი იმ ადგილს მოსწყდა.
და ბრბოში შევიდა..
-ბიძია.. ლიზა.. ის ცოცხალია!!გაღიმებულმა თქვა ჯონქუქმა და პიჯაკი მოიცვა და იქაურობას მალევე მოშორდა.

~~~~~~~
ჩემი მედდა როგორ სტრაჟნიკი ისე მიდგას თავთან, უნდა გავიქცე ჩემო ულამაზესებო! მიყვარხართ.. ხვალ ზეგ ჩემი დიდი ხნის გაჩერებული ფიკის თავები დაიდება..
მიყვარხართ და შმეხმიანეთ მიმენატრეთ!
ანნა თავი დამანებე ნუ მიდგახარ ეგრეე!!

სულშეცვლილი🔞Where stories live. Discover now