იყო და არა იყო რა, გასართობად სიარული მოვიბეზრე
ხშირი იყო უსაუფძვლო ჭირვეულობები, რომ მეგობრებთან ელემენტარულ დიალოგს თავს ვარიდებდი, ასევე გამაღიზიანებელი მესიჯები დიდი, სალანძღავი ტექსტებით და ჯონგუკის-
საკუთარ თავს დავპირდი, აღარ გამახსენდებოდა!
გესმით?!ჯანდაბა შენს თავს, ჯონ!
საწოლიდან დიდხანს არ ავმდგარვარ. მხოლოდ, შუადღე რომ გადავიდა, სახე დავიბანე, ნამეტანი სიბინძურე ვიგრძენი, მერე საწოლი გავასწორე და სუფთად ჩავწექი
ფილმები, ფილმები, ფილმები
ფენტეზი; საშინელებათა; კრიმინალური; ფსიქოლოგიური-
აი, მაგას ვეძებდი
შეფასებით საშუალოზე ოდნავ მაღლა რაც იყო, იქიდან ვარჩევდი. მინდოდა თუ არა, ზედმეტად გულისამრევი მელოდრამა შემრჩა ხელთ
ბოლო ათწლეულში, ამ უკანასკნელისა და საშიში ჟანრის ფილმები გაუფასურდა. აბსოლუტურად ყველა ტიპური დრამისტებისთვისაა შექმნილი, უხარისხო კომედია უფროა, ვიდრე ხარისხიანი დადგმები
ის-ის იყო, იუთუბის პლათფორმა გავხსენი ფლეილისთის შესარჩევად, კარზე ზარის ხმა გაისმა. მეთქი, მეზობელია ქვედა სართულის. მაგსი შვილი მეორე წელია კუდში დამდევს
როგორ ვუთხრა გეი რო ვარ?
ისე რო გეი არვარდედამისი ტკბილ ფუნთუშებს აცხობს ხოლმე, ნახევარზე მეტი ჩემთან მოაქვს. დიდად გონიერი საქციელია-ბიჭები ნთქავენ. ამ ქალსაც უხარია, ამატებს და ამატებს
-ჰეი, თეჰიონ
გამარჯობა, ბაჭიავ-
კიარადა!
-ჯონგუკ! აქ რა გინდა?
აზრები იდეალურად წავიკითხე. გაიფიქრა, კარგ ხასიათზეაო და სერიოზული მზერა ბუნებრივმა არასერიოზულმა შეცვალა
YOU ARE READING
Hello, Bye || Insta. ||
Fanfiction"KTH_Vante Sent U A Message: -გამარჯობა. -გამარჯობა ... გიცნობ? -ნახვამდის."