მორთული ნაძვის ხის ქვეშ ჩამოვარდნილ წიწვს ჰგონია, რომ აქანდაზით ნაგავში არ მოისვრის ის ვინც მის წინ იდგა და მთელი გულით სურვილის ასრულებას სთხოვდა.
ბავშვები, რომლებიც ისეთ ოჯახებში იზრდებიან სადაც მათ არაფრად აგდებენ, სწორედ იმ ნაძვის ხის ქვეშ ჩამოვარდნილ წიწვებს გვანან, მშობლებს რომ შესციცინებ თვალებში და მათგან მცირედ სიყვარულს ითხოვენ, თუმცა უსასრულო ტანჯვის და უამრავი დაღვრილი ცრემლის გარდა ვერაფერს ღებულობენ, ამის შემდეგ მათ თვალებში მალევე კვდება იმედის ნაპერწკალი და მათი გულუბრყვილო ბავშვობა გულში ღრმად იმარხება.
"ჩემო ნაპერწკალო, არ გაბედო ამ კარადიდან გამოსვლა, რაც არუნდა გაიგონო და დაინახო, არ გამოხვიდე, დამპირდი!"
-შიშისგან აკანკალებული ქალი შვილის მხრებსაა ჩაფრენილი და ტირილისგან დასივებული თვალებით შესცქერის გაოცებულ და შეშინებულ ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მისულა გონს, ქალი ამავდროულად კარებისკენ აპარებს თვალს, საიდანაც გამწარებული ღრიალის ხმა ისმის, რომელიც ბიჭის მამას ეკუთვნის."დედა, მე არ დავიმალები! დაგიცავ!" -
სავერიოს დედის დაცვა უნდოდა, თუმცა გულში თავადაც ეშინოდა მამამისის, თოვლივით თეთრი კანი კიდევ უფრო მეტად გაუთეთრდა და ლამის მკვდირს ფერი დაედო.ქალს აღარ ეცალა მისი სიტყვების მოსასმენად, კარადაში სწრაფად გადამალა შვილი, მისი სახე ხელებში მოიქცია და სწრაფად დაუკოცნა თითოეული ნაკვთი, მერე კი მალევე დაიხია უკან, შვილს ბოლოჯერ გაუღიმა და კარის დაკეტვამდე კიდევ ერთხელ მიაძახა.
"რაც არუნდა მოხდეს, არ გამოხვიდე!"სავერიო იტალიაში დაიბადა და გაიზარდა, დედამისი სიუ კი ულამაზესი ქალი იყო, არა მხოლოდ ლამაზი, ასევე ჭკვიანი და გაბედულიც, მან სავერიოს მამა, ჯოვანი მაშინ გაიცნო, როდესაც კორეაში სამოგზაუროდ იყო ჩასული, მათი სასიყვარულო ურთიერთობა მოულოდნელად განვითარდა, მალევე იქვე კორეაში იქორწინეს, შემდეგ კი იტალიაში დაბრუნდნენ საცხოვრებლად, ქალაქ ვერონაში, სადაც სავერიოს დედას ყოველთვის უნდოდა მოგზაურობა.
YOU ARE READING
bloodless
Fanfiction„როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება , მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენ იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ ერთს რომელიც გაიღო ჩვენთვის" - ჰელენ კელერი