რმ: მოკლედ ბიჭებო დღეს ერთერთი დიზაინერი მოვა რომელიც შემდეგი 3 კონცერტი ჩვენთვის ტანსაცმელს შეკერავს როგორც ვიცი 3 საათში უკვე მოვა ...
ჯინი: ვინ არის საიდან არის ნეტა ?
ვ: იმედია ნორმალურს შეკერავს...
ჯკ: წავედი მე და 3 საათში დავბრუნდები
ჯიმინ:ჰეი საით ქუქ ?
ჯკ:სასეირნოდ გავალ
ჯიმინ:კარგი მეც წამოვალ
შუგა:მე მათ მოსვლამდე დავიძინებ თორე დარწმუნებული ვარ არ მოგვასვენებენ , თან მენეჯერმა ახალგაზრდაა და თან გოგოა და ხომ წარმოგიდგენია სულ მის კრეჭვას უნდა ვუყუროთ და ჩვენც ვიკრიჭოთ ...
ჯ-ჰოპ:აუ თან ზომების აღებისას ჩვენს ტანს მოაშტერდება და ამაზეც უნდა გავუცინოთ... უუუფ ... წამო ჯინ ცოტა ხანი ვითამაშოთ3 საათის შემდეგ
ჯკ:დავბრუნდით , მოვიდა?
რმ:არა ჯერ არ მოსულა
ჯკ:წავალ მე მაშინ წყალს გადავივლებ და მალე ჩამოვალ
ჯიმინი: აუ მშია
რმ: სადაცაა მოვლენ დაველოდოთ და იმედია უარს არ იტყვიან და გამოვიძახებთ რამეს
ჯინი: ზარის ხმა არ გესმით ? ადექით გააღეთ კარი !
ჯ-ჰოპე : გამარჯობა,მობრძანდით..
...:მოგესალმებით
...:სასიამოვნოა თქვენი ნახვაავტორი
კარი ჯ-ჰოპმა გააღო და გაოგნებული დარჩა მგონი მოდელებთან ერთად ჩამოვიდა დიზაინერი ორი უმშვენიერი საშუალო სიმაღლის გამხდარი გოგო, ერთი წითური მეორე ქერა ასევე მათი გამოკვეთილი ფორმები რომელიც მათ მოტკეცილ კაბაში ჩანს , ამ დროს ჯკ კიბეზე ჩამოდის და თავისთვის ფიქრობს რომ თუ დიზაინერებს ასე აცვიათ ნორმალური და კომფორტული ტანსაცმლის იმედი აღარ უნდა ქონოდა . ჯ-ჰოპმა კარის დაკეტვა ცადა მაგრამ გოგონამ შეაჩერა ჯერ ის არ მოსულა მალე შემოვა ...
რმ:ვინ ?
...: ბოდიში ვერ გაგეცანით ჩვენ დიზაინერის ასისტენტები ვართ
მე ვიკა მქვია მას კი ლიკა (გვერძე მდგარი გოგონასკენ გაიშვირა ხელი) დიზაინერი ტელეფონზე საუბრობს რაღაც ნაჭრის ხარისხზე აქვს პრობლემა და დარწმუნებული ვარ 5 წუთში შემოვა ...
... : ვიკ რას ლაპარაკობდით ? ( კარი შეაღო სოფიამ)
კარში შემოდის საშუალო სიმაღლის გოგონა მისი თმა მუქი შავი გრძელი და ხვეულია მისი ტანსაცმელი კი სულაც არ გავს მისი ასისტენტებისას ღია ყავისფერ შარვალზე რომელიც აშკარად მისი დიზანია და სულ მეტალის ნივთებითაა მორთული ზევიდან ხაკისფერი დიდი მაიკა აცვია რომელზეც ასევე წვრილი ცეპები კიდია ბეჭდები უკეთია და ფეხზეც შავი ხაკისფერში ბოტასები აცვია
ჯკ: რმ ეს არის დიზაინერი ხომ ? მისი სტილი მომწონს უკვე ..
სოფი: გამარჯობა მე სოფია ვარ და მომდევნო სამი კონცერტისთვის და ასევე ფოტოსესიისთვის მე შევქმნი თქვენს სამოსს ..
რმ: ალბად დასვენება გჭირდებათ , თქვენ ოთახებს გაჩვენებთ....
ლიკა: აუ კი ძალიან დავიღალეთ , მის ხელში.. ჩუმად ჩაილაპარაკა რამაც სოფიას ღიმილი გამოიწვია მაგრამ მაინც მიაძახა
სოფია : ჩუმად მაინც გეთქვა რომ არ გამეგო მიგგუდააავ ...
ვიკა:შენ რატომ არ მოდიხარ ოთახში სოფია??
სოფია: მშია რამეს გამოვიძახებ და დაველოდები ...
ვიკა: აუ რამე მსუბუქი ჩვენთვისაც რა
სოფია : ბიჭებო შეგიძლიათ დამეხმაროთ და პიცა შემაკვეთინოთ ? მე უბრალოდ არ ვიცი აქ როგორ ან რა აპლიკაციით უკვეთავთ ...
შუგა : მე შევუკვეთავ რომელი გირჩევნია ?
სოფია: ნებისმიერი ოღონდ ბევრი ვკვდები შიმშილით ... მადლობა
შუგა : გოგოებსაც რომ უნდოდათ რაღაც ?
სოფია:ბალახი მოძოვონ ან თვითონ გაიკეთონ !!! უუფ !!! პიცასაც მშვენივრად შეჭამენ რომ მოშივდებათ. ავალ მე ოთახში წყლის გადავლებას მოვასწრებ პიცის მოტანამდე :)))
სოფიას საუბრით ბიჭები ცოტა გაოგნებულები იყვანენ არც იპრანჭებოდა და ისე ესაუბრებოდა თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ არც ბიჭები გრძნობდნენ არანაირ დისკომფორტს მისი საქციელის გამო ..
ვ:თუ მას თავისი დიზაინით ეცვა შეგვიძლია არ ვინერვიულოთ მგონი.
სოფია ავიდა თავის ოთახში , ვანიდან უკვე დასვენებული გამოვიდა ჩაიცვა ამჯერად შავი შარვალი რომელიც ალაგალაგ სხვადასხვა ფერის ძაფებით იყო შემკული გადაიცვა თეთრი ზედა რომელზეც სხვადასხვა ფერის ძაფებით ქართულად თავისი ქვეყნის ანბანი ქონდა ამოქარგული ჩაიცვა თეთრი კედები რომელზეც წითელი ელვა შესაკრავით ქონდა გაფორმებული და ქვემოთ ჩავიდა ...
კარზე ზარია და პიცაც მოიტანეს ..
სოფი: გოგოებოო ჩამოდიით..
ვ: შენი დიზაინით შექმნილი სამოსი გაცვია ?
სოფი:დიახ, ცუდია?
ვ: არა უცხო და ლამაზია
სოფი: მადლობა
ვ: ალბად ჩვენც მსგავს სტილში შეგვიკერავ
სოფი: ვნახოთ, ვნახოთ ... ჯერ თქვენს ხასიეთს და გემოვნებას დავაკვირდები და ვეცდები თქვენი სტილის სამოსი შევქმნა და ყველაზე მთავრი კომფორტული რომ იყოს ...
ჯ-ჰოპ: ანუ ყველას ინდივიდუალურად განსხვავებულს შეგვიქმნი??
სოფი: კი და თან ერთმანეთსაც რომ უხდებოდეს ... ახლა კი გთხოვთ ჯერ ჭამა მაცადეთ და საქმეზე მერე ვისაუბროთ ...
ჯკ: მართალია მშიააააა...
რმ:კარგი აი გოგოებიც მოდიან თან ...
სოფის ტელეფონმა დარეკა
სოფი : ფუ ეს ნაბიჭვრები ჭამასაც არ დაგაცდიან ( ქართულად თქვა და გოგოებს გაეცინათ ) ბოდიში უნდა ვუპასუხო და მალე დავბრუნდები...
ჯინ: რა თქვა ? რა ენაზე თქვა ?
ლიკა : ჩვენ ქართველები ვართ მანაც ქართულად დაილაპარაკა თუმცა არაა საჭირო გაიგოთ რა თქვა ( იცინიან )
შუგა: უეჭველი დამრეკს შეაგინა (იცინის)
სოფი: დავბრუნდი, აბა რა გამოვტოვე ...
რმ: იმ ენაზე ვსაუბრობდით რომელზეც გასვლამდე დაილაპარაკე ..
სოფი: ლიკა , ვიკა თუ გადათარგმენთ კარგი არაფერი გელით
ღიმილით უთხრა ისევ ქართულად და ჭამა გააგრძელეს . მალევე დაასრულეს ჭამა ...
სოფი: გოგოებო მე უნდა გავიდე ნაჭერი შევაცვლევინო სანამ შემომაკვდება ყველა ტელეფონით ლაპარაკმა არ გაჭრა მარწმუნებენ რომ მე მეშლებაა და ჩემს საყვარელ ნაჭერს ვეღარ ვცნობ ... ამათი ....... ხოდა მოკლედ წავალ იმ ნაჭერს თავზე გადავახევ და რაც მჭირდება წამოვიღებ ...
ჯიმინი: მე გაგიყვან სადაც მიდიხარ ...
სოფი : არა იყოს არამგონია მალევე დავბრუნდე ... გოგოებო მანქანა იქირავეთ უკვე ??
ვიკა: უი ხვალ ვაპირებდით მაგაზე გასვლას ...
სოფი: კაი არაუშავს ტაქსით წავალ
ჯკ: მოიცა მანდ დევს გასაღები ბრელოკზე ჯკ აწერია აიღე და ჩემი მანქანით წადი
სოფი: ოჰ დიდი მადლობა ბატონო უჟმურობავ
ჯკ: რა?
სოფი : არაფერი , არაფერი უბრალოდ აშკარად არ ხარ ხასიეთზე და ჯობია გავიქცე ....
სოფიმ მანქანის გასაღებს ხელი მოკიდა და მივიდა 25 წუთში დანიშნულების ადგილზეც ...
2 საათში ყველაფერი მოაგვარა და თავისი ნაჭრებით უკან დაბრუნდა ....
ჯკ: მანქანა მთელია ??? 😆
სოფი: ოჰ ხუმრობის ხასიეთზეც მოსულა ბიჭი... წადით ეხლა გაემზადეთ ზომები ავიღოთ ესკიზები შევქმნათ და ვნახოთ რომელი უფრო იქნება თქვენთვის სასურველი ...
რმ: ბიჭები მისაღებ ოთახში შევიდნენ და დივანზე მოკალათდნენ
სოფი: გოგოებო სანტიმეტრი და ჩემი ბლოკნოტი მომიტანეთ !
ლიკა : ეხლავე მომაქვს
ვიკა : მე დაგეხმარები ..
სოფი : კარგი რმ შენგან დავიწყოთ თუ შეგიძლია მობრძანდით და აქ დადექით ...
ჯუნმა მაიკა გაიძრო რა დროსაც სოფის ნაკარნახები ზომების ჩაწერა ავიწყდებოდა ვიკას ..
სოფი : ეხლავე მოსწყვიტე თვალი სირცხვილი იქონიე და გააგრძელე თორე შენ ოთახში მოგიწევს დასვენება ..
ვიკა : ბოდიში
ახლა ჯერი შუგაზეც მივიდა
მანაც გაიხადა რის შემდეგაც ვიკამ ქართულად ჩაილაპარაკა
ვიკა: შევჭამ ეხლა ამას ..
სოფი: ეხლავე გაბრუნდი და ადი ოთახში შენი აზრით ესეთ დროს ქართულად თუ ჩაილაპარაკებ ვერ მიხვდებიან რა თემაზე რას იტყვი ? გაქრი აქედან მალე ...
ლიკა იქით რაღაც ნაჭრებს უღებდა სურათებს
ჯკ ბოლო იყო ამიტომ მარტომ გადაწყვიტა სოფიმ ჩაწერა როდესაც მის პრესთან ხელი მოუხვდა წელის ზომის აღების დროს ჯკს მწველი მზერა შეამჩნია..
ჯკ: არაფერია გააგრძელე ..
უთხრა ქუქმა მას შემდეგ რაც სოფიმ ახედა
სოფი : მზადაა, ზომები ვიცი ახლა ესკიზებს განახებთ რომელიც თვითმფრინავში დავხატე..
საბედნიეროდ ბიჭებს ყველა ძალიან მოეწონათ და სოფიც კერვას შეუდგა ....
სოფი როდესაც მორჩა სამოსის დამთავრებას ყავისთვის ქვემოთ ჩავიდა
ჯინი: უკვე გაგიღვიძიათ ... დილამშვიდობის...
სოფი: დილამშვიდობისა??
ჯინი: უკვე 11ის ნახევარია
სოფი : გავიქეცი ცოტა დაძინეება უნდა მოვასწოოო....
რმ: კონცერტამდე სამი დღე დარჩა.. იმედია მოვასწრებთ ყველაფერს ...
ვიკა ლიკა და ბიჭები ერთობიან ელოდებიან როდის მიუტანენ საჭმელს ... კარზე ზარია და საჭმელიც მოიტანეს ...
ჯკ: სოფის გაღვიძებას არ ვაპირებთ ?
ვიკა: ჯობია თვითონ გაიღვიძოს შეიძლება მოგვკლას
ჯკ: წავალ გავაღვიძებ მთელი ღამე მუშაობდა არც მაშინ უჭამია და არც დღეს არადა უკვე საღამოა...
ჯკ პოვ
კარზე კაკუნის შემდეგ კარი შევაღე და ვხედავ სოფის რომელიც ტანსაცმელზე რაღაცეებს ამაგრებს და ქარგავს ... ყურსასმენებით მუსიკას უსმენს და თან ოდნავ პირს აყოლებს ... რატომღაც ძალიან მესაყვარლება ეს გოგო ... ცოტა სხვანაირს ველოდი ... თან ისეთი ლამაზია როდესაც მუშაობს.. თმა არეულად აქვს შეკრული შორტი და მაიკა აცვია მაიკა ცალ მხარზე გადმოგდებულია ... სექსუალურიცაა ლამაზთან და კარგ ხასიეთთან ერთად ხელი დავადე და უცბად ამომხედა ყურსასმენები მოიხსნა ..
სოფი: გისმენ ჯკ... რამე გინდოდა ??
ჯკ: უბრლალოდ მეგონა გეძინა სოფი:არა დილით ამოვედი და დაძინება რომ დავაპირე მაშინ მომივიდა იდეა როგორი სამოსი მოგიხდებოდათ და ვეღარ დავიძინე .. ვერ ვისვენებ როცა ნახევრად გაჩერებულ საქმეს ვხედავ ..
ჯკ: წამოდი ვისადილოთ ...
სოფი:უუ... ეგ სულ დამავიწყდა ... ეხლავე ჩამოვალ ... მადლობა
მისი ოთახიდან გამოვედი და მივხვდი რომ ძალიან მიმზიდველი ადამიანია ყველა მხრივ გარეგნობით საუბრით საქმით მისი დამოკიდებულებით ყველას და ყველაფრის მიმართ ... მიზიდავს და ჯობია თავი ვაკონტროლო ...ავტორი:
სოფი მალევე ჩავიდა ქვემოთ როდესაც გოგოებმა დაინახეს მაშინვე ტუჩგადმოგდებულებმა შეხედეს
სოფი: რა გინდათ რა უნდა მთხოვოთ?
უთხრა და თან ცარიელ ადგილას მოკალათდა .
ვიკა: აუ კლუბში წავალთ რა ცოტას გავერთობით
ლიკა: რას წავალთ გოგო ერთად წავიდეთ რა სოფ ... გთხოვ რამდენი ხანია გარეთ არ გავსულვართ ..
ჯიმინი და ვ: აუ ჩვენც გვინდაა
რმ: მაშინ ყველა ერთად წავიდეთ
ჯინ:კარგი აზრია ეხლა ვისადილოთ ყველა გავემზადოთ და წავიდეთ...ბიჭები ქვემოთ ელოდებიან გოგოებს
ვიკა
ლიკასოფი