❤️😬🙄იღბლიანი დღე😂🤗❤️

30 1 6
                                    

-ელლ ადექი დროზეეე-******* ექოდ ჩამესმის ხმა ყურში, მაგრამ ვერ ვარკვევ რეალობაა თუ სიზმარი. საბანს თავზე ვიფარებ და საწოლის შუა გულში ბალიშ ჩახუტებული ვიშმუშნები. ახლა ყველაფერს დავთმობდი, რომ ჩემი ფუმფულა ბალიშიდან თავი არ ამეწია. რამდენიმე წამის შემდეგ ჩემი ტვინის ერთ-ერთმა უჯრედმა გამახსენა რომ დღეს ჩემი პირველი დღე იყო ახალ სკოლაში.
- ჯანდაბა, ეს როგორ დამავიწყდააა?!! - მე.
მხოლოდ ეს იყო ის მიზეზი რის გამოც მიწევდა ჩემს ფუმფულა ბალიშს დავმშვიდობებოდი. ხელი უხეშად დავავლე საწოლის გვერდით მდგარ კომოდზე არსებულ ტელეფონს თვალები გამიფართოვდა და როგორც იტყვიან "შუბლზე ამივიდა"
-რააააააა? 7:48 წუთიიიი?
სკოლაში მაგვიანდებოდა
-ოოო,არააა
ისე წამოვხტი საწოლიდან,რომ ვერც გავიაზრე ისე "დავეხეთქე" იატაკზე.
ამ ხმაზე ბარბარა ამოვარდა და იმის მაგივრად რომ ავეყენებინე და დავემშვიდებინე ყვირილი დამიწყო და კარგადაც გამომლანძღა.
-გოგოო რა დროს ძილიაა?!
გაკვეთილი 12 წუთში იწყება,მე თვითმფრინავი კი არ ვარ 2 წამში,რომ გადავფრინდე სკოლასთან. ან კიდე რომ ხარ მანდ მასე "გათხლაშული" (😂🤣🤦🏼‍♀️) ადექი. თუ იმის იმედი გაქვს, რომ დაგეხმარები??! - ბარბარა.
არ ვიცი ამ გოგოს რა სჭირს 3 დღეა სულ ასე იქცევა. მე მისი მესმის რადგან უკვე მეცხრე სკოლას იცვლის. ალბათ ძალიან ნერვიულობს. ამიტომ არ ვცდილობ მის შეწინააღმდეგებას რადგან ამით ცეცხლზე ნავთს დავასხამ. როგორც იქნა გონს მოვედი და "ავიზლაზნე" იატაკიდან და ასე ჩავიცვი👇

ბარბარა👇

(

სახეს არ ვიმჩნევთთ🤗❤️😂)

თავი სწრაფად მოვიწესრიგე და შემდეგ დაბლა ჩავედი. ბარბარა კი აქეთ-იქით დარბოდა და რაღაცას აკეთებდა. მე სწრაფადვე მივედი სამზარეულოში პირში ჯერ ფანტელები ჩავიყარე მერე რძე ჩავისხი სწრაფად გადავყლაპე. დივანზე დაგდებული ჩანთა ავიღე და ბარბარასკენ სწრაფად გავიქეცი, რომელიც კარის ზღურბლს უკვე გადაცდენილიყო. ჩვენდა საკეთილდღეოდ სკოლა ჩვენგან არც ისე შორს იყო. დაახლოებით 20 წუთის სავალზე. კარი ჩავკეტეთ თუ არა ეგრევე გავვარდით ორივე ერთად მივაწყდით სახლის ბაღის შემოსასვლელ კარს და გავიჭედეთ. მე ფეხი ფეხში ამებლანდა და წავბორძიკდი,მაგრამ ჩემს ბედს რა ვუთხარი,რომ საქმე ცუდად არ დამიმთავროს.
წავიქეცი... და შუბლის და ტუჩის ქვედა ნაწილი გავიხეტქე. ბარბარამ უბრალოდ ხელი მომკიდა და უსიტყვოდ გამაქანა სკოლის გზისკენ.
ხოო ... ახლა მოგიყვებით ცოტას ჩემს შესახებ:
მოკლედ მე ვარ ელი 17 წლის.ბარბარა კი ჩემი საუკეთესო მეგობარია ისიც 17 წლისაა.ჩვენ ახლა ხანს ჩამოვედით კორეაში,კერძოდ სეულში. მამაჩემს და ბარბარას მამას აქვთ ერთი დიდი ბიზნესი.ისინი დაახლოებით 27 წელია პარტნიორები არიან. დედაჩემი და ბარბარას დედა კი ბავშვობის მეგობრები არიან და აქედან ვიცნობთ მე და ბარბარა ერთმანეთს. დედაჩემი კორეიდანაა. მამაჩემი კი ამერიკიდან. ბავშვობის 9 წელი კორეაში გავატარე და ისე შემიყვარდა აქაურობა ... მე და ბარბარას ძალიან გვინდოდა კორეაში ჩამოსვლა და როგორც იქნა მშობლებიც დავითანხმეთ.სადღაც 1 კვირაა რაც აქ ჩამოვედით. ხოო ...
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ბარბარა სკოლაში ერთ წელზე მეტი ვერ ჩერდებოდა და მხოლოდ 1 სკოლაში გაძლო 2 წელი. ამის მიზეზი კი მისი სამართლიანობა იყო. ასევე ის იყო "ნერდი" (Nerd🧐🤓📚📔)ხალხს კი ეს არ მოსწონდა და რადგან ის ყველაფერში კარგი იყო.ხალხს მისი ძალიან შურდა.მისი დაცინვის ერთ-ერთი იარაღი მისი სტილი იყო...
წლების განმავლობაში ის ძალიან შეიცვალა...
მან სტილი შეიცვალა.ახლა კი ხალხს ის ორი რამის გამო შურს მისი ცოდნის და სტილის გამო. როგორი უსამართლობა არ უნდა იყოს ის მათი მადლობელიც უნდა იყოს რაღაცაში...
--------------------------------------------------
ესეც პირველი თავი📔💗
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ...❤️
დაავოუთეთ.
იმედია კარგია...🤗
ჩემი პირველი ფიკიაა😬💜💓☺️✨

💜"ONE CRAZY LOVE STORY"👥Where stories live. Discover now