აღარაფერს ვგრძნობ, სრულიად არაფერს. სულ მიხდილი ვგდივარ სარეცელზე, ცა ჭექს და ღმერთი წვიმად დაიარება დედამიწაზე... აღარაფერს ვგრძნობ და ფერმიხდილი ყურს ვუგდებ ჭექას, ხის ფოთლებზე დაიარებიან წვიმის წვეთები, ცა ჩამოიქცაო შეიცხადებენ, ცად თუ იქცევი შფოთენ უმალვე, სანამ აქ ხარ კი გდიხარ დილამდე.
უამრავი მიფიქრია სიკვდილზე, უამრავჯერ გადამიფიქრებია, თუმცა ფიქრებში მოვკვდი მრავალჯერ. მაპატიეთ და ვერ გამიმეტებიხართ მონატრებისთვის, რომელიც ჩემს გვერდზე იხდის ტანსაცმელს,მრავალგზის ტკივილს დავატარებ და აი იმ ქანცმიხდილ სკირში ვინახავ სადაც მზის სხივი არასდროს აღწევს,შევცდი მრავალჯერ და თანაც როგორ, თავზე ტანმარჯვედ მადგას სიბნელე.
უკუნითია აანთეთ რამე, სული სშეხუთვა დამჩემდა ვამჩნევ
სიმარტოვე და არაფრის ხმები, ფიქრში ჩავფლულვარ და არავის ველი.
მენატრებოდნენ ადრე ყველანი, თუმცა კი ბოლოს დავტოვე იგი.
ქანცგამძვრალი, მიქცეული, დაცემული დავიარები და ხანაც შევჩივლებ რამდენი ჩემსავით დაკარგული დაიარება ამ ლამაზ ქმნილ დედამიწის ფერდობებზე და თელავს ბალახებს.აზრი ქონდაო ამბობენ ხოლმე, რამე იქნებოდაო, რაღაც მოხდებოდაო და მაინც რა მოხდაო? ...
ერთმანეთს ვართმევთ,
ერთს მაინც ართმევთ,
ერთ ბუმბულს აგლეჯთ
და ვკივით უკიდეგანოდ, სულს კი არა სამყაროს დაანგრევდა თითოეული ჩაკლული ხმა რომელსაც ენა მოაჭრეს და გადააყლაპეს.შორს მინდოდა ყოველთვის წასვლა, შორს სადმე უკიდეგანოდ, წვიმის წვეთებში ხელების გაშლა და ყვირილი, მაგრამ არ ვამბობ,,
მეზიზღებიან ღიმილები პირფერით სავსე, თვალებ ანთებულ თვალებში სიო,
მეზიზღებიან ლტოლვით აღსავსე თითები თქვენი და თანაც ნოტიო.
YOU ARE READING
ასე კვდებიან ანგელოზები
Spiritualემოციურად არაპროგნოზირებადი და დესტრუქციისკენ მიმართული ფიქრები