დრო მიდიის და დროსთან ერთად უფრო ვიშლები, უფუნქციოდ დარჩენილი ნივთივით ვგდივარ უჯრაში და ძვლები მტკივა უმოძრაობით, ნეტა ჩემი თვალით გაცქერინათ ამ სამყაროსთვის და დღესაც ვერ გასტანდით.
ღიმილნარევი, თვალწყლიანი მიცქერია მკვდარი სულებისთვის, რომელთა ცეკვაც მდუმარეა აწ და მარადის. გავმქრალვარ და თანაც როგორ, არას დიდებით მიფიქრია მობრუნება აქეთ, ამქვეყნად, მაგრამ ვბრუნდები და თანაც როგორ, მეტად დაშლილი და გარდაცვლილი.საკუთარ თავსაც რომ უღალატებ, აღარ მგონია რამესღა გრძნობდე,
შესადარებლად რთულია, თუმცა წააგავს ღამეს უმთვაროს, მთვრალს და უგვანოს.
საშინელ წყვდიადში დავიარები და ხმაც ვერ ამომიღია,
მარტო ფიქრები მთელავენ მარტოს,
მენატრებოდნენ ძველად ყველანი და ახლა ისინიც დავტოვე მარტო.ცხოვრება მიდის და მიილევა ჩემით, უჩემოდ..
ყველაფრით დაღლილს, პულსის გაქტობა დამრჩა ოცნებად.
უგონოდ მიხდილს მინელდება ცემა თავნება
და ველი სულ მოუთქმელად სიმშვიდეს ვნატრობ,
ჩეთან ერთად დროც გაჩერდება და სიჩუმე … უსასრულო …
YOU ARE READING
ასე კვდებიან ანგელოზები
Spiritualემოციურად არაპროგნოზირებადი და დესტრუქციისკენ მიმართული ფიქრები