26 თავი

360 20 0
                                    

- აიმ ნახატს ხო ხედავთ?

- რა ნახატს?

- კედელზე ნახატს

- რა კედელზე - თქვა ლიზიმ და აქეთ იქით დაიწყო ყურება

- ემა საკუთარი ფეხის თითიც ვერ დამინახია და შენი აზრით  კედელზე ნახატს დავინახავ? - თქვა ანდრომ

- მომისმინეთ ვაა , ამ კედლის უკან არის სეიფი სადაც , რამდენიმე იარაღია

- და კითხვა მაქვს

- გისმენ

- ეს იარაღები საიდან გაჩნდა აქ

- კარგი კითხვა - შეუქო ემამ , ლიზიმ კი თავი დაუკრა , მაგრამ სიბნელის გამო ვერაფერი ვერ დაინახეს

- ერთხელ როცა პატარა ვიყავი , ნუ არც ისე პატარა , მაშინ შემოვიტანე როდესაც სახლში არ იყო "მამაჩემი".  დედაჩემმა კი დიდი ხნის წინ მითხრა რომ იქ სეიფი იყო

- ამმ დედ...

- ელეანორა ჩემი ნამდვილი დედა არ არის  დედაჩემი ჯერ მიწაშიც არ გვყავდა ,რომ მეორე დღესვე ცოლი მოიყვანა - კბილებში გამოსცრა ემამ

-მაშინ ხომ პატარა იყავი და ეგ როგორ გახსოვს ?

- მას შემდეგ ათი წელი გავიდა მაგრამ დღესავით მახსოვს ეს ყველაფერი  , ასეა ამიტომ ვინმე რომ გეტყვის ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს და პატარაობაც მახსოვსო არ უნდა გაგიკვირდეს . რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია.  ყველა ერთი ვერ იქნება .

-კაი ეხა გაჩე. სამოქალაქოზეც მეყოფა ეს ფილოსოფია

- მერე რას ირჩევდი მაგ საგანს

-მერავი კაცო , მეთქი საინტერესო რამეს მასწავლიან-თქო , მარა რათ გინდა . ის მასწავლებელიც იმდენად დაბერდა საწყალი მახსოვრობა ღალატობს . ბავშვებს რომ ეკითხება სად ვიყავითო ისენი იმ გაკვეთილზე ეუბნებიან რასაც ორი წელია გავდივართ მარა ბოლოში ვერაფრით ვერ ჩავდივართ

- ისე რას ფიქრობთ აქედან გავაღწევთ ?

- თქვენ კი და ჩემი რა გითხრათ- გაიცინა ემამ

მაფია (სრულად)Where stories live. Discover now