სიცილიის მზეში დუღდა პალერმო.
მე სისხლისფერი აბრეშუმის ფრიალით მივქროდი ფორთოხლის ბაღების სავანეᲨი და კისკისით ვიკლებდი მინდორს, სანამ ხარივით დაკუნთული მამაკაცი სავსე წყლის სათლით მომდევდა კვალ და კვალ..
ვკეკლუცობდი, ცხადია.. Ჩვენს ოჯახს შემოჩვეული, მაგრამ მაინც უცხო იყო ჩემთვის.
არც მამა ჩემი, არც Ძმა ჩემი, არც ქმარი ჩემი.. მაგრამ მაინც მის მზერაში გარუჯულ ფეხებში მებლანდებოდა მისივე მძაფრი ტენორი და ქარვა ბალახებᲨი ნაბიჯი მერეოდა.. თუმცა რა მედარდებოდა, მაგიტომაც არ ჩასდგომოდა ჩემს გათელილ ბალახებს რომ მის ოქროსფერ მკლავებში მოვემწყვდიე?!
–ნუ დამასველებ ჩონ, ეს ხალათი სუფთა აბრეᲨუმისაა!
–ახალს გიყიდი!
–მომწყდი თავიდან! - ფორთოხლის ხეებს ამოვეფარე.
–ნუ გარბიხარ, ბავშვო, რამეს დაიშავებ, - მაფრთხილებდა და მაინც მიზეზს მაძლევდა დავმალულიყავი.
–ეგ Შენ ნუ განაღვლებს!
კისკისში ხშირი სუნთქვა გამერია, თავბრუც დამახვია ნაბიჭვარმა! ჩემი ხმა აღარ წკრიალებდა, მხოლოდ მკერდი ამიდ-ჩამიდიოდა გულსაკლავად. ჩონს რას გამოაპარებდი?! უმალ შემომევლო წელზე მამაკაცის ძლიერი ტორი და ისე მომქაჩა როგორც ლურჯას აღვირს, მინდვრის გადაღმა რომ გველოდებოდა..
–ნუ ჭირვეულობ, თორემ დაისჯები მერიდიან! სახლᲨი უნდა დაგაბრუნო, მოისვენე უკვე..
კვლავ ვაჯობე გულის მომაკვდავ ჩიტივით ფანცქალს, ჩიტივით ავჭიკჭიკდი. რომელ თავშეკავებას მოვუხმობდი, ისე მართობდა მის ხელᲨი დამსლტარ Ჩიტუნად ყოფნა. ნიავს გავყევი, წელზე მისი სიცხე მიხურდა..
–მაინც დაგიჭერ!
მაინც დამიᲭირა.
Ძლიერმა მკლავებმა ცაᲨი ამიტაცეს, დაკუნთულ მკერდᲨი Ჩამიკრეს.. ამ დახუთულ შუადღეს ლამის ვარსკვალვები არ დავინახე?! მზის გადასვლას გავატანე ოცნებები.
![](https://img.wattpad.com/cover/314627844-288-k386947.jpg)
YOU ARE READING
Palermo Sognare
FantasíaI've been dancing with the Devil, I love that he pretends to care ~