როგორც იქნა გათენდა.
კელი დედის ხმამ გააღვიძა რომელიც ქვედა სართულიდან ეძახდა.
-კელი ჩამოდი დაგაგვიანდება.
ეს იყო რაც მან პირველი გაიგონა. საათს შეხედა და გააცნობიერა რომ კოლეჯში აგვიანდებოდა.
სწრაფად ჩაიცვა,მოემზადა და ქვევით ჩავიდა.-სად ბრძანდებოდი ქალბატონო? მაშინვე მიახალა ქალბატონმა აკასიამ.
-დიდი ხანია ჩვენს ქალიშვილზე ვზრუნავთ? სარკაზმით უთხრა კელიმ.
-ის რომ მე ღამით ვმუშაობ უფლებას არ გაძლევს ეს რომ სახლში გვიან დაბრუნდე.
კარგი დაივიწყე. როგორი იყო წვეულება?
უცბათ გადართო ქალბატონმა მკაცრიდან დაინტერესებულ და რბილ ტონზე.-კი. კოლეჯის დაწყებას აღნიშნავდნენ თითქოს ერთი სული ქონდათ პატონ სოკჯინს როდის ნახავდნენ. სიცილით თქვა და კალათაში ჩადებული ვაშლი აიღო.
-ეგ მათემატიკას გასწავლით არა? ღმერთო გამახსენდა. საშინლად სიმპატიური იყო პირველ დღეს რომ გადმოვედით.-შენ მხოლოდ ეგ გაინტერესებს. კარგი წავედი მეჩქარება. თქვა კელიმ და სახლიდან გავიდა. ჯინსის შარვალი და შავი სპორტული ტოპი ლამაზათ ედგა ტანზე ხოლო თავზე შავი ქუდი და კისერზე ბოქლომის ფორმის ყელსაბამი ეკეთა.
წყნარათ მიაბიჯებდა ქუჩაში და თან ინსტაგრამს ამოწმებდა როდესაც ზარის ხმა გაისმა.
*𝐳𝐳𝐳*
-გისმენთ.
-სად ხარ? მომენატრე.
-ვინ გნებავთ? თავიდან ვერ იცნო.
-უკვე დაგავიწყდი? ჯეიკეი ვარ.
-ჯანდაბა. რა გინდა?
-დღეს უნდა შემხვდე ხომ გახსოვს არა?
-კი. მიდი მითხარი როდის და სად?
-მე-3 ქუჩაზე სასტუმრო იცი?
-კი.
-მანდ დამელოდე კოლეჯის მერე და გნახავ.
-კარგი.
*𝐳𝐳𝐳*
-ესღა მაკლდა. ჩაილაპარაკა კელიმ და ცოტახანში კოლეჯშიც შევიდა. დერეფანში ლიზა შეხვდა. უნდოდა გვერდი ჩაეარა მაგრამ მაინც გააჩერა ლიზამ.
-კელი სად იყავი? ვნერვიულობდი.
-რა მოხდა კაიფიდან რომ გამოხვედი გაგახსენდი?
-ბოდიში, ვიცი ზედმეტი მომივიდა მაგრამ
მთვრალი ვიყავი და ამის გამოა მაპატიე.
-კარგი წამოდი ლექცია იწყება.
YOU ARE READING
ჩემთვის მოკვდები
Romance-წვეულება სადაც ბევრი სასმელი, ხმამაღალი მუსიკა და ბევრი გარყვნილი ბიჭია? ეს ჩემთვისაა- 18+