Hélas ce jour-là...

90 12 51
                                    

იმ დღეს კი რა ვუთხარი პირველად, რომ ცხარე ცრემლი გაღვრევინე და პირობა გავტეხე შენი გულის იასავით შენახვის ჩემი საუნჯის სამალავში.

ოცდაორ დეკემბერს უკვე ვიცოდი, რომ შენს კოცნებს ისე უნდა გამოვმშვიდობებოდი, როგორც ჯარისკაცის მეორე ნახევარი გარდაცვლილსა და გაციებულს. ღმერთმა უწყის ყოველ ღამე ვარსკვლავებს შენს ამბორს შევნატრი - ტკბილსა და გრილს. ზუსტად ისეთ სასიამოვნოს შენ, რომ მომიძღვნიდი, ხოლმე დაღლილს. საფეთქელთან, რომ მომაწებებდი და ჩემს გულსაც ფეთქვა უმალვე ავიწყდებოდა.

თუ გახსოვს გაზაფხულის მზის ნათებას, რომ მეძახდი? შენით იკვირტებიან ატმის ხეებიო, რომ მეტყოდი ლოყები მიღაჟღაჟებდა... როგორ მომწონდა ის ტემპერატურის ცვლილება სულსა და სხეულში შენ, რომ იწვევდი.

მახსოვს მეხვეწებოდი მთვარესთან გამაფრინე, ვარკვლავების ნახვის უფლება მომეცი და სამყარო გამაცანი, ზევსს შემახვედრეო. მე კი როგორ გიპასუხე... გითხარი თუ ეს გინდა მაშ კრეტაზე გამომყევი, ერთად გადავცუროთ ხმელთაშუა ზღვა ჩვენი პატარა ნავით 'სიყვარული' , რომ ქვია-მეთქი.

პირველად, რომ კოკაინი მოიხმარე თუ გახსოვს მექსიკაში ვისვენებდით... სასტუმროს ნომერში ნაბიჯ არეული ისეთი ფარფატით დაიარებოდი ლამის ვალსი მეცეკვე.

ის მაინც თუ გახსოვს ცხელი სიმინდი, რომ სამხრეთ საფრანგეთის პატარა სოფლის ბავშვებთან ერთად გემრიელად ახრატუნე?

ან ის ყოველ საღამოს, რომ ჩემს კალთაში ჩაესვენებოდი ღვინის ჭიქით თლილ თითებში და იძახდი "ყელს ვისველებ, ცოტათი ბაგესაც, რომ უფრო დაგათრო ჩემი კოცნითო"?

რა დამავიწყებს ვენეციაში, რომ ქუსლიანი სანდლებით სეირნობდი და წყნარ დილას კაფეში დამჯდარმა კორეელ შეფს - სოკჯინს შეასწავლე ფაფუკი ბისკვიტის საიდუმლო. სირცხვილისგან აორთქლება მინდოდა შენ, რომ ოცის ლაწირაკი ოცდაცამეტი წლის მამაკაცს ასწავლიდი მის სპეციალობას, მაგრამ ისიც რა კმაყოფილად გიქნევდა თავს? ფრიად ნასიამოვნები დარჩენილა თურმე...

Notre bateauDonde viven las historias. Descúbrelo ahora