I could give you

655 39 6
                                    


მომენტი, როცა კიმ თეჰიონმა მთხოვა, რომ მისი შეყვარებული ვყოფილიყავი, ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში.
არაფერი ყოფილა ამ მომენტში განსაკუთრებული.
თეჰიონს არ უთქვამს, რომ მოვწონდი, ან ვუყვარდი. მისი ტონი სასხვათაშორისო იყო, თითქოს მასთან სახლში მისულს მეკითხებოდა ყავის დალევა მერჩივნა თუ ჩაის. არც მისი მზერა იყო სხვანაირი. არც მოლოდინი და არც აღელვება არ იკითხებოდა მის თვალებში...
ყველაფერი, რაც იმ მომენტს უკავშირდება, უბრალო, ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ჩემი გულისთვის მეტი არც ყოფილა საჭირო. მეტი არაფერი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემს გულს უსწრაფესად დაეწყო ფეთქვა და მთელი ჩემი სამყარო ამოტრიალებულიყო.

თუმცა ჩემი ბედნიერება სულ რამდენიმე ათეული წამი გაგრძელდა.

ჩემი გონება ჯერ დაბნეული იყო და თეჰიონის სიტყვები წრეზე ტრიალებდა. ვერაფერზე ვფიქრობდი. გაოგნებული ვუყურებდი ჩემს წინ მდგარ ბიჭს, რომელიც არც კი იღიმოდა და მოთმინებით ელოდებოდა ჩემს პასუხს.
გონება სასოწარკვეთილი მიყვიროდა, რომ ხმა ამომეღო და დავთანხმებოდი. სხეულის ყველა ნაწილი მიბიძგებდა, რომ თეჰიონისთვის კი მეთქვა, მაგრამ ჩემი ტუჩები ერთმანეთს ვერ შორდებოდა.

არც კი ვიცი რამდენი ხანი ვიდექი თეჰიონის წინ გაშეშებული და რამდენი ხანი ვცდილობდი, რომ აქა-იქ მიმოფანტული აზრები დამელაგებინა და რამე მეთქვა, მაგრამ მალევე ჩემს გონებაში ახალი აზრი ამოტივტივდა, რომელმაც ყველა სხვა აზრი გადაწონა და ახლა ის იყო ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი.

ჯიმინი...

ერთხელ გაფიქრება საკმარისი იყო და მერე სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ჩემი ბედნიერება ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გაჩნდა და მერე ჩემმა გულმა და გონებამ კამათი დაიწყეს.

ჯიმინი ჯიმინი ჯიმინი ჯიმინი ჯიმინი ჯიმინი ჯიმინი ჯიმინი ჯიმინი ჯიმინი ჯიმინი ჯიმინი

/not/ yoursWhere stories live. Discover now