All you want

251 30 7
                                    


***
ყველაფერი ოთხი წლის წინ დაიწყო, როცა მე და ჯიმინმა უნივერსიტეტში დავიწყეთ სწავლა.
პირველი სემესტრი სრული კატასტროფა იყო.
არავის ვიცნობდი ჯიმინის გარდა, რომელიც სრულიად სხვა მიმართულებით სწავლობდა და რომელსაც მხოლოდ საერთო საცხოვრებელში ვხედავდი. უნივერსიტეტის სისტემის გაგება და მის გარემოსთან შეჩვევა საშინლად რთული იყო. ვუყურებდი სხვა სტუდენტებს, რომლებსაც უკვე მოესწროთ ჯგუფებად გაერთიანება და მაინტერესებდა, როგორ ახერხებდნენ ახალ ხალხთან ასე სწრაფად დამეგობრებას.
ყველაფერი საშინლად მიდიოდა. აღარ ვიცოდი რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღე და უკვე იმაზე ფიქრს ვიწყებდი როგორ მეთქვა მშობლებისთვის რომ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება აღარ მინდოდა.
მარტოსული, დაბნეული და სასოწარკვეთილი ვიყავი.

და ჩემი კატასტროფული ცხოვრების მბრუნავ სიცარიელეში თეჰიონი გამოჩნდა.

ერთ სრულიად ჩვეულებრივ დღეს, სრულიად ჩვეულებრივ დროს და სრულიად ჩვეულებრივ მომენტში დავინახე.
დერეფანში ვიდექი და ჯიმინს ველოდებოდი, რომ ერთად დავბრუნებულიყავით სახლში, როცა ჩემი ყურადღება ცისფერთმიანმა ბიჭმა მიიქცია. დერეფანში ნელა მოდიოდა და სრულიად შეუძლებელს ხდიდა, რომ მის გარდა სხვა რამისთვისაც მიგექცია ყურადღება. ყურსასმენები ეკეთა, კლასიკურად ეცვა - ისე, თითქოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი იყო და მნიშვნელოვან სტუმრებს ელოდებოდა. მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და მთელი თავისი დიდებულებით მიიწევდა წინ.
ოდნავ რომ მომიახლოვდა მის სახესაც შევხედე და გავიფიქრე, რომ არასდროს მენახა ასეთი ლამაზი ადამიანი. წამით იმის დაჯერებაც კი გამიჭირდა, რომ ნამდვილი იყო.

ისე გაიარა მთელი დერეფანი და ისე შეუხვია კუთხეში, მისთვის თვალი არ მომიშორებია.
ალბათ ყბაჩამოვარდნილი სულელივით ვიდექი და ჯერ კიდევ ვერ ვუჯერებდი ჩემს თვალებს, რომლებმაც რამდენიმე წამის წინ სამყაროში ყველაზე ლამაზი ადამიანი დაინახეს.

/not/ yoursWhere stories live. Discover now