დილით პირველი ჯონგუკს ეღვიძება და ხედავს მის სხეულზე აკრულ პატარა ბიჭუნას, რომელსაც მშვიდად ძინავს და მისი ტუჩები ძილისგან იმაზე მეტად დაბუშტულია ვიდრე ჩვეულებრივ, ეს კი ჯონგუკს ანდომებს ამ ტუჩებს შეეხოს და დაეპატრონს იქამდე სანამ კოცნისგან არ დაუსიებს და დაუწითლებს მარწყვისფერ ტუჩებს.
ის თავს არც იკავებს, ნელ-ნელა იხრება ჯიმინისკენ და მის ტუჩებს ეხება.
ჯიმინს შეხებისგან ეღვიძება და როდესაც ხედავს მის ტუჩებზე მიკრულ ჯონგუკს ფართხალს იწყებს, მკერდზე მუჭებს ურტყამს და ცდილობს მოიცილოს, მაგრამ არაფერი გამოსდის, ჯონგუკი მაინც აგრძელებს ჯიმინის ტუჩების დაკოცვნას და მის წინააღმდეგობას ყურადღებას არ აქცევდა, მეტიც მისთვის ჯიმინის დარტყმები ბუმბულის შეხებასავით იყო.- პატარავ ტყუილად მოწინააღმდეგები არაფერი გამოვა- ჯონგუკმა ისევ გაანაახლა კოცნა, ხელები უფრო ქვემოთ ჩასწია და ჯიმინის ბარძაყებს ნაზად ეფარებოდა.
ჯიმინი ისევ წინააღმდეგობას უწევდა, კოცნაზე არ პასუხობდა და ჯონის მკლავებში წრიალებდა.
როდესაც ჯონგუკმა კოცნით გული იჯერა ჯიმინს მოშორდა, ტუჩებზე ენა გადაატარა და ისევ მის ზემოდან დარჩა.- რამდენს ბედავ- ჯიმინმა სილის გაწნა დააპირა, მაგრამ ჯონმა ხელის დაკავება მოასწრო, თან ნაზად უღიმოდა, ჯიმინს კიდე უკვირდა, რადგან მას ჯონი მხოლოდ გაბრაზებულ მდგომარეობაში ყავს ნანახი.
-თუ არ გინდა შენს მადისაღმძვრელ ტუჩებს კიდევ ერთხელ დავეპატრონო გირჩევნია გაჩერდე- ცხირზე თითი ჩამოკრა და საწოლიდან ღიმილით ადგა- სამსახურში უნდა წავიდე, შენ კი გირჩევნია სახლში წყნარად იჯდე. თუ რამე დაგჭიედება მოსამსახურეს უთხარი და ყველაფერს გაგიკეთებს. მაღაზიაში კიდე თუ რამე მოგინდება მე დამირეკავ და სახლში დაბრუნებისას წამოგიღებ.
- ჯონგუკ- ჯონგუკი უკვე სააბაზანოს კართან იყო მისული რა დროსაც ჯიმინმა დაუძახა- შეიძლება სხვა ოთახში გადავიდე? არაკომფორტულად ვგრძნობ თავს აქ ძილით.