|

211 17 49
                                    

სიცივე ძვლებში ატანს ლივიას, მძიმედ მიიწევს ბერლინის ქუჩებში. ახალი გამოსული იყო უნივერსიტეტიდან, თაიამ რომ დაურეკა, ვილჰელმსთრასეს ქუჩაზე იყო, მაშინვე რომ გადაუხვია და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მეგობრის სახლისკენ. ლივია ორი დღის წინ ოცდაერთი წლის გახდა, დიდი წვეულება არ სურდა, მაგრამ რატომღაც თაიამ დაიჟინა და თავისივე სახლში დაპატიჟა მისი კურსელები. მიუხედავად იმისა, რომ ლივია კარგად გაერთო, მაინც ჰქონდა რაღაც უკმაყოფილების შეგრძნება.

სიცივემ სხეულში დაუარა და კანზე ტაომ დააყარა, გაყინული თითებით შარფს ისწორებს, ქუდს თვალებიდან იწევს და ხელებს ერთმანეთს უხახუნებს, რომ როგორმე გათბეს, მაგრამ აშკარად არ გამოსდის. ბოლოს უკვე სირბილზე გადაფის და მაშინვე კორპუსში შედის, ლიფტები დიდად არ უყვარს, მაგრამ იმდენად უნდოდა სითბო შეეგრძნო რომ ჩათვალა რამდენიმე წამი გაძლებდა იმ პატარა ყუთში. თანაც თაია დაჰპირდა, რომ სახლში ცხელ ჩაოს დაახვედრევდა.

ის და თაია თითქმის ათი წელია მეგობრობენ, ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. თაია ძალიან სუსტი და მოუხერხებელი გოგო იყო, რის გამოც  ხშირად ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი. იმ
დღეს ველოსპიედზე კატაობდა პარკში, კლასელები რომ გადაუხტნენ და ჩამოაგდეს, მუხლი იტკინა და ტირილიც კი დაიწყო. ლივია დაუფიქრებლად წამოდგა სკამიდან და ჩაეჭრა პატარა ლაწირაკებს საქმის გარჩევაში, მაშინ ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი და ისე ძლიერ ჰკრა ბავშვს ხელი, რომ მასთან ერთად მისი კლასელიც კი წააქცია მიწაზე.

- კარგად ხარ?- დაიხარა და თაიას მხარზე ხელი მოჰკიდა,- დაგეხმარები.

ნატკენი მუხლის მიუხედავად ასლუკუნებულმა თაიამ, მაინც შეძლო ფეხზე წამოდგომა.

- მოდი, ზურგზე მომაჯექი და აფთიაქში გავიდეთ,- მისკენ შებრუნდა და თაიაც უპრობლემოდ მოეხვია კისერზე,-  ლაწირაკები რომ ხართ და მოქცევა არ იცით, მეორედ თუ გაეკარებით მას, ასე ადვილად ვეღარ დამიძვრებით.

Lights UpWhere stories live. Discover now