თითქმის ერთი კვირაა ლივია თაიას გარემოცვაში არ ჩნდება. უნივერსიტეტში მხოლოდ ლექციებზე მიდის, შემდეგ უკან ბრუნდება, ბიბლიოთეკაშიც კი აღარ ატარებს დროს. იმედოვნებდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ თაიას თვალს ადევნებს და გოგო ისევ დუმს, ისევ ჩუმად არის, საერთოდ არაფერს აკეთებს, ბოდიშსაც კი არ იხდის მის წინაშე. ლივიას უკვე ჰგონია, რომ სწორად მოიქცა დაშორებით, რადგან მათ შორის სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ იყო. ამით კი საკუთარი თავი იხსნა არასასურველი და ტოქსიკური ურთიერთობისგან.
- ისევ ისე ხარ?- იამატო ხმადაბლა ეკითხება და სასმელს ჩუმად უცურებს,- უალკოჰოლოა.
- ეს უკვე ჩვეული მდგომარეობა გახდა,- მხრებს იჩეჩს ლივია.
- გავიგე დღეს საღამოს თქვენი უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი მოდის, ვიღაცის დაბადების დღეა და აღნიშნავენ. მგონი თაიას კურსელები არიან,- ქვედა ტუჩს აგდებს ბიჭი.
- და მერე?
- ვიფიქრე უნდა გცოდნოდა, მთელი კვირაა გაურბიხარ.
- იმის გამო კი არ გავურბოდი, რომ მიმხვდარიყო დააშავა. უბრალოდ მისი ნახვის სურვილი არ მაქვს,- იქუფრება ლივია.
- ვერ ვხვდები, ნაწყენი უფრო ხარ თუ გაბრაზებული, თუ ორივე ერთად,- გვერდით უჯდება და ჭიქების გამშრალებას იწყებს.
- დახმარება გჭირდება?- თემა გადააქვს უცებ.
- ამათ ისედაც გავწმენდ,- ატრიალებს თვალებს და ცინიკურად იღიმის.
- ამსაღამოს, საქმე არ მაქვს, სახლში არ მინდა ჯდომა. ვიცი, ისევ ოვერსინქინგი დამეწყება და მირჩევნია დაგეხმარო.
- და მერე თაია? შეიძლება ისიც აქ იყოს,- წარბებს ქაჩავს იამატო.
- და რა ვქნა? თუ ასე ძალიან აწუხებს ჩემგან შორს ყოფნა, მაშინ გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია,- ძლიერად არტყამს ხელს მაგიდაზე და იამატოც ადგილზე ხტება.
YOU ARE READING
Lights Up
Actionროცა მზე ჩაქრება, როცა საბოლოოდ აინთება მთვარე, მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებ ხელს და გეტყვი, რომ დასრულდა, მაგრამ მანამდე - არა. არც კი იფიქრო, რომ წასვლის უფლებას მოგცემ, რადგან შენით ვსუნთქავ. ისე შეგისისხლხორცე, რომ აღარ მინდა შენი გაშვებით გული დ...