თეჰიონი

395 22 5
                                    

ჩემი 32 წლიანი ცხოვრების გამოცდილებიდან მხოლოდ ორი რამ ვისწავლე:

1- არ მოვწიო სიგარეტი უზმოზე.
2- არ შემიყვარდეს.

და მე მაინც ვარღვევ მათგან ერთ-ერთს და რა ვიცოდი სულ მალე მეორესაც თუ დავარღვევდი.

_____________________________

            სეული; დილის შვიდი საათი.

დილის შვიდია, ჯერ მხოლოდ ახლა განათდა ქალაქი და მე უკვე ვგრძნობ სიმძიმეს მორიგი დღისა.
თვალები მეწვის, კიდევ ერთი თეთრი ღამე და კიდევ ერთი დამთავრებული რომანი, რომელიც მოგვითხობს სიყვარულზე რომელიც არაფრით არის ახლოს ჭეშმარიტ სიყვარულთან.
ალბათ ზუსტად ამიტომაც არიან ისინი წიგნში და იქ არსებობენ, რადგან იქ, წიგნის ფურცელზე ყველაფერი არსებულია თუ ამას მწერალი მოინდომებს.
ბავშობაში როცა ღამეებს ასე ვათენებდი, რომანებს ვკითხულობდი, დაღლილი თვალების მაგივრად აკაშკაშებული გუგებით ჩავყურებდი მორიგ სიყვარულის ისტორია მეგონა გავიზრდებოდი და მალევე მეც ზუსტად ასეთივე სიყვარულით ვიცხოვრებდი, დავწერდი ლამაზად წიგნს მასზე და როცა ხალხი წაიკითხავდა მოუნდებოდათ, მათაც ზუსტად ასეთივე სიყვარული ჰქონოდათ.

მაგრამ ჩვენს გარშემო ყველაფერი ილუზიაა.

იმისდა მიუხედავად, რომ ვიცოდი ღამით არ დავიძინებდი, მაინც დავაყენე მაღვიძარა, რვის ნახევარზე, რადგან დამეწყო რუტინა რომლითაც უკვე განვლილი სამი წელია ვცხოვრობ.
არა, ვვარსებობ.

წიგნს ვხურავ, საწოლიდან ადგომის სურვილი სრულიად გამქრალა ჩემი გონებიდან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის იმას ვაკეთებთ რაც არ გვსურს, რადგან ცხოვრება ასეა მოწყობილი.
უკვე შემოდგომაა, სიცივეები მაშინვე დაიწყო და მეც სრულიად კმაყოფილმა გადმოვალაგე საგულდაგულოდ შენახული ჩემი თბილი სამოსი.
სახლში არასდროს მაცვია ჩუსტები, ჩემი ხის უატაკი ყოველთვის საშუალო ტემპერატურას ინარჩუნებს და მეც მიყვარს როდესაც მას შიშველი ფეხის გულით შევიგრძნობ.

What colour is love? - taekookWhere stories live. Discover now