¤1¤

1.8K 128 36
                                    


~¤~


თავჩახრილი იდგა, თავისი ზედამხედველის წინ. ვერ იტანდა, როცა მთელი გუნდის წინაშე აწითლებდა უფროსი.
სულ მთლად უფროსიც არ იყო ქერა მამაკაცი, მასაც თავისი უფროსები ჰყავდა, მაგრამ სარეკლამო კომპანიაში, ექვსი ადამიანისგან შემდგარი გუნდი კი ჰყავდა და მათ უფროსად ნამდვილად მოიაზრებოდა.
უფრო მათზე პასუხისმგებელ პირად.

მუშაობის სტრატეგია მარტივი იყო. ექვს კაციანი გუნდი, რეკლამის შინაარსზე, მის ვიზუალზე და ბიუჯეტზე მუშაობდა. ასეთი გუნდი ხუთი გახლდათ კომპანიაში და რაღაც შეჯიბრის მსგავსი იყო, ყოველი ახალი შეკვეთის მიღება.
ხუთი გუნდიდან, რომელიც უფრო სარფიან იდეას წარადგენდა, სწორედ ისინი იმარჯვებდნენ და თვიურ ხელფასთან ერთად, ბონუს თანხას იღებდნენ. ათიდან რვა შემთხვევაში კიმ თეჰიონის გუნდი იყო გამარჯვებული.
დიახ, კიმ თეჰიონი ის ქერა მამაკაცია, რომელიც მისი სიმაღლის შავთმიან ბიჭს თითის ქნევით ელაპარაკებოდა იმ წამს.
ის ათიდან ორი შემთხვევა რომ ვახსენე, ზუსტად ერთ-ერთი მოხდა ამ კვარტალში უკვე მესამედ და ძალიან ბრაზობდა კიმი.

იმის გარდა, რომ მისი პასუხისმგებლობა იყო ექვსი ადამიანი, პრეზენტაციების გაკეთება და პროდუქტის შეთავაზება სწორედ მას ევალებოდა და წარმოუდგენლად დიდი დამცირება იყო მისთვის, თუ მისი გუნდის იდეით უკმაყოფილო უფროსობას დატოვებდა კარს მიღმა.

თავისუფლად შეეძლო ეთქვა შავთმიან ბიჭს, რომ ვერ იტანდა კიმს.
და როგორც ატყობდა, არც კიმი გიჟდებოდა მასზე. თუ გუნდი ვერ გაიმარჯვებდა, ეს არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ ყველას პრობლემა იყო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ერთი ისჯებოდა და მარტივი იყო იმის ვარაუდი, რომ უფროსს გულზე არ ეხატებოდა

-ვიზუალური მხარე ყველაზე თვალშისაცემია იმ ხარჯებთან ერთად, რასაც თან ვურთავთ რეკლამას. ხარჯები, არაჩვეულებრივად იყო განაწილებული, აბა გამოიცანი რატომ დაიწუნეს ჩვენი იდეა_ რა თქმა უნდა ეს რიტორიკული კითხვა იყო და არც ნამდვილ პასუხს ითხოვდა ბიჭისგან, რადგან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. ვიზუალური მხარის გამო წუნი და ვისი ბრალია? რა თქმა უნდა ჯეონ ჯონგუკის. დიახ, ჯეონ ჯონგუკი ის შავთმიანი ბიჭია, თხუთმეტი წუთის მანძილზე რომ ისმენდა უფროსის საყვედურებს._დღეს დარჩები და გვაინობამდე იმუშავებ.

#OnlyFans Where stories live. Discover now