~¤~-აღიარე, რამდენჯერ გინახავს ჩემი ვიდეო._გალეშილი იყო ჯიმინი.
თავისი მეგობრის კარიერის წარმატებას აღნიშნავდა.
ნუ საერთოდაც ეს მისი იდეა იყო და რახან, მომდევნო დღეს ჯონგუკი არ მუშაობდა, დათანხმდა.-არც ერთხელ._თვალები მობეზრებით აატრიალა ჯონგუკმა. ყოველი დალევის დროს იგივე კითხვას უსვამდა ჯიმინი. თითქოს სურდა მთვრალი მეგობარი გამოეტეხა სიმართლეში. მაგრამ პირველი, ჯონგუკი არასდროს თვრებოდა იმ დონემდე, რომ სისულელეები ელაპარაკა და მეორე, მართლა არასდროს უნახავს ჯიმინის ვიდეო.
უამრავჯერ ამოუგდია მისი ვიდეო სიახლეებში, მაგრამ ერთხელაც არ ჰქონია სურვილი ჩაერთო. გამოწერილიც კი არ ჰქონდა მისი გვერდი.-რაა?_ვითომ და პირველად მოისმინა ჯონგუკის პასუხი ამ თემაზე და გულისტკივილით აღმოხდა ჯიმინს._შენ რა მეგობარი ხარ, არც კი მგულშემატკივრობ.
-ჯიმინაა, მეგობარი რომ ვარ, სწორედ მაგიტომ არ ვუყურებ._თბილად გაუღიმა ვარდისფერთმიანს. არ იცოდა, რა კუთხით უყურებდა ჯიმინი ამ საკითხს, მაგრამ მისთვის ხელშეუხებელი თემა იყო და თავს კი არ იკავებდა, გულწრფელად არასდროს გაჩენია სურვილი, მისი გვერდი დაეთვალიერებია.
-მე კიდე შენი ყველა ფოტო ნანახი მაქვს._გულიანად გაიცინა ვარდისფერთმიანმა. ჯონგუკი ერთიანად წამოწითლდა სახეზე.
-ხო არ ანძრევ?
-რა მოხდა მერე? ეს ისეა თითქოს შენი პატარაობის ფოტოებს ვათვალიერებ, იქაც ხომ შიშველი ხარ ხოლმე.
-იდიოტი ხარ. არა, გამოსირებული.
-ნუ ნერვიულობ ჯონგუკა, შენზე არასდროს ამიდგება.
-ხო ეგღა მაკლია, სრული ბედნიერებისთვის.
ფეხზე წამოდგა და გაიზმორა შავთმიანი.
YOU ARE READING
#OnlyFans
Fanfictiononlyfans არის ონლაინ პლათფორმა, სადაც ხალხს შეუძლია შექმნას ფასიანი კონტენტი(ფოტოები, ვიდეოები, ლაივები) -გგონია ეს იმუშავებს?_ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებდა, მაგრამ ყველაზე მარტივი ფულის შოვნის გზა იყო უდავოდ. -დარწმუნებული ვ...