¤24¤

645 100 26
                                    

~¤~

   სურდა გულწრფელი ყოფილიყო თავის თავთან და თეჰიონთან.
უნდოდა ყველა თავისი გადაწყვეტილება სისუსტისთვის არ დაებრალებინა, მაგრამ არ გამოდიოდა.
დიახ, ლის შემოთავაზებას სწორედ ამ სისუსტის გამო დათანხმდა.
ის არ იყო ისეთი ადამიანის ღირსი, როგორიც თეჰიონი იყო.
იმ ღამის შემდეგ, როცა კიმისგან ერთად ცხოვრების შეთავაზება მიიღო, თავად კი დრო ითხოვა, უკვე ორი კვირა გავიდა და ამ ხნის მანძილზე, ვითომ და დაფიქრების მიზნით, თავს არიდებდა თვალებით კონტაქტსაც კი მასთან.
ეს უფრო ჯიმინის სიტყვების გამო იყო და საერთოდ არ უტრიალებდა ფიქრები თეჰიონთან გადასვლა, არ გადასვლასთან დაკავშირებით.
თეჰიონი ბედნიერი იყო, როცა აღმოაჩინა, რომ ჯონგუკის პროფილი უკვალოდ გაქრა onlyfans-იდან, მაგრამ ეს ბედნიერება მხოლოდ მოჩვენებითი, ალტერნატიული რეალობა იყო ჯონგუკისთვის.
ამ ყოველივეს უკან ხომ აჩრდილივით იმალებოდა ის შეთანხმება, რომელიც თავის ბოსთან დადო ჯეონმა.

თეჰიონი არ აწუხებდა ფიქრის პერიოდში ჯონგუკს. იმითაც კმაყოფილი იყო, რომ ბიჭმა მის გამო ამოდენა ნაბიჯი გადადგა წინ. ენატრებოდა, არ იყო საკმარისი მხოლოდ წამებით თვალის შევლება მისთვის, მაგრამ მოთმინებით ელოდებოდა დღეს, როცა ჯონგუკი მასთან მივიდოდა და ეტყოდა_მზად ვარ.

-დაშორდით?_დღის ბოლოს იშვიათად იკვეთებოდა მინის და მისი გზები ავტოფარეხში, მარტოვი მიზეზის გამო. თეჰიონი იშვიათად იყო დღის ბოლომდე სამსახურში. ამ წამს კი ამ იშვიათობიდან დაიშვა ერთი.

-არა, უფრო სერიოზული ნაბიჯებისთვის ვემზადებით, ამიტომ ცოტა ხნით დრო მთხოვა._იუნგისთან ბოლო საუბრის შემდეგ, თითქოს უფრო გაუთბა დამოკიდებულება ფერმკრთალის მიმართ. არა, მათ ურთიერთობას მაღალი ღმერთუც კი ვერ შეცვლიდა, უბრალოდ ახლა იმის ნაცვლად, რომ ხელის აქნევით ეპასუხა, მის საქმეში ნუ ერეოდა, უბრალოდ ცივილურად, მოკლედ აუხსნა სიტუაცია მინს.
ჯონგუკი იღბლიანი იყო, მას ჯიმინი ჰყავდა და შეეძლო გაზიარება თავისი ფიქრების. თეჰიონს კი სეულში არავინ ჰყავდა ისეთი, ვისთანაც ამას გააკეთებდა. ამიტომ მინ იუნგი ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი იყო, რაც გააჩნდა.
მანქანის კარის გაღება გადაიფიქრა და ფერმკრთალს მიუტრიალდა._გინდა ერთად დავლიოთ?

#OnlyFans Donde viven las historias. Descúbrelo ahora