ავტორის პოვ
ჯიმინი სახლში მალევე მივიდა და ჯონგუკის ოთახში შევიდა ჯონი საწოლზე იწვა და ტელეფონს თამაშობდა ჯიმინის დანახვისას ფეხზე წამოდგა და მასთან მივიდა.
-ჯიმინ?
ჯიმინმა ლაპარაკი არ აცადა მაშინვე მივიდა და მოეხვია თავი კისერში ჩაურგო და ტირილი დაიწყო.
-გუკ გთხოვ არ მიმატოვო გთხოვ... შენს გარეშე ვერ გავძლებ არ შემიძლია. შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი და თუ ეს წერტილიც ჩაქვრება ვეღარ ვიცოცხლებ.
სიცოცხლის გაგრძელების სურვილი აღარ მექნება და არც ეხლა მაქვს რადგან შენ ჩემს გვერდით არ ხარ.თქვა ჯიმინმა და იქვე ხილთან დანა დაინახა ჯერ დანას შეხედა შემდეგ ჯონგუკს და გადაწყვიტა ყველაფერი დაესრულებინა.
ჯონიც მიხვდა მის ჩანაფიქრს და ხელი მაგრად მოხვია.-შენ რა სულ გაგიჟდი? მე აქ მტოვებ? ჯიმინ დაიმახსოვრე თუ შენ წახვალ მეც უკან გამოგყვები ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ, დრო მოგეცი რომ ყველაფერი გაგეანალიზებინა შენ კი იფიქრე რომ მიგატოვე? ჩემი პატარა მოჩი.
თქვა და ჯიმინის ყურთან დაიხარა.
-არასდრის მიგატოვებ რადგან შენ მხოლოდ ჩემი ხარ.
თქვა და დაეწაფა მონატრებულ ტუჩებს.
ჯიმინიც აჰყვა, ჯონმა ჯიმინი ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა თავი ყელში ჩაუდო და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-მოჩი გთხოვ დავიძინოთ დავიღალე და მომენატრე.
-მეც მომენატრე გუკ...
ცოტა ხანში ორივეს ტკბილად ჩაეძინა.
***
დილით ორივე ადგა მოემზადნენ და წევრებთან წავიდნენ რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტათ თუ რა გაეკეთებინათ.დანარჩენებმაც გაიღვიძეს მოემზადნენ და აი დადგა სადილობის დრო ყველა სუფრას მიუსხდა და ჭამა დაიწყეს, სიჩუმე იყო რომელიც მალევე ჯონგუკმა დაარღვია.
YOU ARE READING
მხოლოდ ჩემი
Random-გუკ რა გჭირს? -მტკივა მინ... ძალიან მტკივა. -გთხოვ გუკ მითხარი რა გემართება ამ ბოლო დროს? -არაფელი უბრალოდ... -ჯონგუკ! ამბობს ჯიმინი მკაცრად და ჯონგუკს თვალებში უყურებს. -მინ... ეხლა რასაც გეტყვი ამისთვის მზად ხარ? მზად ხარ მოისმინო ის რაც ჩემს თავ...