3

163 21 29
                                    

რა არის ეს ? რა ქვია მის ამ საქციელს?

***

ჯიმინი მთელი დღეები პატარა ჯოშუასთან ერთად ერთობოდა,მისი დღეები უფრო ფერადი გახდა,აღარ იყო ისეთი სერიოზული და უხეში როგორც ადრე,მასში აშკარად შეინიშნებოდა ცვლილებები

   სასახლის ყველა წევრი ბედნიერი იყო უფლისწულის ასეთი ცვლილებით,რათქმაუნდა ის ხომ ყოველთვის გაბღვერილი დადიოდა ახლა კი ისეთი ბედნიერია მის სახეს ღიმილი არ შორდება

ჯონგუკი სასახლის კარზე მუშაობს და როცა ჯიმინი გარეთ გადის პატარა ჯოშუასთან ერთად მათი პირადი მცველის მოვალეობას ასრულებს,ამ გზით თავის შვილობილთანაც ახლოსაა რაც მისთვის კიდევ უფრო კარგია

ნეტავ წარმოიდგენდა კი ოდესმე რომ,ბიჭი რომელიც ობლად გაიზარდა და დაიბადა ერთ დღეს სასახლის კარზე იმუშავებდა.ასეთი ბედნიერი ჯერ არ ყოფილა,თუმცა არის რაღაც რისი გამჟღავნებისაც ეშინია

მას შეუყვარდა...შეუყვარდა,ბიჭი რომელმაც ის გადაარჩინა,სახლ-კარი მისცა,ლუკმა პურს აჭმევს, მან მისი დახმარებით იგრძნო თავი ადამიანად,მიხვდა მისი ჯერ კიდევ არსებობის აზრს,მიზანი დაისახა მიზანი რომ ეცხოვრა და სადმე ხევში არ ეპოვათ მკვდარი,და რას იზამს ჯიმინი?რას იზამს თუ კი გაიგებს ჯონის გრძნობებზე?გააგდებს? იქნებ ასეც მოხდეს?ან იქნებ გააგდოს და ჯოშუაც აღარ გაატანოს?

***

-დღეს თეჰიონი ჩამოდის ბატონო
-კარგი
-თქვენ რა არ გაგიხარდათ?
-როგორ არა,რათქმაუნდა გამიხარდა

ჯიმინმა ოთახი დატოვა და ჯოშუას ოთახისაკენ გაემართა მოახლეები კი ჯგუფად შეიკრიბნენ და ჭორაობა დაიწყეს
ისმოდა კითხვები:რა დაემართა?როგორ შეიცვალა!ასე რატომ შეიცვალა?ადრე ბატონი თეჰიონის ჩამოსვლა ისე უხაროდა,მთელი დღე აჟიტირებული დარბოდა ახლა რაღა შეიცვალა? და ასე შემდეგ...

  ***

-ბატონო ჯიმინ!
-თეჰი,უკვე ჩამოხვედი?!
-დიახ და ძვირფასი ქვები ჩამიგიტანეთ,ასევე ვეფხვის ტყავი
-ყვავილები?
-ოჰჰჰ, ყვავილები სულ დამავიწყდა
-ეხხ...კარგი არაუშავს
-ამდენი ძვირფასი რამ ჩამოგიტანეთ,რათ გინდათ უბრალოდ მთის ყვავილები
-ხო...

ჯიმინს არ შეუმჩნევია თუმცა ძალიან ეწყინა,მას ყველა ამ ძვირფას ნივთზე მეტად უნდოდა თეჰიონის ხელით დაკრეფილი და მორთმეული ყვავილები,თუნდაც მთის არ ყოფილიყო

-ჯიმინააა-გამოიქცა ჯიმინისაკენ ჯოშუა
-გისმენ ჯოშუა-იღიმის ბიჭს
-მამამ შენთან ეს გამომატანა-ბიჭმა მთის ყვავილების ულამაზესი თაიგული გაუწოდა ჯიმინს-თქვა თუ მიიღებს დიდი პატივია თუ არადა უკან მოიტანეო

   ჯიმინმა ბიჭს ყვავილები გამოართვა და მათი სურნელი შეიგრძნო,დამაჟრჟოლებელი,თავბრუ დამხვევი სურნელი, ეს არ იყო ყვავილების სუნი,არც ბალახის არც საპკურებლის არამედ ეს ჯონგუკის სურნელი იყო,ყვავილებს მისი სურნელი ასდიოდათ

-მამაშენს გადაეცი რომ ყვავილები მივიღე და მადლობაც გადაუხადე
-რატომ შენთვითონ არ ეტყვი?!-ენა გადმოუგდო ბიჭმა
-ეი შენ, რამდენს უბედავ პრინცს!
-ჯიმინაა ეს ვინაა?
-თეჰი ნუ უყვირი,ეს ჯოშუაა და ამ სასახლის მაცხოვრებელია,ეს ჩემი ნებაა იმედია პრობლემა არ გაქვს რადგანაც ისინი აქ დარჩებიან
-ისინი?
-ჯოშუა და მამამისი
-არანაირი პრობლემა ბატონო ჯიმინ
-მაშინ დაგტოვებთ,წავედით ჯოშუა...

    ჯოშუა წინ გარბოდა ჯიმინი კი მისდევდა თან თაიგულს აფრიალებდა,ასე დიდხანს და დაუღალავად ირბინეს

   საღამო ხანს ჯიმინი თავის ოთახში იჯდა,თაიგული ლამაზ ლარნაკში მოეთავსებინა და გასცქეროდა,უყურებდა და ფიქრობდა ,ფიქრობდა მათ სილამაზესა და სურნელზე

ბოლოს ფეხზე ადგა,თმები გადაისწორა და ოთახი დატოვა,ბაღში გავიდა და ჯეონის გვერდით დადგა

-გმადლობ
-რ..რისთვის?-ჯიმინს უეცარმა გამოჩენამ ჯეონი დააბნია
-თაიგულისათვის
-ააა...-თავი მოიფხანა
-მართლაც რომ ულამაზესია და მათი სურნელიც აღმაფრთოვანებელია,თუმცა არის რაღაც...
-რ..რა?-ჯონგუკს შეეშინდა ვაითუ არ მოეწონა და გადაგდებას უპირებსო
-ეს სურნელი ყვავილების არ იყო...
-აბა?
-ეს შენი სურნელი იყო ჯონგუკა...სურნელი რომელმაც თავბრუ დამახვია შენ გეკუთვნის-ბიჭმა თვალებში ჩახედა ჯონგუკს და მისი აფორიაქება და გულის აჩქარებაც გამოიწვია
-რ..ას გულისხმობთ?
-შენ გამაბრუე ჯონგუკაა...

_____________
ახალი თავიიი,ვფიქრობ იმაზე დიდი თავია ვიდრე მე მჩვევია დაწერა😥❤️

💜🏳️‍🌈 (დასრულებული)Where stories live. Discover now