იდეა აღებულია "დადიანის ასული და მათხოვარი'-დან
_____________________
მაღალი კოშკის ერთ-ერთ ფანჯარასთან გადმომდგარიყო ქერათმიანი,ყავისფერ თვალება ბიჭი,მისი ლამაზი ქერა თმები შუბლზე ჩამოშლოდა,დიდი მარწყვისფერი ტუჩები გამოებუშტა და ვიღაცას შესცქეროდა
-სანადიროდ მიდიხარ თეჰი?
-დიახ თქვენო უდიდებულესობავ-ქედი მოიხარა ბიჭმა
-რას ჩამომიტან?
-რაც თქვენ გსურთ ყველაფერს,ჩემი გულის გარდა
-ყვავილები!-შესძახა ბიჭმა
-ხო მაგრამ ისინი აქაც ხომაა, შეგიძლიათ დაკრიფოთ
-მაგრამ,მე მთის მინდა
-კარგით როგორც ინებებთ,თქვენის ნებართვითბიჭი ცხენს მოახტა და სასახლის ეზოდან გავიდა
ქერათმიანი ოთახში შევიდა და მაგიდას მიუჯდა,პატარა სკივრიდან ფერადი ძვირფასი ქვები გადმოყარა და თამაში დაიწყო,მალევე მობეზრდა საწოლზე გაიშხლართა და იქვე დადებული უბისწიგნაკივით პატარა წიგნი ამოიღო და კითხვა დაიწყო,მალე ესეც მობეზრდა ფეხზე წამოდგა და ეზოში სეირნობა დაიწყო,ყვავილებს ეჩურჩულებოდა,ხეებს ეფერებოდა ერთი სიტყვით ცდილობდა გამხიარებულიყო
***
ერთ დილას ახალგაზრდა ბატონი ეზოში იჯდა და მოახლეების სიმღერით ერთობოდა,უეცრად გაიგო თუ როგორ ესაუბრებოდა მეკარე უხეშად უცნობს
-რა გინდა?!-აგდებით უთხრა კარის კაცმა
-ბატონის ნახვა მინდა
-ბატონი შინ არ არის
-მე მისი ვაჟი ვიგულისხმე
-ბატონ ჯიმინს თქვენთვის არ სცალია
-მაგრამ...-შემოუშვით!-უცნობით დაინტერესებულმა ჯიმინმა გაუაზრებლად წამოიძახა
კაცმაც შეუშვა მათხოვარი,ძონძებში გამოწყობილი ახალგაზრდა ნელა მიიწევდა ჯიმინისაკენ
-აქ რად მოხვედით?რისთვის გარჯილხართ?
-მე რაღაც მინდა...
-მე მოწყალებას არ ვიძლევი-მოუჭრა ბიჭმა
-ვიცი და აქ ამისთვის არც მოვსულვარ
-აბა?
-მადლობის გადასახდელად მოვედი,თქვენ დიდი ხნის წინ,ჯერ კიდევ მაშინ როცა 13 წლის ჭაბუკი ბრძანდებოდით სიკვდილს გადამარჩინეთ,მაშინ ომი დაიწყო,მეც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი 18 წლისა,მაშინ სასიკვდილოდ ვიყავი განწირული,თქვენ კი მე გადამარჩინეთ,გადაარჩინეთ სრულიად უცხო ადამიანი რომელსაც არაფერი გააჩნდა,და სწორედ თქვენი საქციელით დამიბრუნეთ და დამანახეთ ჩემი სიცოცხლის აზრი,მნიშვნელობა იმისა თუ ვინ ვარ და რა ვარ,ამიტომ
მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ და ეს მოგცეთ...-ახალგაზრდა ჭაბუკმა მთის ყვავილების თაიგული და ძვირფასი ქვა უბოძა პრინცს,შემდეგ კი უკან წამოვიდა***
ჯიმინი ამ ამბის შემდეგ ვეღარ ისვენებდა,ადგილს ვერ პოულობდა ,ფამუდმებით ჭაბუკის სიტყვებზე ფიქრობდა,ნუთუ მან ეს მართლა გააკეთა?ნუთუ მართლა გადაარჩინა ვიღაც ამ ცივმა არსებამ? ცდილობს მიხვდეს ახალგაზრდის სიტყვების არსს თუმცა სულ ტყუილად
ყმაწვილის სიტყვების გარდა მისი ჭუჭხიანი სახეც არ ამოსდიოდა გონებიდან,წარმოიდგენდა თუ როგორი ლამაზი იქნებოდა იგი სუფთა,ასე გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი
_____________
ახალი ფიკი,დიდი ხანია მინდა ამის დაწერა და ვერ მივაღწიე ეხა ძლივს დავწერ
eltkjmsu თუ წაიკითხავ გამიხარდება თაგვოოო
