ნაწილი 1🖇️

40 1 1
                                    

ვზივარ ჩემთვის უაზროდ, დაღლილი უნივერსიტეტისგან, ცალკე სამსახურისგან და ამდროს უცბად შეტყობინების ხმამ გამომაფხიზლა, საღამოს 9 საათია და ვიფიქრე ჩემმა დაქალმა ხოარ მომწერა-თქო, ხატიას უკვე დიდი ხანია ვიცნობ, სადღაც 7 წელი და ერთმანეთთან ძლიერი სულიერი კავშირი გვაქვს...მოკლედ, დავხედე ტელეფონს და ვხედავ უცნობ სახელს და გვარს: "ნიკოლოზ სახეიშვილი".
უაზროდ ვიყავი და მესიჯის გახსნა დავაპირე, დაღლილი ვიყავი და დროის გაყვანა მინდოდა,
თორე არასდროს არ ვპასუხობ უცხოებს, საერთოდ არ მიყვარს ინტერნეტიდან ახალი ადამიანების გაცნობა, არ მჯერა რომ ინტერნეტიდან გაცნობილი ადამიანები ჩვენს, ნუ პირადად ჩემს ცხოვრებაში დიდი ხნით იარსებებენ და ფუჭად დროს დავკარგავ, ნუ ის 20 წამიც ხო გამოსადეგია მითუმეტეს ჩემს დაკავებულ და საქმიან ცხოვრებაში ^-^ კაი, მოდი დავუბრუნდეთ იმ ნაწილს საიდანაც ყველაფერი "უცნაურად დაიწყო":

ნიკა: პრივეტ, როგორ ხარ?
...ვფიქრობ მივწერო თუ არა, თან ჯერ მის გვერდზე გადავედი, საკმაოდ სიმპათიური ბიჭი ჩანს ფოტოებში, მაღალი, მუქი ყავისფერი შუბლზე ჩამოყრილი თმები, არც ძაან გამხდარი და არც მსუქანი, განიერი დაკუნთული მხრები, ეტყობა რო ვარჯიშობს, მაგრამ იშვიათად ^-^ ყველა ფოტოში კარგად აცვია, მომწონს მისი სტილი არ დავმალავ. ბოლოს გადავწყვიტე რომ მოკლე და მარტივი პასუხი გამეცა:

მე: გამარჯობა.



...
(ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ამის დაწერა სრულიად უცბად გადავწყვიტე და თუ მოგწონთ და გინდათ რომ გავაგრძელო შემდეგი ნაწილები, მაშინ აუცილებლად გაგახარებთ სხვადასხვა დამაინტრიგებელი, საინტერესო და სასიყვარული ისტორიებით რომელიც "უეცარ შემთხვევაში" მოხდება, მადლობა ვინც ჩემი პირველი "შემოქმედება" წაიკითხა💓 )
-სიყვარულით,
ავტორი ^-^

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 29, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

უეცარი შემთხვევა.Where stories live. Discover now