🔞Instagram suga🔞(მეორე ნაწილი, დასასრული)

4.2K 120 78
                                    

❗ბოლოს იქნება +18 სცენა, ამიტომ სასურველი არაა მცირეწლოვანთათვის🔞❗

ტელეფონი თავის ადგილას შეუმჩნევლად დავაბრუნე, წემიერად მოვწყდი სამყაროს.

შემზარავმა აზრმა გამიელვა თავში, რომელიც ისედაც ბურუსით  მოეცვა  ვიღაც მინ იუნგის.

იქნებ სიმართლეს ამბობს?
თუ კარგად გადავხედავ პიროვნების შინაგან სამყაროს, ვაღიარებ იდიოტიც ვიქნები თუ გამოვრიცხავ მის აქ ყოფნას.

მაგრამ მაინც, ვინ ჯანდაბაა მინ იუნგი?

ვარიანტები ორ კატეგორიად იყოფა, პირველი:

სექსის მოყვარული არარაობა, რომელმაც საათებში გაარკვია ჩემი ნომერი, გადაქექა ჩემი მონაცმები და ისტორია, გაარკვია მერამდენე კურსზე ვარ, სად და რა განხრით ვსწავლობ, მოაგნო ჩემს ფაკულტეტს და ახლა სადღაც უნივერსიტეტის შემოსასვლელთან მელოდება.

ამ ყველაფრის გაფიქრებაზეც კი ტაო მაყრის. აინტერესებ იმიტომ, რომ მაშინვე არ გაუშალე ფეხები, ის კი ნამდვილი გიჟია, რომ არ შეგეშვა, მაინიაკივით აგეკიდა.

მეორე ვარიანტის მიხედვით ის უბრალოდ ქუჩის ეგრედძოდებული "მაგარი ბიჭი"-ა,  სიგარეტის სუნად აყროლებული, რომელსაც ამჯერადაც შენი გაჟიმვა ამოძრავებს და თავის არარსებულ სიამაყეს ვერ აბიჯებს.

ლოდებად ჩამიქროლა გონებაში ათასობით საშინელმა სცენამ და არამიწიერი სისწრაფით აამუშავა გული, რომლის თითოეულ ფეთქვას ისეთი სიმძლავრით ვგრძნობდი, რომ ეს უკვე ტვინის უჯრედებს აწვებოდა.

- შ/ს, რა გჭირს? - მკითხა და ნაჯღაპნებიან რვეულს მზერა მოაცილა.

- არაფერი, უბრალოდ დაღლილი ვარ , ძილი არ მეყო, გვიანობამდე ვმუშაობდი პროექტზე - აღელვებულმა გავაქნიე თავი და ისევ ლექტორს გავხედე, რომელიც უკვე ამთავრებდა ლექციას.

- მე კი ჯერ არც კი დამიწყია - უხალისოდ ამოილაპარაკა და ისეთი თვალებით შემომხედა აშკარა იყო რასაც მოელოდა ჩემგან.

ONE SHOOT BTS 🔞⚡Where stories live. Discover now