სახელი გვარი- უცნობია
ასაკი- უცნობია
მშობლები- უცნობია
დედმამიშვილები- უცნობიაუცნობის POV:
მანქანაში მოხერხებულად ვჯდები და სახლისკენ ვიღებ გეზს
სიჩქარე ყოველთვის იყო ის, რაც ჩემში ადრენალინის ტალღებს იწვევდა. ასფალტზე ჩემი მანქანის მსუბუქი სრიალი, მოულოდნელი მრუდეები... ყოველი მომენტი ენერგიით მავსებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არასდროს მიფიქრია ავარიის გამოწვევაზე, არცერთხელ. მე ვფრთხილობდი, ვიცოდი, როდის უნდა დამეცვა საზღვრები. თუმცა... ამ ყველაფერს არასოდეს მივცემდი საშუალებას, ჩემს სიამოვნებაში ხელის შეშლა მოეხდინა.
სწრაფი ტარება ჩემი ერთგვარი რიტუალია. მანქანა და მე ერთნი ვართ, ისე მივრბივარ გზაზე, თითქოს ამ სამყაროსგან არაფერი მემუქრებოდეს. ყველა ტალღა ჩემგან მოშორებით რჩება, ყველა დაბრკოლება კი უკან. მაგრამ ახლა, მოულოდნელად, რაღაცა გაიყინა... ჩემს წინ მანქანა გაჩნდა. ისე სწრაფად მომიჭრა გზა, რომ პედლებზე მთელი ძალით ვაწვები და მაინც, ვგრძნობ, როგორი ძნელად ვაჩერებ. წამიც და, ავარიას გამოვიწვევდი, მაგრამ კიდევ უფრო საშინელია იმის გაცნობიერება, რომ მე თვითონ ვიყავი იმ შეშლილთან ახლოს.
ისე ძლიერ ვაწვებოდი პედლებს, მეგონა, ძრავა დაიხეოდა, მაგრამ ჩემი ინტუიცია წამის მეასედში ამოქმედდა. ღვედი მკერდს მიჭერს, მთელი სხეულით ვგრძნობ მის მარწუხებს, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. თითქოს რაღაც ჩემში გასკდა. შვება? არა. ეს იყო სიბრაზე, ისეთი მძაფრი და ბობოქარი, როგორც არასდროს. თვალები სისხლში მევსება, ვხედავ, როგორ ჩერდება ის მანქანაც ჩემს გვერდით. "ეს ყველაფერი ასე ვერ დამთავრდება," ვფიქრობ ჩემთვის. ახლა უკვე მზად ვარ, რომ ნებისმიერი, ვინც ამ სიტუაციაში გამხადა მსხვერპლი, ხელებით მოვგუდო. სიბრაზემ და გაღიზიანებამ მთელ სხეულში გამიარა, თითები ისე მქონდა შეკრული, თითქოს ყოველი პედალზე დაჭერა, ყოველი წამი კიდევ უფრო მარწუხებით მიჭერდა.
პასუხი კარგად უნდა მეგებებინა იმ ადამიანს ზუსტად ეხლა რომელმაც კინაღამ ჩემი სიცოცხლე შეიწირა
YOU ARE READING
« მაფიის ༒︎ დედოფალი »
Fanfictionპირველი ქალი მაფიაში რომელიც ყველაზე ცნობილი და ყველასთვის შიშის მომგვრელი მაფიის ბოსია, სასტიკი და დაუნდობელი ქალი რომელსაც ხელიც არ აუკანკალდება ისე გაასხმევინებს ტვინს ადამიანს არა უდანაშაულოს, არამედ დამნაშავეს, მაგრამ რა მოხდება როდესაც იგივ...