| 2 |

604 77 33
                                    

ჯეონის POV:

თვალს მოეფარა თუ არა სიმწრისგან
ხმამაღალი ყვირილი დავიწყე,
საშინლად მეწვოდა ერთი ადგილი.
ისე ძლიერ ჩამარტყა კინაღამ მეც და ჩემი შთამომავლობაც საიქიოში გაგვგზავნა იმ ბოზმა.

ნელა და გაჭირვებით წამოვდექი ძირიდან, ფეხებს ძლივს ვადგამდი.
თითქმის ხოხვით მივედი მანქნამდე.
ფრთხილად ჩავჯექი და
სწრაფად სახლისკენ წავედი.

ვერც კი გავიაზრე როდის მივედი სახლში, ფეხებ შუა ყველაფერი ისე მენგრეოდა ერთი სული მქონდა ცივი
ყინულები დამედო ცოტა მაინც
გამენელა ტკივილი.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ შევუვარდი იმ ლამაზმანის მანქანას, და რა მოხდა იქ არა? ახლავე გიამბობთ ამას...

აპარტამენტისკენ მომავალი საჭესთან მთელი ყურადღებით ვიჯექი, როცა ტელეფონმა ჩუმად დაიწყო ვიბრაცია. მეც ავიღე თუარა საპასუხოდ ხელიდან მაშინვე გამიცურდა და ფეხებთან ჩამივარდა, ჩემს იღბალს კარგად და გვარიანად ვაგინებდი და ისე გაცხარებით ვეძებდი ტელეფონს. თავი ჩავხარე და ვცდილობდი, ტელეფონი როგორმე მეპოვა, მაგრამ უშედეგოდ. არ მიფიქრია, რომ წამებშივე რაიმე მოხდებოდა რადგანაც გზა სრულიად ცარიელი იყო და აზრათაც არ მომსვლია რომ მანქანა შემხვდებოდა. უეცრად ხმამაღალი სიგნალის ხმამ დამიბრუნა რეალობაში. გავიხედე წინ და უზარმაზარი ტრაილერი მთელი სისწრაფით პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა. დაუფიქრებლად საჭე მთელი ძალით მოვაბრუნე გვერდზე და სწორედ ამ დროს დავეჯახე იმ მანქანას, რომელიც ჩემ წინ მიდიოდა. როდესაც გავარკვიე რომ ქალი აღმოჩნდა იმ ავტომობილის მძღოლი აღარ გავტყდი, და ტყუილი წამებში მოვიგონე, ვითომ საჭე ვერ დავიმორჩილე. არც კი მახსოვს, რა უნდა ეთქვა მას შემდეგ... თუმცა დარწმუნებული ვარ, იმ მომენტში ვგრძნობდი, რომ თამაშს კარგად ვმართავდი.

« მაფიის ༒︎ დედოფალი »Where stories live. Discover now