*მუსიკასთან ერთად 🙏🏻
დიდი ტელევიზორის წინ იყავი ჩამუხლული. მუხლებზე ხელები გქონდა ჩემოხვეული და აქეთ იქით ირხეოდი. შენს ლამაზ სახეს ეკრანზე გამოსახული ქოლგიანი ბიჭი გინათებდა. მხოლოდ ტექსტზე იყავი კონცეტრირებული და სულ დაგავიწყდა რომ მეც ოთახში ვიყავი, შენს გვერდით სავარძელში ჩაფლული და თვალს ვერ გწყვეტდი.
ცოტახნის წინ საშობაოდ მაღალი და გამხდარი ნაძვისხე მოვრთეთ უბრალო პრიალა ოქროსფერი სათამაშოებითა ბევრი ნათურებით. ყველგან თვალის მომჭრელი ნივთები დამაკიდინე. ჩენს პირველ შობას ერთად ავღნიშნავთო და მთელი მაღაზია გამოზიდე.
წინ ჭერიდან იატაკამდე ჩასული ფანჯარა პრიალებდა. ჩვენ გვირეკლავდა. იქაც კი ვხედავდი შენს მომღიმარ სახეს. ღამის სიბნელეში თეთრი ფანტელები ჩანდნენ მარტო. ხშირი სქელი ფანტელები. გაუთავებლად ცვივოდნენ ციდან. ფარდა მთლიანად გაწიე რომ კარგად დაგენახა ისინი, მაგრამ მუსიკამ იმდენამ შეგიყოლა, იქით არც კი გაგიხედავს.
შენი შავი თმა წითელ კუბოკრულ პერანგზე გქონდა დაფენილი. ფჩოკლები თალებში გეფხატებოდა მაგრამ მაინც ბედნიერად იღიმოდი. ეტყობა იგრძენი, რომ შენთვის თვალი არ მომიშორებია. ისეთი უცოდველი მზერით შემომხედე რომ თვალწინ ბემბი დამიდგა.
-ხო კარგი მუსიკაა?
ჩამეცინა. სულ გადამავიწყდა რომ ეგ მუსიკა მე ჩამირთე.
-ძალიან მომწონს. - სიმართლეს გეუბნები.
ნამდვილად ღირდა შენი ამ ღიმილის დანახვა. უცებ წამოფრინდი და ხელში ხელი ჩამავლე.
ძირს დაყრილი პლედები მიმოყარე ფეხებით და ოთახის შუაგულში საცეკვაოდ გამიწვიე. წელზე ხელი შემოგხვიე, ცალით შენი მეორე მკლავი დავიჭირე რომლის ფრჩხილებიც სისხლისფრად გქონდა შეხებილი. შუბლები ერთმანეთს შევახვედრეთ და მუსიკის ფონზე ერთდ დავიწყდეთ რწევა. ხანდახან ტუჩებზე მკოცნიდი. ისეთი უბრალო მაგრამ გამაგიჟებელი კოცნით, რომ თავს ვიკავებდი მთლიანად არ მოგცემოდი.
ასე არავინ შემყვარებია. ესეთი უბრალო არავინ შემყვარებია.
ფიფქიასავით ქათქათა თეთრ კანზე შეფარკლული ლოყები დაგინახე. მიუხედავად იმისა რომ ოთახში მხოლოდ ნაზი საახალწლო ნათურები და დიდი ტელევიზორი ანატებდა, შენი სახე მაინც გავარჩიე.
რენესანსით წაგეცეკვე, შენ კი ის შეკავებული სიცილი აღმოგხდა.
-თურმე რა ტალანტს მალავდი. - ხითხითებდი.
დაგატრიალე და შემდეგ ნახევარი სხელუით გვერდულად დაგიჭირე. მაგრად გაკოცე.
ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ისევ გავარძელეთ ერთნაირი პიჟამოებით პინგვინებივით რწევა.
-რა კარგია რომ ჩემთან ხარ. - სევდიანი ხმით ჩაილაპარაკე. შენს აბრწყინებულ თალებში სევდას ვხედავდი. ოღონდ ბედნიერებისას.
გულში მაგრად ჩაგიკარი. მინდოდა გეგრძნო რომ არასოდეს გაგიშვებდი. ისე გეხუტებოდი, როგორც ღამე მთვრეს.
ახლა ჩემს მკლავებში წევხარ. იგივე მუსიკა უკრავს და ორივენი ისევ ტელევიზორის წინ, სავარძელში ვართ ჩაფლულები პლედების მორევში.
პირველად ვგრძნობ შობის აღნიშვნისას ასეთ სიხარულს. ძილის დროსაც კი იღიმი. ნეტავ რა გესიზმრება? ალბათ ისევ ვცეკვავთ. იმედი მაქვს სამუდამოდ ვიცეკვებთ.
𝒈𝒖𝒎𝒖𝒔𝒔𝒆𝒓𝒗𝒊 𝒍𝒊𝒈𝒉𝒕 ♥︎