აივანზე ვზივარ. პლედსა და უამრავ ნაქსოვ სამოსში ისე ვარ შეხვეული რომ დეკემბრის სუსხი ვერაფერს მაკლებს. ჩაცლილი ყავის ჭიქა მაგიდაზე დევს ჩემს გვერდით. სიგარეტს ნელა დიდი სიდინჯით ვეწევი. თოვა წეღან დაიწყო. შებინდებულ თბილისში შენობები ანათებენ. მაღაზიის აბრები და ამ წვრილ ქუჩაზე გაყოლებული სასტუმროს ნათურები განსხვავებული სილამაზეთ გამოირჩევიან ამ საღამოს. დიდი ფანტელები ცვივა. სახლში ტელევიზოროდან გამომავალი დინ მარტინი მღერის. აქამდე არ ვიცოდი ვინმეზე თუ შემეძლო მეთქვა რა ზამთარივით მყუდრო ხმა აქვს მეთქი - მაგრამ სწორედ ასე ავღწერდი მარტინის იოგებს. ზამთარში ბუხრის წინ წიგნს რომ კითხულობ, ან წითელი ღვინისფერ კაშნეს როცა ქსოვ და ამ დროს გარეთ თოვს... აი ეგეთი მყუდრო ხმა აქვს. სხვათაშორის კისერზე ის ღვინისფერი კაშნე მაქვს შემოხვეული, რომელიც შემოდგომაზე მოვქსოვე.
ტელეფონი სწრაფად ანათებს ფანარს და თან წამიერად ვიბრირებს.
არ მინდა გავინძრე და ეს მყუდროება დავირღვიო, მაგრამ მიწევს ტელეფონს გადავწვდე და ვნახო ვინ მომწერა.
ნოე.
ნოე - "ნიძლავს ვდებ ახლა გარეთ იხედები და რომელიმე ძველ ჯაზმენს უსმენ".
"ალბათობა იმისა რო ყავას სვამ ძალიან დიდია"ეკრანს ვუყურებ და მეცინება.
მე - "დაახლოებით, მარა რაღაცააბი აგერია."
ნოე - "აბა რა ამერია"
მე - "ფანჯრიდან არ ვიყურები, აივანზე ვარ. სიგარეტს ვეწევი. ყავა ჩავცალე."
ნოე - "გაგიჟდი გოგო? რა აივანი ხო გაცივდი".
მე - "თბილად მაცვია ნუ ღელავ"
რაღაცის წერას იწყებს და მერე წყვეტს.
ბოლოს მესიჯი მოდის.
ნოე - "შენი ნახვა მინდა"
მე - "ამდენი ხანი მაგას წერდი?"
ნოე - "იმასაც რო ძაან მომენატრე".
ახლა მე ვიწყებ წერას და ისევ წაშლას. არ ვიცი ხუმრობით გავცე რამე სხვა პასუხი თუ ის პასუხი მივცე რაც უნდა რომ გაიგოს.
მე - "მეც".
ნოე - "გინდა შენ საყვარელ საფუნთუშეში წავიდეთ? შოკოლადის და ბანანისას გიყიდი. "
მე - "ვერ წარმოიდგენ ისე კარგად ვზივარ ახლა.
ნოე - "ადე გოგო ადექი ახალგაზრდა ხარ ცხოვრებით დატკბი"
მე - "ზუსტად მაგას ვაკეთებ ახლა"
ნოე - "ჩემთან მოწერით ხო?"
მეცინება, რადგან ზუსტად ვიცი რა გამომეტყველებითა და ტონით იტყოდა ამას რეალობაში.
მე - "ხო აბა"
მესიჯი არ გაუხსნია. ცოტახნით ტელეფონს ვთიშავ და ზევიდან ჩამომავალ ფიფქებს ვუყურებ. გუნდა-გუნდა მახსენდება. რამდენი მიტირია მაგ მურთფილმზე. სიცარიელესა და ამავედროს უსაზღვროდ გადაჭიმულ ვასადა მასში გამოკიდულ ფანტელებს შორის ვიაზრებ თუ რა ძლიერ მჭირდება ახლა ნოე.
მე - "ამოხვალ?"
მესიჯს მალევე ხსნის. გული რატომღაც სწრაფად მიცემს.
ნოე - "ცოტა ხნის წინ გამოვედი"
მეღიმება.
მე - "ფუნთუშები გამოიყოლე"
ნოე - "აბა რას ვიზამ"
სანამ ის მოვა, ხედით ტკბობას ვაგრძელებ. აივნის მოაჯირზე თოვლი დიდდება და დიდდება. დინ მარტინი "let it snow" - ს სიმღერას იწყებს. მინდა ეს მომენტი ისევე გაუთავებლად მგვრიდეს ამ სიამოვნებას, როგორც ამ ფიფქების დაუსრულებლად დაწყებული ნაკადული.