-ამ კარის დედაც, ახლა იცოდე შევამტვრევ
-არ გაბედო, გაიღვიძებენ, მე მიმიშვი
ახლა მაღალი შავთმიანი მივიდა და კარს ჯაჯგური დაუწყო, მისი ძალა რომ ვეღარ გააკონტროლა კარს სახელური და საკეტი ორივე ერთად მოსტეხა.
-ხომ გითხარი ნუღა ვარჯიშობთქო, ნახე ახლა ამ სახელურს რა უნდა ვუყოთ.
-დაიკიდე, ისე იქცევი თითქოს წეღან თვითონვე არ აპირებდი ამის გაკეთებას თან აქ როგორც მკვლელი ისე მოხვედი, მაგრამ უფრო ძიძას ჰგავხარ შავებში.
-ოუ ძიძა შავებში.
-მოკეტე და შევიდეთ ფელიქს, გათენებამდე ყველაფერი უნდა მოვასწროთ, თან დანარჩენები ბაზაში გველოდებიან.
ორი სხეული სახლში ჩუმად და უხმაუროდ შევიდა, ნუ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით შეიპარა.
მისაღებ ოთახში დიდი განათებული ნაძვის ხე დახვდათ, კაშკაშა და უამრავი სათამაშოთი მორთული, მაგრამ ეს ხედი უკვე ცოტა არ იყოს მობეზრებული ჰქონდათ.
-აბა აბა პატარა გოგონას რა უნდოდა საახალწლოდ შემახსენე?-შედარებით მაღალმა ბიჭმა დაარღვია ეს მშვიდი იდილია, რომელიც მოგიზგიზე ბუხრის წინ დასადგურებულიყო.
-"გააქრე მამაჩემი ამ სამყაროდან, ისე თითქოს არც არსებობდა, რომ მე და დედამ მშვიდად ვიცხოვროთ" ესაა ის რაც მან სიტყვა-სიტყვით დაწერა წერილში.
-მამის დამოკიდებულება ოჯახთან როგორია?
-ღალატი, ძალადობა და თავის ხალხში ისე მოჩვენება თითქოს მისი ოჯახი იდეალურია-როცა ქერათმიანმა საუბარი დაასრულა, მის გვერდით მდგომს ჩაეცინა და მისკენ მიაბრუნა მზერა.
-კარგი მიზეზია, ხედავ ლიქს? ცუდი ბავშვები მართლაც რომ არ არსებობენ, ყველაფერს აქვს მიზეზი.
-რას იტყვი მამას ერთი კარგად ხომ არ გავულაწუნოთ.
-როგორც შენ იტყვი, ოღონდ თუ ეგ გალაწუნება მის იმ ქვეყნად გაგზავნას გამოიწვევს.
YOU ARE READING
Christmas EveL
Fanfictionსაშობაო ბოროტება, ან იქნებ უბრალოდ "ცუდი" ბავშვების სურვილები. _________________________________________ /I don't own any of the pics that are used in this story./ Enjoy♡