L

136 21 48
                                    

"ძმაო გაიგე? ჩვენს კვარტალში 4 ბავშვი გაიტაცეს და მოკლეს, მხოლოდ სამის სხეული იპოვეს, გთხოვ სახლიდან ხშირად ნუ გახვალ, საშიშია.
მაგრამ საინტერესოა მეოთხე სადაა, არა?"

ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც სადღაც 18 წლის თუ იქნებოდა თავის პატარა 11 წლის ძმას გახედა და თვალები მოიფშვნიტა, ტელეფონის გამოსხივება მართლაც რომ დიდ გავლენას ახდენდა მასზე.

"ჩვენი სახლის სარდაფში ვარ, დამეხმარე ეველინ"

"რ-რა? რას ამბობ? შენ აქ ხარ, ჩემს წინ" შავთმიანს ხმა ჩაუწყდა, ამჯერად მისი ძმა ცუდად ეხუმრებოდა "ასე ნუ ხუმრობ, ძამიკო, მაშინებ"

"მართალს ვამბობ ეველინ, ფრთხილად იყავი, გთხოვ"

"ალექს-" მის ძმასთან შეპასუხებას აპირებდა, მაგრამ მამის ხმის გაგონებაზე კარისკენ მიიხედა,  რომელშიც კაცი წარბშეჭმუხნული უყურებდა მის ერთადერთ შვილს.

"ეველინ, ვის ესაუბრებოდი?"

"ჩემს ძმას მამა, ვერ ხედავ?"

"პრინცესავ, არ ვიცი რა ხდება მაგრამ იცოდე თუ მთვრალი ხარ და რაღაცებს ბოდავ, გთხოვ დაიძინე და ხვალ ვისაუბროთ."

"არა მამა, მთვრალი არ ვარ, ალექსი ჩემს წინ ზის, ნუთუ მართლა ვერ ხედავ?"

"ეველინ, დაიძინე"

"მამა, მას მართლა ვერ ხედავ?"

"შენ ძმა ღარ გყავს ეველინ, არა!"

"რ-რა?" თვალებში შიშმა გადაურბინა, მამამისს ბოლოჯერ შეხედა, რომელიც მისი შვილის ჯანმრთელობაზე ახლა ნამდვილად ღელავდა.

"მგონი ხვალ ფსიქოლოგთან უნდა წავიდეთ, ახლა კი დაიძინე, ტკბილი ძილი"

კარის დახურვისთანავე გოგონამ მისი ძმისკენ მიიხედა, ის ისევ იქ იჯდა, ბალიშს ჩახუტებოდა და ხმის ამოღებას არ ჩქარობდა.

"ის რატომ ვერ გხედავს? საერთოდ რა ჯანდაბა ხდება?"

"მე მკვდარი ვარ დაიკო, სარდაფში ვარ, მაგრამ ჩემი სული სულ შენთან იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩემი წასვლის დროა, მე დავბრუნდები"

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 25, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Christmas EveLWhere stories live. Discover now