~თავი მეორე~

790 38 16
                                    

ალისიას პოვ:

ძილის დროს ვიგრძენი როგორ მეხებოდა ვიღაც სახეზე და უცებ წამოვხტი საწოლიდან.

-მშვიდად, ჟღალთმიანო

-შენ რა გაგიჟდი?

-არა, რატომ?

-ამ დილაუთენია აქ რას აკეთებ?

-ჩემი მშობლებიც ქვემოთ არიან, შენებთან ერთად საუზმობენ.

ამოვიხვნეშე და საწოლზე დავვარდი.

-მალე გაემზადე, მერე სადღაც მინდა წაგიყვანო

-დღეს არ მცალია საერთოდ

-არაუშავს, მოიცლი

-სამწუხაროდ ვერა.

ფეხზე ავდექი და სააბაზანოში შევედი.

ლიამის პოვ:

მინდოდა დღეს ალისიასთან ერთად დრო გამეტარებინა მაგრამ თუ არ სცალია, რას ვიზამთ. ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. ნახევრად შიშველი იყო.

-არ გინდა მეც შემოგყვე?

შევეკითხე მაგრამ პასუხი არ დამიბრუნა. ჩემი პიჯაკის ჯიბიდან ჩვენი ფოტო ამოვიღე და იქვე მყოფ ცარიელ ჩარჩოში ჩავუსვი. საწოლის გვერდით პატარა მაგიდაზე დავუდე. ცოტახანში ოთახში დაბრუნდა და გარდერობში შევიდა. ამჯერად უკითხავად შევყევი მეც. ამოიხვნეშა, მე კი, გამეცინა.

-არ გახვალ?

-არა, რატო?

-ხელს მიშლი. 

ოთახის კუთხეში მივიხედე და ჩემი ნაჩუქარი ყუთი ისევ გაუხსნელი ედო.

-ჩემი საჩუქარი არ გაგიხსნია?

-დამავიწყდა

-1 თვის წინ გაჩუქე

-არ გამხსენებია, მართლა

-ეხლა გახსენი.

საჩუქართან მივიდა და გახსნა. ყუთიდან შავი კაბა და ფეხსაცმელები ამოიღო.

-ლამაზია, მადლობა

-ჩაიცვი, მაინტერესებს როგორ გექნება. 

სამი დღეOnde histórias criam vida. Descubra agora