12

1.2K 58 1
                                    

.ალექსანდრე.

ოდესმე ჩაგიხედავთ სიკვდილისთვის თვალებში?
მე ჩამიხედავს,ძალიან ბევრჯერ,მაგრამ არასოდეს ჩაურბენია ყველა ტკბილ მოგონებას ჩემს გონებაში,არასოდეს მიგრძვნია სინანული,არასოდეს მიფიქრია,რომ საცოდავი ვიყავი,არასოდეს მინანია ჩადენილი,არასოდეს მინატრია დროის უკან დაბრუნება..
როდესაც ჩემ უკან მდგარი სესილი მუხლებზე დაეცა,მაშინ ვიგრძენი ყველა ის გრძნობა, რაც ზევით ჩამოვთვალე,მიუხედავად იმისა,რომ ტყვია სესილის მოხვდა,ყველა მომაკვდავი ადამიანისთვის დამახასიათებელმა შეგრძმებამ ჩემში გაიელვა...
გაყინული ვიდექი და მივშტერებოდი მუხლებზე მდგომ ხეულს,თავი წინ გადაეხარა და მუხლებზე დაჩოქილს,ზურგზე კუპრივით შავი თმები,სიკვდილის სუდარასავით ჰქონდა გადაფარებული..
-მინდა ის იგრძნო,რაც მე განვიცადე,ჯერ დედაშენმა წამართვა ჩემი ქმარი,ეხლა შენ.მარტო დედაშენის ნაირი ძუკნა გაზრდიდა შენნაირს..
სოფოს კივილმა გადაფარა სესილიას კვნესა,ვიგრძენი როგორ მომადო კეფაზე იარაღის გამთბარი ლულა, ერთ წამში გადაფარა ბრაზმა ყველაფერი,საერთოდ დავკარგე კონტროლი,მთელიძალით იდაყვი მოვუქნიე,ისე რომ გააზრებაც ვერ მოასწრო,იარაღი ხელიდან გაუვარდა და ოთახის დაკეტილ კარებთან გასრიალდა.
მთელიძალით დავარტყმევინე თავი იატაკზე,სისხლით დაფარული სახე,გვერძე გადააგდო და გაითიშა. კბილებს ერთმანეთზე ვაჭერდი და ვდილობდი სიბრაზისგან და სასოწარკვეთილებისგან აკანკალებული სხეული დამემორჩილებინა.
-გთხოვ....არ მინდა სიკვდილი...ბავშვი მოკვდება...თუ მე მოვკვდები...ბავშვი მოკვდება..
ნაწყვეტ ნაწყვეტ ჩურჩულებდა სიტყვებს და ცდილობდა მკერდს შორის გაჩენილ ნატყვიარზე ხელი მიეჭირა
-არა ჩემო კნუტო,ნუ ლაპარაკობ,ძალები არ დახარჯო,გაუძელი,შენი ალექსანდრე გადაგარჩენს..
ვცდილობდი დამემშვიდებინ,მაგრამ მე უფრო პანიკაში ვიყავი.
-მეძინება...ძლიან მეძინება...
უფრო და უფრო უსუსტდებოდა ხმა
-არ დაიძინო ჩემო ანგელოზო,არ დაიძინო გემუდარები...
მთელი ძალით მივრბოდი მანქანისკენ,გარშემო პანიკა ატყდა,სიტყვებს ვერ ვარჩევდი..
უკანა სიდენიაზე დავაწვინე და ისევ და ისევ ვთხოვდი არ დაეძინა..
ისე ვატარე მანქანა მიკვირს გზაში რომ არ დავიხოცეთ..
მთელი გზა ველაპარაკებოდი,ვთხოვდი წარმოედგინა როგორი იქნებოდა ჩვენი შვილი...ვპირდებოდი კარგად რომ გახდებოდა აქედან წავიყვანდი და სხვა ქვეყანაში,სადაც თვითონ ენდომებოდა იქ ვოცხოვრებდით,ყველაფერს ვპირდებოდი ოღონდ არ დაეძინა...
-გუშინ როგორც ცოლი ისე მომიხსენიე.
ღიმილიანი,დაღლილი სახით აღმოხდა სიტყვები..
-ჩემი ცოლი,ჩემი შვილის დედა და ჩემი ყველაფერი ხარ..გაუძელი და სამყაროს მოგიძღვნი...გემუდარები..
ქალივით ქვითინი დავიწყე და დასუსტებული სხეული გადმოვიყვანე მანქანიდან,ემერჯენსის შუშის კარები შევაღე და ყვირილი დავიწყე,ყველა დაპანიკდა,მოსაცდელში მჯდარ ბავშვებს თვალებზე ხელებს აფარებდნენ მშობლები..
დაცვას დავყვიროდი თავზე რომ ყველა ექიმისთვის დაეძახა..
ყველაფერი ერთმანეთში აიდღაბნა..
გამოსახულებებს ვეღარ ვარჩევდი...
სესილიას თეთრი პერადგი მთლიანად სისხლით იყო გაჟღენთილი,ეხლა დავაკვირდი,რომ პერანგი გაგლეჯილი ჰქონა,მკერდის ქვევით დახატული ფენიქსიც მთლიანად გადღაბნილი იყო სისხლისგან..
სისხლიანიც ისეთი ლამაზი იყო..არამიწიერად ლამაზი...
კისერში ცხვირი ჩავუყავი და ვემუდარებოდი რომ გაეძლო,ჩემს გამო გაეძლო..
ხელებიდან გამომტაცეს და საკაცეზე დააწვინეს,სახეზე რომ შევხედე,უკვე გათიშულიიყო..
პანიკისგან აღარ ვიცოდი რა მექნა..
კედელთან ჩავცურდი და თმაში ხელები შევიცურე..
-გთხოვთ უთხარით,რომ ორსულადაა.
დაცვის კაცს ვთხოვე..
რაცია დააბრუნა მაგიდაზე და თანაგრძნობის გამომხატველი მიმიკით მიმანიშნა რომ გაიგო ჩემი თხოვნა..
უკან დაბრუნებულმა დაცვის თანამშრომელმა წყალი მომაწოდა და დამეხმარა სავარძელზე გადავმჯდარიყავი..
რაღაცეებს მელაპარაკებოდა,მაგრამ გონებაში მხოლოდ თოვლივით თეთრ კანზე ადღაბნილი სისხლი მედგა..
"როცა გამოკეთდება აქედან სამუდამოდ დავახვევთ,ხომ გამოკეთდება?!"
"ტატუ სალონს ვაჩუქებ"
"ცოლად მოვიყვან და სანაპიროზე გადავიხდით ქორწილს"
"კიდევ ბევრი შვილები გვეყოლება"
"ისეთ ხის სახლს ავუშენებ როგორზეც ოცნებობდა"
ჩემს თავს ველაპარაკებოდი და ვცდილობდი არ მეფიქრა, რომ სიკვდილ სიცოცხლის გასაყარზე იდგა ქალი,რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო...
ხელის კანკალით მამაჩემს მივწერე რომელ საავადმყოფიში უნდა მოსულიყო..
თავი სავარძელზე გადავწიე და ვეცადე კარგზე მეთიქრა..

განსაკუთრებულიWhere stories live. Discover now