-არა ასეც ვიცოდი რა!
-რა ხდება?-კითხა გაკვირვებულმა ჯანქუქმა ნინოს
-გამახსენდა!
-რა გაგახსენდა?
-მე და იუნგი ერთად ვიწექით!-და ახლაღა მიხვდა რომ ცოტა ხმა მაღლა მოუვიდა ამის თქმა.თავი ჩაღუნა და სირცხვილისგან თავში ხელების რტყმა დაიწყო-დღეს საშინელი დღე მაქვს
-ნინო რაზე ლაპარაკობ როდის ან რანაირად, შენ და იუნგი.. უკვე?!
-ჯანქუქ ახლა მთელი ძალით ჩაგარტყამ!
-კარგი კარგი ბოდიში!
-ღმერთო ახლა რა ვქნა?
-აი იუნგი მოდის
ნინო ახლა აღარავის აქცევდა ყურადღებას ერთადერთი რაც ამ წუთას ადარდებდა სიმართლე იყო ამიტომ პირდაპირ მივარდა იუნგის და საყელოში სწვდა.იუნგის შეშინებული და შეშინებულზე მეტად გაკვირვებული სახე ჰქონდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა-მეც მიხარია შენი დამახვა-ირონია შეურია იუნგიმ
-გეფიცები მოგკლავ!
-ნინო რა ხდება?-უკვე ვეღარაფერს იგებდა იუნგი და გაკვირვება წყენასა და პატარა სიბრაზეში გადასდიოდა
-რატომ არ მითხარი სიმართლე თუ იცოდი! გთხოვ ამიხსენი რატომ უნდა ვიგებდი ერთი კვირის შემდეგ თეჰიონისგან იმას რომ ჩვენ ერთად ვიწექით!
-ნინო ახლა უკვე დიდ გაურკვევლობაში ვარ
-შენ?შენ არა?გაურკვევლობაში?-სახეზე მანიაკურმა ღიმილმა გადაურბინა
-ხო მე!ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობ ისე მაბრალებ რაღაცეებს
ნინო უეცრად მიტრიალდა და ჯანქუქის მოვირდაპირედ მდებარე სკამზე დაჯდა.
-ნინო არ მეტყვი რა ჯანდაბა ხდება?!
-დღეს თეჰიონმა რაღაც მითხრა ახლა კი ყველაფერი გამახსენდა, ისიც ერთი კვირის შემდეგ.
-კარგი მე მგონი აქედან უნდა წავიდე და თქვენ თქვენით მოაგვარებთ საქმეს-წამოდგა ჯანქუქი, მისთვის არც ნინოს გაუცია ხმა და არც იუნგის. ჯანქუქი გავიდა კაფედან მის ადგილას კი იუნგი დაჯდა და ნინოს უყურებდა ის კი ხმას არ იღებდა.