ნანატრ პარასკევ დღეს ჩემოდნების ჩალაგებაში და ხვალისთვის მზადებაში გავატარებ, მთელი დატვირთული ხუთი დღის შემდეგ ჩემოდნის ჩალაგება საშინლად მეზარებოდა, თუმცა დასვენების დღეების ბორჯომში გატარება ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ამიტომ თავს ვაიძულე საწოლიდან ავმდგარიყავი და ქვემოთ სართულიდან ჩემოდანი ამომეტანა.
ამ შაბათ-კვირას ჩემი ოჯახი ბიზნეს შეხვედრაზე მიდის ბორჯომში ამიტომ მე და ნატალიც მივყავართ, ხო ნატალი ჩემი დეიდაშვილია, მას მშობლები რამდენიმე წლის უკან ავარიაში გარდაეცვალა და ახლა ჩვენთან ცხოვრობს და ჩვენი ოჯახის წევრია.ხვალ ისიც მოდის ბორჯომში და ძალიან გავერთობოდით იოანე და ლუკაც რომ არ მოდიოდნენ,ხო ისინი ოჯახის მეგობრები არიან, ორივე მომხიბვლელები არიან, ლუკა შავგვრემანი, მწვანე თვალებით და ხუჭუჭა თმით გამოირჩევა, ხოლო იოანე ყავისფერი თვალებითა და შავი,ოდნავ ტალღოვანი თმით, თუმცა მათ შარმს, თავიანთივე ხასიათი და ქცევები აფუჭებს.
"აბა რას შვები გოგონი ჩაალაგე ჩანთები"-ოთახში შემომივარდა ნატალი-"აუ იცი რისი თხოვება მინდა, აი ის ზოლიანი ტოპი რომ გაქვს, რო ჩამოვალთ დაგიბრუნებ უკან"-კი სულ ასე იცის, მაგრამ არასდროს არაფერი დაუბრუნებია.
"კი რა პრობლემაა, კარადაში ნახე იქ იქნება ზემოთა თაროზე"-სხვა რა გზა მქონდა მაინც ვათხოვე,- "აუ ხვალე იმ ორ ვირთხას რა გაუძლებს,ნერვებს დაგვაწყვეტავენ მთელი ორი დღე"
"ვაიმე ეგ აღარ გამახსენო, მაინც ვერ ვერ ვხვდები რატო გეზიზღება მასე ძალიან, ნუ შენ და იოანე კი ერთმანეთის დაჭმაში ხართ, თუმცა ლუკას რას ერჩი ვერ ვხვდები, საყვარელია"-ვაიმე არ მჯერა ეს თუ ნატალიმ თქვა."ქალბატონი თქვენ შემთხვევით ხომ არ მოგწონთ ლუკა"-სიცილით ვთქვი და ვუყურებდი ნატალი როგორ წამოწითლდა.
"ცილს ნუ მწამებ რა, არ შეიძლება მეგობრულად მომწონდეს, მოკლეს ეს 'ლიჟბი შეტენო' ხალხი არ შემიძლიხართ რა"-სიცილით თქვა ნატამ და ოთახიდან სასაცილოდ გავიდა, მისი გასვლიდან ცოტა ხანში სიცილი ამიტყდა, თუმცა დაღლილი დღის შემდეგ მალევე ჩამეძინა.
YOU ARE READING
რატომ ვერ გიძულებ?
Romanceმის აჩქარებულ გულის ცემას უსმენდა. ამას არ უნდა აკეთებდეს, თუმცა თავისი სხეული არ ემორჩილებოდა. დანაშაულის გრძნობა აწუხებდა, მაგრამ ამას ყურადღებას აღარ აქცევდა. გაურკვევლობაში იყო. რას გრძნობდა?! მას მისი სხეული, თუ სული იზიდავდა?