3

45 2 1
                                    

ერთი კვირა გავიდა რაც ბორჯომიდან წამოვედი და ცხოვრება ისევ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. წამოსვლისას იოანე არ მინახია, იმ საღამოს მერე მასზე ფიქრები მაწუხებს და ვცდილობ მისი საქციელების ახსნას თუმცა ჩემს თავში გაურკვევლობის მეტი არაფერი ტრიალებს, ამიტომ ვცდილობ რაც შეიძლება დავიტვირთო თავი რომ მასზე აღარ ვიფიქრო.

"გამოიცანი სად მივათრევ შენ ინტროვერტ უკანალს?"- ოთახში შემომივარდა ნატი სწავლის დროს.

"მაინც სად რომ ასე ძალიან აჟიტირებული ხარ?"-ყურსასმენები და სათვალე მოვიხსენი და მისკენ მივტრიალდი.

"მოკლედ ჩემი უნივერსიტეტი აწყობს მეჯლისისავით წვეულებას-ჩემს ლოგინზე წამოსკუპდა- "და რადგან მეწყვილე არ მყავს მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე"-თან ლეკვის თვალებით ამომხედა, რადგან იცის რომ უარს ასე ვერ ვეტყვი.

"დავფიქრდები"-ვთქვი თუმცა ვიცოდი რომ უარს არ ვეტყვოდი და ისევ წერას დავუბრუნდი.

"ჩაიცვი და მერე დამენახე"-უკვე გასულმა შემომძახა.

რა კარგად მიცნობ ნატი.

ჩემ არჩეულ კაბას ნატიმ ვერაფერი დაუწუნა თუმცა ძალიან გამიკვირდა, რომ ნატის რომელიც ამ ვერცხლისფერი სექსუალური კაბით იდგა ჩემს წინ არ ჰყავდა მეწყვილე.

ნატის გამოძახებული ტაქსი მალევე მოვიდა და დანიშნულების ადგილამდეც მალევე მიგვიყვანა. უნივერსიტეტის ეზოს არეალი და თავად მისი ინტერიერიც შესანიშნავად იყო მოწყობილი და წვეულების ორგანიზებაც ძალიან მომეწონა. წვეულების თემა "Gossip girl"-ის სერიალი იყო, ამიტომ ყველას შავი, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი სამოსები ეცვათ. მე შავი კაბით ვიყავი თუმცა ნატი თავისი ვერცხლისფერი კაბით ანათებდა. იქ ყოფნის განმავლობაში პირადად ყველაზე მეტად DJ-ი მომეწონა, როგორღაც მისი მუსიკალური გემოვნება და ჩემი ერთამენთს შესანიშნავად ემთხვეოდა ამიტომ, ეს წვრილმანიც კი მნიშვნელოვანი იყო რომ ჩემთვის იქ ყოფნა გაელამაზებინა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 11, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

რატომ ვერ გიძულებ?Where stories live. Discover now