2

52 4 0
                                    

"არ იცი რომ ტყუილი ადამიანის ყველაზე ცუდი თვისებაა?"-მაცდური ღიმილით მიყურებდა.

"შენ რა რესტორანში არ წახვედი?"-გამიკვირდა სახლში რომ დარჩა და არ წავიდა, რადგან ჩემი არ წასვლის გამო ''ხასიათის ჩამშხამებელი'' მიწოდა.

"შენ მარტო დამეტოვებინე სახლში?"-ცინიკურად ჩაიცინა და ჩემსკენ წამოვიდა.

"ნუ სულელობ,მე ძიძა არ მჭირდება, ორი წლის აღარ ვარ"- გაღიზიანებული ხმით მივმართე და ჭიქა თავის ადგილზე დავაბრუნე, ის კი ჩემსკენ სიარულს აგრძელებდა.

მომიახლოვდა.
გულმა სწრაფად დაიწყო ფეთქვა.
ჩვენს შორის მილიმეტრები იყო დარჩენილი.
თვალებში ჩამხედა.
თავი კისერში ჩარგო და ჩემი სურნელი შეისუნთქა.
ტუჩები ყელთან მიიტანა და მაკოცა.
ძალიან მესიამოვნა, თუმცა თავზე კონტროლი დავიბრუნე და ხელი ვკარი.

"რა ჯანდაბას აკეთებ, საერთოდ სრულ ჭკუაზე ხარ?"-დავუყვირე, რადგან მართლა გაურკვევლად იქცეოდა და მეც გაურკვეველ მდგომარეობაში მაყენებდა.

"არ თქვა რომ არ მოგეწონა"-ისევ მაცდური ღიმილი.

"ნაბიჭვარო,ეგეთი სისულელე მეორედ აღარ გააკეთო"-ვერ გავაკონტროლე რა წამოვროშე,მართლა ძალიან გავბრაზდი.
სახე დაუსერიოზულდა და ღიმილიც გაქრა.

"სიტყვები აკონტროლე, თორემ დიდ შარში გაყოფ თავს"-სერიოზული, მკაცრი ტონით მითხრა.

"უნდა მეშინოდეს?"-მე მისი არ მეშინოდა და უნდა სცოდნოდა, არ მიყვარს სხვის თვალში უსუსური ადამიანის შთაბეჭდილებას რომ ვტოვებ, განსაკუთრებით იოანესთან.
ისევ ჩაეცინა.

"კი, რადგან იცი რაზეც ვარ წამსვლელი"‐ესღა დაამატა, შეტრიალდა და წავიდა.
დავიბენი.
კი, ვიცოდი რაზეც იყო იოანე წამსვლელი.
შეეძლო ღრმად შეეტოპა და სხვებისთვის ეტკინა.
ზუსტად ვერ ვფიქრობდი ეს მკვლელობა იყო თუ ძალადობა მაგრამ, ვიცოდი რომ კარგი რამ არ იყო.

რატომ ვერ გიძულებ?Where stories live. Discover now