-
აწმყო
-
სახლის უკან ბაღში, უზარმაზარი ხის ჩრდილში მდგარ რბილ სავარძელში იჯდა თვალდახუჭული და სახეზე ღიმილგადაფენილი ხარბად ისუნთაქვდა მცენარეების და ყვავილების სურნელით გაჟღენთილ ჰაერს, დღესაც ყველა შეხვედრა გააუქმა, მთელი საქმეები თანაშემწეს გადააბარა რომელსაც საკუთარი თავივით ენდობოდა და ახლა უბრალოდ ცდილობდა ყველასა და ყველაფრისგან დაესვენა, თავს საოცრად კარგად გრძნობდა, გული უცნაურად უცემდა ზუსტად ისე როგორც ადრე, მაშინ როცა...
ბომბორას ყეფამ აიძულა სასიამოვნო ბურანიდან გამოფხიზლება, ზანტად გაახილა თვალები და როგორც კი ბილიკზე მისკენ მომავალი ნატა და ალექსანდრა შეამჩნია ფეხზე წამოხტა, მხარში შესდგომოდა ნატა და მოყავდა ტკივილისგან სახე ჰქონდა შეცვლილი ალექსანდრას თუმცა ყველანაირად ცდილობდა არ შეემჩნია, ნატას ტანსაცმელი ეცვა, მოკლემკლავიანი მაისურიდან გამხდარი მკლავები უჩანდა, უხდებოდა ფართო ნაცრისფერი შარვალი და დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, გრძელი ცეცხლისფერი თმა გაშლილი ჰქონდა სახე გაფითრებული ხოლო დიდი ლურჯი თვალები კი...
ერთ ადგილზე გაშეშებული ნატას საყვედურნარევმა მზერამ მოიყვანა გონს, სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მათკენ, ნატას თვალით ანიშნა გამეცალეო, მერე ფრთხილად მოხვია ალექსანდრას მხრებზე ხელი მეორე ხელი მუხლებს ქვეშ შეუცურა და ბუმბულივით მსუბუქად ააფრიალა ჰაერში, მოულოდნელობისგან წამოიკივლა ალექსანდრამ მხარზე მიეკრო და სახე მის ყელში ჩარგო, თვალები მილულა და გაეღიმა როცა იგრძნო როგორ ციებიანივით შეაჟრჟოლა მისი შეხებისას საბას...
ასე ხელში აყვანილი მიიყვანა, სავარძლამდე, ჩასვა და თვითონაც მის წინ მოთავსდა, მიმოიხედა ნატა აღარსად ჩანდა, იქვე მაგიდაზე მდგარ ჯერ კიდევ ცივ წვენს გადაწვდა, ჭიქაში ჩამოასხა და გაუწოდა.
- არ მეგონა დღეს ადგომას თუ შეძლებდი.
- წოლა აღარ შემეძლო, უკვე მესამე დღეა აქ ვარ, უბრალოდ სუფთა ჰაერზე მინდოდა ყოფნა, -ძლივს ლაპარაკობდა, სუსტი ხმით, სვენებ-სვენებით, დროდადრო ტუჩებს ენით ისველებდა და თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, აშკარა იყო რომ თავს უხერხულად გრძნობდა თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია, ცნობისმოყვარეობა კლავდა საბას, აინტერესებდა ვინ იყო ალექსანდრა, რა დაემართა, უკვე სამი დღეა მათთან იყო და არავის მოუკითხია, არც მას გაჩენია სურვილი ვინმესთვის დაერეკა, ნუ თუ არავინ ეძებდა? ნეტავ როგორ და რატომ აღმოჩნდა იქ იმ ტყეში, საკუთარ თავს არ უტყდებოდა მაგრამ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა არაფერ შუაში იყო, ეს წითურთმიანი ლამაზმანი საშინლად იზიდავდა და ეს გრძნობა არც თუ ისე ძალიან მოწონდა...
- მკითხე, -თითქოს შორიდან მოესმა მისი ხმა.
- რაა? რა გკითხო, -დაბნეულმა გაუსწორა თავისი შავი უფსკრულები მის ლურჯ ზღვებს.
- მკითხე რაც გინდა, ვიცი რომ გაინტერესებს ვინ ვარ და როგორ აღმოვჩნდი იმ ტყის პირას, ალბათ ისიც გაინტერესებს რომ ასე მშვიდად ვარ, არ გინდა გაიგო რატომ არავის ვურეკავ, რატომ არავისთან ვცდილობ დაკავშირებას ან მე რატომ არავინ მეძებს?
- არა მგონია აქ ვინმემ ასე ადვილად მოგაგნოს, -საბას უნებურად გაეღიმა.
- ჰო მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ინტერნეტ სივრცეს გადაჩხრეკდი რათა გეპოვნე და ჩემს შესახებ რამე გაგეგო, თუმცა არა მგონია რამესთვის მიგეკვლია.
- რატომ გგონია რომ ასე მოვიქცეოდი? -ეშმაკურად მოციმციმე თვალებში შეხედა გოგოს და როცა იქ წამიერად დალანდა საკუთარი თავი შეცბა, გამშრალი ტუჩები მოილოკა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, მერე კი ხელები ღიმილით აწია დანებების ნიშნად.
- კარგი ვაღიარებ რომ ვცადე შენს შესახებ რაღაცეების გარკვევა, ყველა რესურსი გამოვიყენე რაც კი გამაჩნდა და მერწმუნე არც თუ ისე ცოტა რესურსები გამაჩნია მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე, შენ ფაქტიურად არ არსებობ, არავინ გეძებს, არც პოლიციაშია შენს შესახებ განაცხადი, არც სოციალურ ქსელში... ქართველი ხარ? საქართველოს მოქალაქე?
- კი ნამდვილად ქართველი და საქართველოს მოქალაქე ვარ, თბილისში დავიბადე და გავიზარდე.
- ალექსანდრა შენი ნამდვილი სახელია?
- ეს სახელი მამამ დამარქვა, -ხმა უცნაურად დაუსევდიანდა თუმცა მალევე შეძლო თავის ხელში აყვანა და ისევ ღიმილით შეხედა საბას, აშკარად ახალისებდა ის რომ საბა ასეთ გაურკვევლობაში იყო, თვითონაც არ იცოდა რატომ იქცეოდა ასე ბავშვურად, არ იცოდა რა უნდოდა მისგან, მაგრამ მის გვერდით თავს უცნაურად გრძნობდა, უსაფრთხოდ, მშვიდად, ისე როგორც უკვე დიდი ხანია თავი აღარ უგრძვნია...
- ესე იგი ყველა კითხვაზე მიპასუხებ? -თვალისმომჭრელად უღიმოდა საბა და სულს უფორიაქებდა.
- მგონი დღეისთვის დაკითხვა საკმარისია, -უცებ მოიღუშა და რატომღაც ცოტახნის წინანდელი სითამამეც სადღაც გაუქრა, ასე ვერ მოიქცეოდა ახლა ნამდვილად არ ჰქონდა დრო ფლირტისთვის და დაუფიქრებელი საქციელისთვის.
- ჩემს შესახებ ყველაფერი რომ მოგიყვე ისევ შენთვის იქნება ცუდი, არ მინდა შენ ან ის საყვარელი წყვილი საფრთხეში ჩავაგდო, -სახლისკენ ანიშნა თავით და ცალყბად გაიღიმა.
- გეშინია? ვინმე გემუქრება? -საბა სავარძლიდან წამოიწია და ყურადღებით ჩააჩერდა თვალებში, -შეგიძლია მენდო, შეგიძლია ყველაფერი მითხრა, შენს დახმარებას შევძლებ.
- შიში? შენი აზრით შეშინებულს ვგავარ? უბრალოდ საფრთხეში ვარ და ჩემი სიახლოვე თქვენც საფრთხეს შეგიქმნით ასე რომ სულ რაღაც ორი დღე და როგორც კი ცოტა მოვმჯობინდები წავალ...
საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა, უნდოდა თუ არა მაინც მოუწევდა იმაზე ფიქრი თუ რა უნდა ექნა როცა აქედან წავიდოდა, სად უნდა წასულიყო, როგორ უნდა გადარჩენილიყო, არავინ ჰყავდა, არაფერი გააჩნდა, სრულიად მარტო იყო...
- დარჩი, -მისი ბაგეებიდან მოსმენილმა ამ ერთადერთმა სიტყვამ სრული გარდატეხა მოახდინა მის აზროვნებაში, ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს, ღიმილით უმზერდა საბა, ისეთი გრძნობა ალექსანდრას ჰქონდა თითქოს მის წინაშე სრულიად შიშველი იყო და ეს უზომოდ სიმპათიური შავთვალა მამაკაცი სააშკარაოზე გამოფენილ მის ყოველ გრძნობას და ფიქრს სიტყვა სიტყვით კითხულობდა...
- აქ ვერ დავრჩები, -თავისი უიმედო მდგომარეობის მიუხედავად საერთოდ არ უყოყმანია ისე გასცა პასუხი.
- არც გეუბნები რომ აქ დარჩე, როგორც კი გამოკეთდები თბილისში ვაპირებ დაბრუნებას და მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე, არ გინდა ასე ნუ მიყურებ, სანამ რამეს არასწორად იფიქრებ მანამდე გეტყვი რომ უბრალოდ შენი დახმარება მინდა, სამაგიეროდ არაფერს გთხოვ, უბრალოდ ვხედავ რომ დახმარება გჭირდება და რატომ არ უნდა დაგეხმარო როცა ამის გაკეთება შემიძლია...
- მე... მე უბრალოდ არ მინდა რომ ჩემს გამო...
- ნუ გეშინია შენს გამო არაფერი მომივა თანაც როცა იქ ტყის პირზე გიპოვე მომაკვდავი და აქ წამოგიყვანე თავისთავად გამოვიდა რომ შენზე პასუხისმგებლობა ავიღე და უბრალოდ მინდა საქმე ბოლომდე მივიყვანო, ჩემთან წამოხვალ, ბოლომდე გამოჯანმრთელდები, დავრწმუნდები რომ შენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მერე წახვალ სადაც გენდომება...
უსმენდა და სიტყვას ვერ ძრავდა თვალსაც კი ვერ ახამხამებდა, მისი თბილი მშვიდი ხმა ჰიპნოზივით მოქმედებდა მასზე და სხვა არჩევანს არ უტოვებდა გარდა იმისა რომ დათანხმებოდა.
YOU ARE READING
fake freedom{ completed }
RomanceᲛშობლების სიკვდილი, გაუპატიურების მცდელობა, შეძენილი ოჯახი და სიზმარში ნანახი ანგელოზი რომელიც რეალობად იქცა. ულამაზესი ალექსანდრას თავგადასავალი და მისი მოულოდნელი მხსნელის გამოჩენა. სიყვარულის ისტორია რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ❤ აღებულია 4...