8

21 4 0
                                    


ჩაბნელებულ ოთახში იწვა ნიკოლა, წელსზემოთ შიშველი იყო, თმააჩეჩილი და თვალებჩაწითლებული, მთელი ღამე იბორგა, დაძინება სცადა მაგრამ ერთი წუთითაც ვერ მოხუჭა თვალი, რამდენიმე წლის შემდეგ პირველად იყო რომ ამ ბინაში ათევდა ღამეს და მისი ციცქნა არ ყავდა გვერდით, საოცარ სიცარიელეს გრძნობდა, კიდევ სიბრაზეს, მონატრებას... იმაზე ფიქრი რომ ალექსანდრას ახლა შეიძლება საბას გვერდით ეძინა, რომ ისინი...
- ჯანდაბა ასე შეიძლება გავგიჟდე, -გაჭირვებით წამოჯდა, ზურგსუკან ბალიში ამოიდო და სქელი მუქი ლურჯი ფარდებით ჩაბნელებულ ფანჯრებს გახედა, -არ შემიძლია, რატომ არ შემიძლია რომ მასზე არ ვიფიქრო, რატომ არ შემიძლია რომ თავიდან ამოვიგდო, რატომ არ შემიძლია როგორც დას ისე შევხედო, თავიდანვე არ უნდა დამეშვა...
- დიდი ხანია საკუთარ თავთან ლაპარაკი დაიწყე? -შუა ოთახში იდგა ქეითი და ღიმილით შესცქეროდა.
- როდის შემოხვედი?
- ახლახანს, ისე იყავი საკუთარ თავთან საუბრით გართული რომ ვერაფერი გაიგე, რატომ ზიხარ ჩაბნელებულ ოთახში? დეპრესია გაქვს? -ფანჯარას მიუახლოვდა და ფარდები გადაწია.
- უკვე გათენებულა, -გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ნიკოლას დღის სინათლის დანახვისას, -რომელი საათია?
- ცხრა ხდება და სტუმარი გყავს.
- სტუმარი? მეე? -თანაც ამ დროს?
- ჰოო, და აბა თუ მიხვდები ვინ არის? -ეშმაკურად აათამაშა წარბები ქეითმა.
- ოოჰ კარგი რა, ახლა არ მითხრა რომ ისევ ის არანორმალური მომადგა.
- მასზე ასე ნუ ლაპარაკობ ნიკოლა, ანა ძალიან კარგი გოგოა, -გაბრაზებული სახე მიიღო და თითი მუქარით დაუქნია.
- კარგი? საეჭვო და საშიში ვინმეა.
- ახლა არ მითხრა რომ თითისტოლა გოგომ შეგაშინა, მე მაინც ნუ მატყუებ, მშვენივრად ვხვდები როგორ გსიამოვნებს მასთან ურთიერთობა მე უნდა გავიდე, ბარში ბევრი საქმე დამიგროვდა.
- მოიცა მიდიხარ და მას აქ მიტოვებ? ასე უნდა გამწირო? სულ ეს არის ჩვენი და ძმობა? -ნიკოლამ ისეთი სახით შეხედა, ცოტაც და ქეითი იფიქრებდა მართლა ეშინიაო.
- ანას ვთხოვე რომ სანამ დავბრუნდები მოგხედოს და ისიც დიდსულოვნად დამთანხმდა, ასე რომ მასზე ტყუილად ნუ ბრაზობ, მე დავპატიჟე, დავურეკე თუ არა ოც წუთში აქ იყო, ასე რომ კეთილი ინებე და ზრდილობიანად მოექეცი, არ აწყენინო, -ნიკოლა საფუძვლიანად დამოძღვრა, შებრუნდა და სერიოზული შეთქმულების მონაწილისთვის შესაფერისი გამომეტყველებით გავიდა გარეთ, ბედს დამორჩილებულმა ამოიოხრა ნიკოლამ.
რამდენიმე წუთი არ გასულა რომ კარი დაუკაკუნებლად შემოაღო ანამ და ოთახში თამამად შეაბიჯა, ხელში საჭმლით სავსე ლანგარი ეკავა, ჩვეულებისამებრ მოკლე შორტი ეცვა, ფართო ჭრელი მაისური, თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული, ფეხშიშველი იყო და დაჰიპნოზებულივით პირდაღებული შესცქეროდა ნიკოლას, უყურებდა ნიკოლა ამ პატარა გამხდარ, ლამაზ, ქერათმიან თოჯინას და ახლა გულიანი გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა, თუმცა მისი წვალების შანსს ასე ადვილად ვერ გაუშვებდა ხელიდან.
- დიდხანს უნდა მიყურ ასე პირდაღებულმა? -ჩაიღრინა და ხელით ანიშნა ლანგარი ტუმბოზე დადეო.
- აა, ჰოო, ქეითმა მითხრა რომ აუცილებლად უნდა შეჭამო ეს ყველაფერი, დღეს მე უნდა მოგხედო, იცოდე ყველაფერი უნდა დამიჯერო, -უკვე გამოფხიზლებულმა ამაყად მიმართა და საწოლზე ჩამოუჯდა, -ჰო მართლა არ გინდა მაისური მოგიტანო რომ ჩაიცვა? -მიამიტურად ჰკითხა და მის უზადო სხეულს თვალი აარიდა.
- რატომ უნდა ჩავიცვა, ასე შიშველი გაღელვებ? თუ გაშინებ? -ირონიული ღიმილით უთხრა, წამოიწია, მისკენ გადაიხარა და სახე სახესთან მიუტანა, არ გამოპარვია ანას აწითლებული ლოყები, აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა, უნებურად გაექცა თვალი მისი ვარდისფერი მსხვილი ტუჩებისკენ და როცა ნესტოებში, უცხო სასიამოვნო სურნელიც შეუძვრა ვეღარ მოითმინა, ჭრილობა და ტკივილები აღარც გახსენებია, ერთი ხელი მხარზე მოხვია მეორე წელქვეშ შეუცურა საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა, დაჰყურებდა გაოცებულს, შეშინებულს, ენაჩავარდნილს, უსაშველოდ ლამაზს და თავს ებრძოდა რათა ისეთი რამ არ გაეკეთებინა რასაც მერე საშინლად ინანებდა...
- რას აკეთებ? -გაპარული ხმით ძლივს ამოიკნავლა ანამ და მისგან თავის დაღწევა სცადა, ხელი გაუშვა ნიკოლამ გვერდზე გადაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.
- წადი აქედან, -რაც შეეძლო მშვიდი ხმით უთხრა.
- ესე იგი მაგდებ არა? -არეული ძლივს წამოდგა საწოლიდან და ნელი ნაბიჯით წავიდა კარისკენ.
- ასე რატომ იქცევი ანა? -კართან დაეწია ნიკოლას ხმა.
- როგორ ასე? -აცრემლიანებული თვალებით გამოხედა.
- ალექსანდრას ბიძაშვილი ხარ და საერთოდ არ გაინტერესებს მისი ბედი, ერთხელაც არ გიკითხავს როგორ არის, ამის მაგივრად დილაუთენია მოდიხარ ჩემთან ფაქტიურად უცნობ კაცთან და სახლობანას მეთამაშები, შენი აზრით ეს ნორმალურია? როგორ ფიქრობ შეიძლება შენნაირი გოგო მომეწონოს?
საშინელებებს ეუბნებოდა, უნდოდა რაც შეიძლება მალე მოეშორებინა თავიდან, არ მოსწონდა ის შეგრძნებები რაც მასთან ახლოს ყოფნისას ეუფლებოდა, ეს პატარა უცნაური არსება მასში ცვლილებებს იწვევდა და ამას რატომღაც ვერ ეგუებოდა...
- საშინელი ადამიანი ხარ, -აღმოხდა ანას და ამჯერად ვეღარ შეიკავა ცრემლები, -მე არც ისეთი უგულო ვარ როგორც შენ გგონია, ქეითს ვკითხე ალექსანდრას შესახებ, ტელეფონზეც ვესაუბრე ჩემს ბიძაშვილს გუშინ როცა ჯერ კიდევ გზაში იყვნენ და შევუთანხმდი რომ დღეს უნდა ვნახო, ახლა კი უბრალოდ მინდოდა რომ ქეითს დავხმარებოდი და შენთვის მომევლო, მითხრა რომ ბარში ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და შენ მარტო ვერ გტოვებდა...
სლუკუნ-სლუკუნით ლაპარაკობდა და პატარა ბავშვივით მუშტით იწმენდდა ცრემლებს, ბოლოს ვეღარ გაუძლო, გარეთ გავარდა და მთელი ძალით გაიჯახუნა კარი, რამდენიმე წამს გაშეშებული იჯდა ნიკოლა...
- ზედმეტი მომივიდა, ამის დედაც, არ შემიძლია ასეთს ვუყურო, -სწრაფად წამოხტა ფეხზე და მკვეთრი მოძრაობის გამო მოვლილი ტკივილისგან კინაღამ ჩაიკეცა, კარადიდან მაისური გამოიღო გადაიცვა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა მისაღებში, იქ გამეფებულმა სიცივემ და სიჩუმემ საშინლად ატკინა გული.
- წასულა, -სიმწრით ჩაიცინა და იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა, შეკრთა როცა სამზარეულოდან ხმა მოესმა, ის იყო უნდა წამომდგარიყო რომ სამზარეულოდან ანა გამოვიდა ყავის ჭიქით ხელში, მოუახლოვდა და მის წინ მოკალათდა დივანზე, ფეხები მაღლა აიკეცა და ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა.
- გეგონა რომ წავედი? -ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა.
- მეგონა რომ წახვედი, -მისი დანახვით მოგვრილი შვების ღიმილი ძლივს შეიკავა.
- ასე მალე არ ვნებდები, ადვილად ვერ მომიშორებ, -თითი მუქარით დაუქნია ანამ და თითქოს მის ჯიბრზე ხმაურით მოსვა ყავა.
ისეთი ბავშვური და საყვარელი იყო, თავი ვეღარ შეიკავა ნიკოლამ და გულიანად ახარხარდა.
- - - - - - - - - -
უზარმაზარ, ფუმფულა საწოლში გაეღვიძა ალექსანდრას, ღიმილით გაიზმორა და იქაურობა მოათვალიერა, მაშინვე მიხვდა ვისი საძინებელიც იყო, მიუხედავად იმისა რომ საბა არსად ჩანდა ყველაფერს მისი სურნელი ჰქონდა, წამოჯდა და მაშინღა შეამჩნია რომ საბას მაისური ეცვა და მხოლოდ ქვედა საცვალი, ლოყები აუხურდა იმის წარმოდგენისას რომ მან გამოუცვალა, ბუნდოვნად ახსოვს როგორ შემოიყვანა სახლში ხელში აყვანილი, უნდოდა გამოფხიზებულიყო მაგრამ ძილს თავს ვერ აღწევდა, მის სურნელში გახვეულს სულაც არ უნდოდა თვალის გახელა...
ტუმბოზე მდგარ საათს დახედა და გაოცებისგან წარბები აზიდა თერთმეტი ხდებოდა, დიდი ხანია ასე მშვიდად და ტკბილად არ სძინებია, წამოდგა და კარდა გამოაღო რომ რამე შორტის მაგვარი ეპოვა რასაც ჩაიცვავდა, გაეღიმა როცა საოცარი პედანტურობით დალაგებულ ტანსაცმელს მოკრა თვალი, შორტიც იპოვა, ამოიცვა და სააბაზანოში შევიდა, ერთხანს ღიმილით შეჰყურებდა სარკეში საკუთარ თავს და უკვირდა ბედნიერებით სახეგაბრწყინებული ორეულის დანახვა, სულ სხვაგვარი იყო შეყვარებული ალექსანდრა...
საძინებლის კარი გამოაღო და დერეფანში გავიდა, როგორც იქნა პირველ სართულზე ჩასასვლელ კიბესაც მიაგნო, ფრთხილად ჩაუყვა ფართო კიბეებს, დაბლა ჩასულმა მიმოიხედა, სახლი უზარმაზარი იყო და უჭირდა გაეგო ახლა საით უნდა წასულიყო მაგრამ ბევრი არ უწვალია, ერთ ერთი ოთახიდან საბას ხმა მოესმა და პირდაპირ იქით გაემართა, ოდნავ შეღებულ კართან გაჩერდა და ის იყო უნდა დაეკაკუნებინა რომ ხელი ჰაერში გაუშეშდა...
- ვერ ვხვდები რატომ გეშინია იმის რომ ალექსანდრამ შეიძლება ყველაფერი გაიგოს? -რატის ხმა იცნო და დაინტერესებულმა გადაწყვიტა ყურის მიგდება.
- თავი მის ადგილზე წარმოიდგინე, შენ რას იფიქრებდი? -ახლა საბას ხმა მოესმა და უფრო მეტად დაცქვიტა ყურები.
- იმას ვიფიქრებდი რომ შენ არაფერ შუაში ხარ, შენ მართლა არაფერ შუაში ხარ საბა, ალექსანდრა ჭკვიანი გოგოა და ყველაფრის გაგებას შეძლებს.
- მე ვერ შევძლებდი, -ჩაწყვეტილი ხმით ჩაილაპარაკა.
- დარწმუნებული ხარ?
- არ ვიცი, არაფერი აღარ ვიცი რატი, რომ მიმატოვოს? ყველაფერი რომ გაიგოს და მიმატოვოს მერე რაღა უნდა ვქნა, უიმისოდ ისევ ის წყეული სიბნელე ჩაყლაპავს და ბოლოს მომიღებს... არადა იმასაც ვერ მოვახერხებ ყოველ დღე თვალებში ვუყურო და ასე უსინდისოდ მოვატყუო.
- მაშინ სხვა რა გზაა ადექი და უთხარი.
- არ შემიძლია, შენი აზრით ასე ადვილია იმის თქმა რომ ბიძაჩემის დაქირავებულმა მკვლელებმა რომლებიც ჩემი მშობლების და დის დასახოცად დაიქირავა შემთხვევით მისი მშობლების სიცოცხლეც შეიწირეს? შენი აზრით ასე ადვილია...
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა რომ კარი გაიღო და სახეგაფითრებული ალექსანდრა გამოჩნდა, ბარბაცით გადმოდგა ორი ნაბიჯი, პირს აღებდა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ხმა არ ამოდიოდა, ერთხანს ასე ერთ ადგილზე იდგა, მერე ერთბაშად მოეკვეთა მუხლები და ჩაიკეცა...

fake freedom{ completed }Where stories live. Discover now