avec amour, à ma félice

74 13 17
                                    

Oh, ma Félice, mes plus profondes excuses à votre âme sont en route au moment où j'écris cette lettre.

ფელ, იმედია შენს გონებაში აღარ თრთოლავს ჩემი სულის ანარეკლი - თვალებიდან დანახული.

ეს სიტყვები მიგახვედრებს ვინ ვარ, ტუსანტ. მინდა ჩემს კაეშანსა და მონატრებაზე ამ ქაღალდის ნაგლეჯზე მაინც მოგიყვე, თორემ ჩემმა სითავხედემ სუმთლად ამომშალა შენი სულის იმ ნაფლეთებიდან საზოგადოებამ, რომ ქარის სათრევად და სეტყვის დასაშენად ტრიალ მინდორში დამწუხრებული დატოვა.

მომიტევე თუ ხელი წამიცდება წერისას და მეტად სასიყვარულო განცდებს შევეჭიდები იმ კალმით თოვლიან ღამეს, რომ საჩუქრად დამიტოვე.

უწმინდესს ვფიცავ თოვლის ფიფქიც შენა ხარ, ვარსკვლავიც, წვიმის წვეთიც და ვენერაც ასე, რომ გამატიალა და შენი თავი გულში ჩამიძვრინა. მაინც მიგიღწევია საწადელს, შე დალოცვილო.

წლების წინ კარმენმა ახსენა ფელისს ყველგან შენი ჩრდილი ელანდება, ლამისაა ყოფა მოისპოსო. რაღა ვქნა, რომ მაგ უბედური სიამოვნებისთვის ვარ განწირული თავადაც?! განა კი უტოპია არაა რიცხვებსა და ფორმულებს შორის, რომ შენ გხედავ?!

თუ გახსოვს, როგორ დაგმოძღვრე მონოპოლია არ არსებობს-თქო? ნეტავ რას გეკითხები, უეჭველად გახსოვს. თურმე არსებულა, თურმე შენ გამოგიცხადებია ეგ მეხ დასაცემი ჩემს შიზოფრენიკ გონებასა და დასნეულებულ სულზე.

მაპატიე რაც შევცოდე, ფელ! მიწაზე დავწვები და ისე ვილოცებ, წიფლის კიბის საფეხურებს დავკოცნი ოღონდ შენ გამიღიმე კიდევ ერთხელ და შემინდე ლაჩრული საქციელი ცხოვრების ნალექად, რომ მოგივლინე.

ყველაფერი რაც კი ცხოვრებაში ვუარყავი ფილტვებს დასჭირდათ... შენი ამბები მინდა ფელ, შენი ჩანახატები, შენი სიცილი მინდა, შენი კითხვები მინდა (ჰო, ეგ სისხლიანი კითხვები მინდა!), რაღა შევცოდე ასეთი, რომ შენი ის თეთრი კაბაც მინდა?!

ის თეთრი კაბა... უწმინდესს კიდევ ერთხელ დავიფიცები, არაფერია ისეთი სათნო, წმინდა და აზაზელისგან შელახული, როგორც ეგ ტილოს ნაჭერი ოქროსფერი საყურეებითა და ყელსაბამით, რომ მოსავდი.

რაღაც არის უაზრობა ჩვენში, ფელის, მაგრამ ვაი ზეციერს, რომ ეგ უაზრობა მიყვარს!

ჩვენი უაზრო წარსული მიყვარს! შენი უაზრო და არსაიდან მოსული კისკისი მიყვარს! არ მოგატყუებ და შენი უაზრო აკვიატებებიც მიყვარს!

არ მინდა ცრემლი იმშრალო, წამითაც... მერამდენედ დავიფიცო უწმინდესი, რომ დამიჯერო? ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ!

მომიტევე, რომ შენი განცდები დავაიგნორე. მომიტევე, რომ ამ ცოდვაში გაგხვიე. მომიტევე, რომ პეპლის სიცოცხლესავით ხანმოკლე იყო ჩემი ღიმილი შენ, რომ გჩუქნიდი.

ხომ იცი, ფელ... შენს საპოვნელად, რომ გამომგზავნოს სამყარომ ათასჯერაც ვიცხოვრებ!

კარმენი მომიკითხე.

- avec amour, à ma félice


მჰმ...
წინა ვანშოთების ნაწილები შევაჯამოთ და ახალი შევქმნათ <33

avec amour, à ma félice Onde histórias criam vida. Descubra agora