ცხოვრება სურპრიზებით არის სავსე, არასდროს იცი რას გიმზადებს. სწორედ ცხოვრებამ შეახვედრა ელიზაბედი სასტიკ და დაუნდობელ მაფიოზს. წყნარი გოგო რომელიც თავისი ცხოვრებით ასე თუ ისე ტკბებოდა მოულოდნელად სრულიად შეიცვლება და თავდაყირა დადგება.
⚠️\შიგადაშიგ...
ელიზაბედ pov მანქანაში ვზივართ, მე უკან დავჯექი ამის გამო თეჰიონი გაბრაზდა ამას ვგრძნობდი რადგან მთელი გზა უცნაურად მიყურებდა.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ნახევარ საათში უკვე სახლთან მივედით. ამ ნახევარი საათის განმავლობაში თეჰიონი მეუბნებოდა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი რაცა სახლში შევიდოდით. ან რა უნდა მეთქვა კირასთვის შემდეგ კი ჩემი ოჯახისთვის. ეს ადამიანი მხოლოდ ერთი დღეა რაც გავიცანი და ცხოვრების აზრი დამაკარგვინა, წარმოდგენაც არ მინდა შემდეგში რა მოხდება.
ხმის ამოუღებლად გადმოვედი მანქანიდან და სახლის მიმართულებით დავიწყე სიარული. თეჰიონი კი უკან მომყვებოდა.
-იმედიმაქვს გახსოვს რაც გითხარი მოულოდნელად მისი ხმა მესმის და არც შევტრიალებულვარ ისე გავეცი პასუხი. -მახსოვს -ძალიან კარგი.
კარებზე დავაკაკუნეთ ჩემდა გასაკვირად კარი კირამ გააღო.
-ვაიმე ელიზაბედ სად ხარ ამდენიხანი? -ყველაფერს მოგიყვები -თაე ან შენ რატომ ხარ მასთან ერთად? -ყველაფერს აგიხსნი ხომ გითხარი? -ელიზაბედ კარგად ხარ? -კარგად ვარ -კარგი შემოდით
მისაღებში შევედით და მდივანზე დავჯექით.
-მიდი მოყევი -ამმ...იცი... -ის კინაღამ გაუპატიურეს და მოულოდნელად ჩემი ლაპარაკი თაემ გააგრძელა. -რა?!! ეს, ეს ვინ?! -ეს იმ თავხედმა ჯეკმა გააკეთა! თაეს სიტყვები შიგნიდან მანგრევდა და მანადგურებდა. -კიდევ კარგი იქვე ახლოს საქმე მქონდა და მივასწარი თორემ ღმერთმა იცის რა მოხდებოდა. -ვაიმე ჩემო გოგო კირა ჩემთან მოიწია და ჩამეხუტა, მეც მოვხვიე ხელები და შეკავებული ცრემლები გადმოვუშვი. -კარგი ყველაფერმა ჩაიარა. ჩვენ ამას ერთად გავუმკლავდებით. მე შენთან ვარ. -კირა, ელიზაბედი შენს ოთახში აიყვანე ახლა ყველაზე მეტად დასვენება სჭირდება. -კარგი ძმაო. წამოდი საყვარელო