ტოკიო, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი იაპონიაში.
ამ ქალაქის ცენტრში მდებარე ბინაში, ოთხი მეგობარი იყვნენ შეკრებილნი.ნიცა მურაკამი:ნახევრად იაპონელი, ნახევრად ქართველი. 20 წლის.
ლუნა ბანგი:ნახევრად კორეელი, ნახევრად ავსტრალიელი. 21 წლის.
კუინა ასაჰია:იაპონელი. 20 წლის.
არუ მეთავინი:ნახევრად ტაილანდელი, ნახევრად კორეელი. 22 წლის.
16 სექტემბერი იყო, დღეს კი ნიცას დაბადების დღეა.
გოგონები შეიკრიბნენ და კარგად გაერთნენ. სადღაც ღამის 11-12 საათი იყო.
გოგონებმა გადაწყვიტეს სიმართლე თუ მოქმედება ეთამაშათ. ფურცლებზე 10 კითხვა და 10 მოქმედება დაწერეს და პატარა კოლოფში ჩადეს. კარგად აამჟღრიეს და თამაში დაიწყეს. პირველი ფურცელი, გამბედავმა ლუნამ აიღო და თავისი მოქმედება შეასრულა. შემდეგი არუ იყო და მან კითხვაზე გასცა პასუხი. გოგონები კარგად ერთობოდნენ. ნიცას ჯერიც დადგა და ფურცელი აიღო.ნიცა:მეღადავებით?!
ლუნა:რა ამოგივიდა??
ნიცა:შანსი არაა!! - კუინამ ნიცას ფურცელი წაართვა და გოგონებმა ერთად წაიკითხეს რაც ზედ ეწერა.
კუინა:რა მოხდა მერე?? დიდი არაფერი. - კუინა გადაბჟირების პირად იყო მისული.
არუ:ჰე გოგო! წყალი დალიე, არ გადაკდე. - არუმ კუინას წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა.
ლუნა:მიდი რაა ნიცა, შეასრულე.
ნიცა:ვიღაც უცნობს სიყვარული ავუხსნა ონლაინ??
ლუნა:მერე რა?? დიდი მიხვდეს ვინ ხარ.
კუინა:მიდი რაა! - შეეხვეწა კუინამ და გოგონებიც თავს არ ანებებდნენ.
არუ:მოდი ერთად ავარჩიოთ ვინმე კარგი ბიჭი და იმას მისწერე.
ლუნა:ხოო, მიდიი.
ნიცა:კარგი ხოო! ჯანდაბას!არუმ ნიცას ტელეფონი აიღო და ინსტაგრამში დაიწყო ძებნა.
არუ:ამას მიწერე! - ერთი ვიღაცის ექაუნთზე შევიდა, რომელსაც @puppy.22 ეწერა.
ნიცა:puppy?? ლეკვები უყვარს??
ლუნა:სახეზე სიმპატიურია მაინც? - იკითხა ლუნამ, კუინამ არუს ტელეფონი გამოართვა და ექაუნთი გადაამოწმა.
კუინა:ერთერთი ცნობილი K-Pop IDOL-ის Kim Seungmin-ის ფიტოებს პოსტავს.
არუ:ნუ, ფანფეიჯია რაა..
ნიცა:ხოო. ეს აიდოლი სიმპატიურია, მაგრამ ის რამდენად, არ ვიცი.
ლუნა:მიწერეე! შენ რა დაგაკლდება!
ნიცა:ოო, კაი ხოო.. - თვალები აატრიალა ნიცამ და არუს ტელეფონი გამოართვა, შემდეგ კი ერთმა ასეთმა კითხვამ დაარტყა თავში - ისე მართლა ეგ რომ იყოს??
კუინა:კაი რაა, სთრეი ქიდსი არ იცი ინსტაზე?? ცალ-ცალკე ექაუნთები არ აქვთ. საერთო ექა აქვთ რვავე წევრს.
ნიცა:ინსტაზე მე რა ვიცი, როგორ არიან. მე პროსტა სიმღერები მომწონს და... წევრებიც.
ლუნა:სულელო! - თავზე წამოარტყა ხელი ლუნამ - ნუ წელავ! მიწერეე!!
არუ:რომელი საათია?
კუინა:12 დაიწყო 13 წუთით.
ლუნა:კორეაშიც ეგ დროა.
ნიცა:ღმერთო შენ მიშველე. - თქვა ნიცამ, ის ვიღაც @puppy.22 დააფოლოვა, შემდეგ კი ჩათი გახსნა და მიწერა..