ემოციები

68 6 0
                                    

     უკვე ერთი კვირა გავიდა. ვიქტორიას ცხოვრებაში ყველაზე რთული და გაურკვეველი კვირა იყო. მას მოჩვენებები, ხილვები და კოშმარები დაეწყო, მაგრამ ის ამ ყველაფერს ვერავის უზიარებდა, რადგან... ეშინოდა, ეშინოდა მათი რეაქციის, ეგონა რომ გიჟად ჩათვლიდნენ, ამიტომ გადაწყვიტა ყველა მისი გრძნობა საკუთარ თავში ჩაემარხა. მან თითქმის ისწავლა ამ ყველაფერთან გამკლავება, მაგრამ ძალიან ეშინოდა. ხვდებოდა რომ ნელ-ნელა ტყეს ეჯაჭვებოდა ის ყველას ჩამოშორდა მისი გული, ძველებურად აღარ ძგერდა. მისთვის მთელი სამყარო გაუფერულდა. მთელ დღეებს ტყეში ატარებდა და გაურკვეველ რაღაცას ეძებდა. ყველა ფიქრობდა რომ ვიქტორია შეიშალა, მაგრამ ეს აბსურდია, ის უბრალოდ გაურკვევლობამ მოიცვა, ამდენი გრძნობა ირეოდა მასში ის ხომ მხოლოდ 17 წლის იყო.
    როცა მისმა მშობლებმა ის ასეთ მდგომარეობაში ნახეს გადაწყვიტეს რომ მისთვის სიმართლე ეთქვათ, ამაზე დიდი ხანი ფიქრობდნენ და როგორც იქნა ვიქტორიას ყველაფერი უამბეს.

— საყვარელო... იცი მე და მამაშენს ძალიან დიდი ხანი არ გვყვდა შვილი, უკვე იმედი გადაწურული გვქონდა, მაგრამ ერთ დღეს... სოფელში პატარა ბავშვის ტირილი გავიგეთ, მე და მამაშენს ეს პატარა ბავშვი დანახვისთანავე შეგვიყვარდა და ჩვენ ის ვიშვილეთ...

დედა ცრემლებს ვერ იკავებდა, ვიქტორია მიხვდა საქმე რაშიც იყო ის თითქოს ელოდა კიდეც ამას, ამ მომენტზე მას ბევრჯერ უფიქრია.

— ეს გოგო კი მე ვარ არა?

თავ ჩაღუნულმა უთხრა დედას. დედამ მას მხოლოდ თავი დაუქნია. ვიქტორია ფეხზე წამოდგა და სიტყვის უთქმელად გავიდა სახლიდან. გარეთ საშინელი ამინდი იყო, ქარიშხალი ბრდღვინავდა, მაგრამ ვიქტორია ვერაფერმა შეაჩერა. წინ შეუჩერებლად მიიწვდა. უკვე ტყეში იყო, უეცრად ფეხებში სისუსტე იგრძნო და მოწყვეტით დაეცა. როგორც იქნა ემოციები გამოუშვა, ამდენი ხნის ნაგროვები გრძნობები გამოანთავისუფლა და ბოლო ხმაზე დაიყვირა.

— რატომ... რატომ გამწირეთ? რა დავაშავეე?!

კანკალმა აიტანა და ისტერიული ტირილი აუტყდა. ვერ ჩერდებოდა სიკვდილი უნდოდა ვეღარ უძლებდა ამ ყველაფერს. ერთ კვირაში ყველაფერი დაემართა, მან იმდენს გაუძლო, მის ადგილას მთა ადგილს იცვლიდა, ქვაც კი გატყდებოდა და როგორც ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან ისიც დანებდა, გატყდა.
     წვიმა არ წყდებოდა, ამდენმა ემოციამ ეს გოგო სულ შეშალა და გადაწყვიტა სიცოცხლე სუიციდით დაესრულებინა. იქვე ახლოს კლდე ეგულებოდა, მასთან მივიდა და გადასახტომად მოემზადა.

— მეტს ვეღარ გავუძლებ... მშვიდობით

ეს სიტყვები თქვა და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია... და აი ისევ გაიგო ხმა, ადრინდელთან შედარებით უფრო მკაფიო და გამოკვეთილი იყო.
“ არა შვილო არ გადახტე, ჩემთან მოდი„
ვიქტორია შეჩერდა და პირველად ხმას დაელაპარაკა.

— რა გინდა? ვინ ხარ? თავს რატომ არ მანებებ?

ტირილისგან სულს ვეღარ ითქვმდა ვიქტორია, ამ დროს კი ისევ გაისმა ჩუმი ჩურჩული.

“ მოდი შვილო...ტყეში ღრმად შემოდი,
მოდი ჩემო ადარა„

ლეგენდა ცეცხლის თმიან გოგოზეWhere stories live. Discover now