თავი IX

0 1 0
                                    

საბოლოო გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა, დერეკი კი უკვე კარის ზღურბლზე იდგა გულში საკუთარ თავს ეკითხებოდა "შევიდე, არ შევიდე" საბოლოოდ კი გადაწყვიტა და გადადგა პირველი ნაბიჯი.

-ყოჩაღ პრინცო, გლეხის გოგონას გამო თავი გაწირე_გაისმა მაშინვე ბოროტი ხმა და ცაში რაღაც სინათლის გაელვება.

ქოხში შესულმა დერეკმა იქაურობა მოათვალიერა. ერთი პატარა ოთახი იყო, კარიდან ხელმარცხნივ ბუხარი იდგა, ბუხრის თავზე დიდი პორტრეტი იდო მის გვერდით ყვავილებით ძველებური ქოთანი პირდაპირ დიდო ტუმბო იდგა ზედ ძველებური ლამპარი იდო ტუმბოს გვერდით კარადა იდგა, რომელსაც კარები არ ჰქონდა და ჩანდა შიგნით როგორ ეკიდა ძველიძველი, დამტვერილი, მაგრამ ულამაზესი ფერის ხავერდოვანი კაბები. კარადის გვერდით მაგიდა იდგა ზედ ბალახების ნაირსახეობა ეყარა მაგიდის ქვეშ კი პატარა სკივრი იდო, რომელსაც აშკარად ეტყობოდა დაკეტილი რომ იყო. კარიდან ხელმარცხნივ, ფანჯრის წინ კი ძველისძველი "სეტკიანი" საწოლი იდგა შიგ კი ულამაზესი ადელაინი იწვა და ტკბილად ეძინა. ბუხარსა და დიდ ტუმბოს შორის პატარა კარი იყო, რომელსაც შუაში შუშა ჰქონდა, შუშა საშინლად დამტვერილი და გასაწმენდი იყო, მაგრამ ქვედა მარცხენა მხარე გატეხილი ჰქონდა და იქიდან მოჩანდა პატარა გაზქურა და წყლის ნიჟარა, ლოგიკურად ეს ოთახი სამზარეულო უნდა ყოფილიყო. ოთახში სხვა არაფერი იყო, იატაკი ხის იყო და სიარულისას დროგამოშვებით ჭრიალებდა, ჭერიც ხის იყო, მაგრამ არც ისე ძველი. ბუხართან შეშა არ ელაგა, მაგრამ ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და არ ქრებოდა, მაგიას ჰგავდა. დერეკი იდგა კარებთან და რამდენიმე წუთი უყურებდა იმ ყველაფერს, რაც რამდენიმე წუთის წინ ავღწერე, შემდეგ თითქოს გაიაზრა აქ რისთვისაც მოვიდაო,  წამოიძახა:

-ადელაინ_და მაშინვე საწოლთან მივარდა. გოგონა თბილი იყო, მაგრამ არ ინძრეოდა. დერეკი მას თხოვდა თვალების გახელას, მაგრამ თითქოს მკვდარიაო ისე იყო მისვენებული ადელაინი საწოლზე. დერეკი ერთხანს იჯდა ადელაინის საწოლთან და ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა, შემდეგ მიხვდა რომ ძალიან დიდი ხანია რაც ნორმალურად არ უჭამია და ძალიან შიოდა. ცოტა ხნის წინ რომ კარი ვახსენე ხომ გახსოვთ, გასაწმენდი და გატეხილი შუშით, რომლიდანაც გაზქურა და ნიჟარა ჩანდა? აი მაგ კარის შიგნით იდგა დერეკი და იმზადებლა მისთვის წვნიანს, რომელიც არასდროს მოუმზადებია, მაგრამ ახსოვდა როგორ ამზადებდა დედა მაშინ, როცა დერეკი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. საათები დასჭირდა დერეკს წვნიანის მოსამზადებლად, საშინლად დააჭუჭყიანა სამზარეულო, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო და დაასრულა წვნიანის მომზადება, შემდეგ ადელაინს გახედა, გოგონა ზუსტად ისე იწვა, როგორც მაშინ, როცა ის პირველად დაინახა პრინცმა. ამის მიუხედავად მაინც დაასხა დერეკმა მეორე ჯამშიც წვნიანი და ადელაინს თავთან დაუდო, შემდეგ გვერდით მიუჯდა და წვნიანს მადიანად შეექცა. წვნიანი გემრიელი იყო და დერეკი ვერ ხვდებოდა ეს იმიტომ, რომ ადენი ხნის მანძილზე შიოდა და გემრიელად ეჩვენებოდა თუ მართლა გემრიელად მოამზადა? ასეა თუ ისეა დერეკმა გააკეთა ის, რასაც მას დედა უმზადებდა ხოლმე ბავშვობაში.

ნაზღაპარევიWhere stories live. Discover now